საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ საბოლოოდ დააკომპლექტა ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა
საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ საბოლოოდ დააკომპლექტა ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა. 11 ივნისს გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, მამაკაცებს შორის ლონდონის ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლება მიიღეს: ჟო-ვილფრიდ ცონგამ (მე-5 ჩოგანი), ჟილ სიმონმა (13), გაელ მონფილსმა (15) და რიშარ გასკემ (19).

შეგახსენებთ, რომ ცონგამ ტრავმის გამო გამოტოვა პეკინის ოლიმპიადა; გასკე პეკინში არ გაემგზავრა იმის გამო, რომ აქცენტი აშშ-ის ღია პირველობისთვის მომზადებაზე გადაიტანა; მონფილსმა ოთხი წლის წინ მეოთხედფინალში წააგო ნოვაკ ჯოკოვიჩთან; სიმონი კი მესამე წრეში დამარცხდა ამერიკელ ჯეიმს ბლეიკთან.

ქალებს შორის ფრანგული ჩოგბურთის ლიდერი და WTA-ს რეიტინგის მერვე ნომერი მარიონ ბარტოლი ვერ ითამაშებს ოლიმპიადაზე იმის გამო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არ უთამაშია ქვეყნის ნაკრებში ფედერაციის თასზე.

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიადაზე ქალთა ძირითად ბადეში მოხვედრისთვის უაილდ-ქარდი გამოუყო ქვეყნის მეორე ნომერს ალიზ კორნეს, რომელიც 73-ე ადგილზეა რეიტინგში. 2008 წლის ოლიმპიადაზე კორნემ მესამე წრემდე მიაღწია და იქ ამერიკელ სერენა უილიამსთან დამარცხდა.

მამაკაცთა წყვილთა თანრიგში საფრანგეთს ორი დუეტი წარმოადგენს: მიკაელ ლოდრა/ჟო-ვილფრიდ ცონგა და რიშარ გასკე/ჟულიან ბენეტო. ქალების წყვილებში ითამაშებენ ალიზ კორნე და კრისტინა მლადენოვიჩი.

ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი უიმბლდონის კორტებზე 28 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა