მოთამაშეთა, მწვრთნელთა და საფეხბურთო სამყაროში დასაქმებულთა სოციალური დაცვა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული თემაა
მოთამაშეთა, მწვრთნელთა და საფეხბურთო სამყაროში დასაქმებულთა სოციალური დაცვა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული თემაა.

კარიერადასრულებული ზოგიერთი ლეგენდა დღეს გაჭირვებაში ცხოვრობს. აღარაფერს ვამბობთ ნაკლებად ცნობილ მოთამაშეებზე.

კარიერის შემდგომ რომელ სოციალურ დაცვაზეა ლაპარაკი, როდესაც ჩვენი გუნდების ნაწილი კონტრაქტის პერიოდში მოთამაშის ოპერაციის დაფინანსების ვალდებულებაზეც კი უარს ამბობს.

საკითხი მისახედია, თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ნორმალური ქვეყანა გავხდეთ. პრობლემა კი აქტუალურია, რაც მცირე ხნის წინ ერთი ცნობილი მოთამაშის ამბავმა გაგვახსენა, რომელსაც საოპერაციო ხარჯი ესაჭიროებოდა - არადა, ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახლდათ.

პრობლემა შეგვახსენა სპორტკომპლექს "არენაში" გამართულმა საქველმოქმედო მატჩმაც, როდესაც ფეხბურთისა და ფუტსალის ეროვნული ნაკრებების წევრებმა ფუტსალელი ნიკა მახვილაძის ოპერაციისთვის აუცილებელი თანხის შეგროვება სცადეს.

ცხადია, ქველმოქმედება მადლიანი საქმეა, მაგრამ ცივიზილიზებულ ქვეყნებში სოციალური დაცვის პროგრამები ელემენტარული აუცილებლობაა და ოპერაციის ხარჯის შესაგროვებლად ქველმოქმედება აუცილებელი არ არის.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თურქული "კაისერის" მცველი ზურაბ ხიზანიშვილი ამ პრობლემაზე გევლაპარაკა.

"ერთი წელიც არ არის, რაც თურქეთში გადავედი და იქაურ ვითარებაში ნაკლებად ვერკვევი. ამიტომ ბრიტანეთში არსებულ პრაქტიკაზე ვილაპარაკებ, რაც კარიერის შემდგომ მოთამაშეთა სოციალური დაცვის გამართული სისტემის მაგალითად გამოდგება.

ყოფილ ფეხბურთელებს ყველანაირად ხელს უწყობენ, რომ შეისწავლონ მწვრთნელის, მენეჯერისა თუ აგენტის პროფესია.

რაც მთავარია, ფეხბურთელები პენსიას იღებენ. ეს თანხა მათივე შემოსავლის ნარჩენებია - ხელფასიდან გარკვეულ პროცენტს სახელმწიფოს უხდიან, მაგრამ ეს ფული მხოლოდ ბიუჯეტის საჭიროებას არ ხმარდება.

ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ საშემოსავლო გადასახადი მოთამაშეს კარიერის შემდეგ პენსიის სახით უბრუნდება. მართალია, პენსია ხელფასის ოდენობის არ არის, მაგრამ საარსებო მინიმუმზე ბევრად მეტია.

ორი აზრი არ არის, ბრიტანეთში ფეხბურთელი დაფასებულია.

სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე იგივეს ვერ ვიტყვით: ჩვენთან სოციალური დაცვის კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი", - ამბობს ხიზანიშვილი.

ზურაბ ხიზანიშვილი: ფეხბურთელს თავისივე გადასახადი იცავს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ

ზურაბ ხიზანიშვილი: უფულოდ ირბინო და ოჯახი მშიერი გყავდეს, პატრიოტიზმია?

Guja
Oეეეეეე ეს ვინ კოპილა ტო..............
თემური
რაც პრემიების ამბავზე შენზე დაწერეს იმის შემდეგ კიდევ ფულზე რამეს რომ იტყოდი არ მეგონა. ეტყობა მართლა გიჭირს ზაფხულში თბილისში რომ ხარ და არსად ისვენებ. რაც შენ და მამაშენს განსაკუთრებით გაგიკეთებიათ საქართველოსთვის ყველაფერს ხაზი გადაუსვი. წადი რა ნაკრებიდან და ფული აკეთე. ტურქები ბევრს გადაგიხდიან.
უძლევი
ხიზანასიც მესმის, უჭირს კაცს ;) ახლახანს საგადასახადომ ფერადი ტელევიზორი აღმოუჩინა და სოციალური დახმარება მოუხსნეს. ცოტა ხელი გავიკრათ ჯიბეზე 5, 10 ლარი ვისაც რა შეგვიძლია მივცეთ თორემ უჭმელობით დასუსტდება და დაცვაში ვეღარ გაქაჩავს :(
Burton
ლოოლ, ხიზან :D მართლა რამ დაგახარბა ამ სიბერეში კაცო))) წადი რა ნაკრებიდან, ძმურად
გოგა
ისე მართლა მედუქნეა ეს თუ ფეხბურთელი? არ წიღო ტვინი წუწუნით. უჭირდეს რამე მაინც.
goderzi bicho
ტფუ, სამარცხვინო ხარ ხიზანიშვილი
ojajis axlobeli
ისე მართლა სირცხვილია რომ წუწუნბენ ესენი,თამაშ რომ ვუქურებ ასე მგონია ჯიგარი აქვთ ამოჭრილი და ერთი სული აქვთ როდის დამთავრდება თამაში(კველას არ ეხება და ისინი არც წუწუნებენ),პატრიოტიზმის გრძნობა დაქვეითებული აქვთ,ხორვატიის ნაკრების შრექმნის ისტორია რომ წაიკითხონ ამ ხალხმა ძალიან კარგი იქნება აი რა არის ნამდვილი პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული.
antona
აუუუ ეს კიდე ფულზე წუწუნებს?!!!
vaxo
ამისმა ფულზე წუწუნმა უკვე ტვინი წაიღო რა.. მე პირადად აღარ მინდა, რომ აი ამან ითამაშოს ამ გაუბედურებულ ნაკრებში
vaxo
აამან ხო გაახურა რა ფულზე ლაპარაკით.. ეს კაცი მე პირადად აღარ მინდა ამ ისედაც უბადრუკ ნაკრებში.. გამოაჩინა ამან თავისი თავი
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?