არნემის "ვიტესის" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლივერპულელთა ახალმა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა ახალწვეულთა სიაში შეიყვანა
ბოლო დღეებში გიორგი ჭანტურიას თაობაზე რამდენიმე სატრანსფერო ხმა გავრცელდა, რომელთა მიხედვითაც, ჰოლანდიური "ვიტესის" ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის შეძენა იტალიურ კლუბებს, "ინტერსა" და "ჯენოას" სურდათ.

19 ივნისს კი ბრიტანულმა ვებგვერდმა bleacherreport.com-მა არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა - ჭანტურიათი "ლივერპულის" ახალი მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დაინტერესებულა.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, როჯერსს თავისი კლუბის სავარაუდო ახალწვეულთა სია შეუდგენია და ამ სიაში ჭანტურიას გვარიც ფიგურირებს.

სტატიაში ქართველი თავდამსხმელი მოკლედაა დახასიათებული და აღნიშნულია, რომ მას თამაშის მანერით მესის ადარებენ, საგოლე ალღოც აქვს და თამაშის გამწვავება და თანაგუნდელთა შედეგიანი გადაცემებით მომარაგებაც შეუძლია.

ისღა დაგვრჩენია, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ - იმედია, ჭანტურია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კარიერაში წინ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დევდარიანი: რატომ არ შეიძლება, გიორგი ჭანტურიასაც მიეცეს შანსი?

გიორგი ჭანტურია ადასტურებს: დიახ, მილანის "ინტერი" მიწვევს!

muki1989
არ ეკუთვნის თუ რა მაგარი ფეხბურთელია. მესის და რონალდუზე რითი შეიძლება იყოს ნაკლები. ჯერ პატარაა. ეგ მაგარი იგროკი გვეზრდება...
GIO
ეეეჰჰჰჰ ლივერპული არა ზემოტოლების ანთაბარი.....ერთი თავში ავარდნილი თადარიგის ბიჭუნაა და ხალხს ნუ ასულელებთ. ჩვენც ვუყურებთ ერედივიზიონს
kukuri
მუხიანის "ბორბალს" უნდა მაგრად ყიდვა!!! :) :) :)
zaza
ესენი სულ აურევენ ამ ბავშს ტვინს. ასევე საშიშროებაა თავში არ აუვარდეს.
zoro
არ დაიჯერო, არ დაიჯეეეროოო სიაფანდია, სია-ფანდიიააა
deato
ნუწაიღეთ ტვინი რა ამას ხან ლივერპული აკვირდება ხან იუენტუსი გმაგებიეთ სად აგრზელებს კარიერას ბოლოსდა ბოლოს
toka
მეშინია ზამენაზე არ გააფუჭონ
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ