ელგუჯა გუგუშვილი: ფეხბურთს თამაშობენ ფეხით, მაგრამ იგებენ თავით
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩის შეფასება ცნობილ ქართველ სპეციალისტს ელგუჯა გუგუშვილს ვთხოვეთ, რომელიც უფრო დეტალურად ინგლისისა და უკრაინის დაპირისპირებას შეეხო.

მანვე ევრო 2012-ის მეოთხედფინალების პროგნოზებიც გააკეთა.

ინგლისი-უკრაინა

უკრაინელებმაც და ინგლისელებმაც ორივე ტაიმში გამართული და თანამედროვე ფეხბურთი ითამაშეს. ორივე გუნდი სწრაფად გადადიოდა დაცვიდან შეტევაში და უკანაც დროულად ბრუნდებოდა.

საერთოდ, ძალიან მომწონს ის ტენდენცია, რომ ფეხბურთი კალათბურთის სტილზე გადაეწყო - ყველა შეტევაში და ყველა დაცვაში. გარდა ამისა, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება კოლექტიურ თამაშს და სულ უფრო და უფრო მცირდება კონკრეტული ვარსკვლავების როლი.

უკრაინის ნაკრებმა ძლიერი გუნდური თამაში შემოგვთავაზა და შეეძლო, არ დამარცხებულიყო - სხვა რომ არაფერი, მასპინძლებს აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს. თუმცა ურიგოდ არც ინგლისელები გამოიყურებოდნენ და მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

აღვნიშნავდი, რომ ინგლისელებმა სულაც არ ითამაშეს ტიპური ინგლისური ფეხბურთი. ისინი უკრაინასთან მიკროკომბინაციებით უტევდნენ და თავით გოლი არ გაუტანიათ.

შვედეთი-საფრანგეთი

რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, ფაქტია, რომ ამ გუნდმა შვედეთთან მარცხით საქმე ძალიან გაირთულა და მეოთხედფინალში მეტოქედ ესპანეთი ერგო.

ამბობენ, თითქოს ეს გუნდი აღორძინების გზას დაადგა, მაგრამ მე მსგავსს ვერაფერს ვამჩნევ. ძალიან მეეჭვება, ფრანგები ამ ევროპის ჩემპიონატზე შორს წავიდნენ.

ზოგადად კი, ფეხბურთს თამაშობენ ფეხით, მაგრამ იგებენ თავით - ფეხბურთში გადამწყვეტ როლს სწორი ტაქტიკა-სტრატეგიის შერჩევა თამაშობს.

მეოთხედფინალის პროგნოზი:

ჩეხეთი-პორტუგალია

ორი სხვადასხვა სტილის გუნდის დაპირისპირებაში უპირატესობას ჩეხებს მივანიჭებდი.

ესპანეთი-საფრანგეთი

ესპანეთის ნაკრებმა ხორვატიასთან არცთუ მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ, ვფიქრობ, ესპანელები მეოთხედფინალში თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ და ამ ბარიერსაც გადალახავენ.

გერმანია-საბერძნეთი

ფეხბურთში წარმატებას სამი უმთავრესი ფაქტორი განაპირობებს - ტაქტიკა-სტრატეგია, მენტალიტეტი და კადრები. პირველი ორი ორივე გუნდს მაღალ დონეზე აქვს, მესამე კომპონენტში კი გერმანიის უპირატესობა აშკარაა. შესაბამისად, წყვილის უდავო ფავორიტი გერმანიის ნაკრებია.

ინგლისი-იტალია

ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, მაგრამ მცირე უპირატესობას მივანიჭებდი იტალიას, რომელსაც, ჩემი აზრით, მეტოქეზე უფრო მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს.

ელგუჯა გუგუშვილი: ფეხბურთს თამაშობენ ფეხით, მაგრამ იგებენ თავით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სპეციალისტის აზრი: ევრო 2012-ზე კოლექტიური თამაში იმარჯვებს

ku2
ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, უკრაინას მსაჯმა აშკარად წააგებინა. და ის ფაქტი, რომ იგებს გუნდი, რომელიც მუდამ დესტრუქციულ ფეხბურთს თამაშობს, იმაზე მიუთითებს, რომ ბარსელონას ეპოქა თანდათან მთავრდება და კვლავ ბინძური ფეხბურთის ზეიმს უნდა ველოდეთ!
cudi
ყველაფერში გეთანხმებით გარდა ჩეხეთისა.. პორტუგალია ჰანდიკაპით მოუგებს ასე მგონია.. ინგლისთან იტალია ჩემი აზრითაც ფავორიტია..(ბალოტელი გაიბრწყინებს)
1313
ყველა იტალიელი ფეხბურთელი ინგლისელზე მაღალი კლასისაა !!!
antokeli
რომელი იტალიელია ინგლისი ნაკრების მოთამაშეებზე მაღალი კლასის? ჩაწყობილ თაასებში იმაღლებენ კლასს ალბათ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"