გია გეგუჩაძის გუნდმა მეორე საკონტროლო შეხვედრა რუმინეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანთან გამართა
ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" მეორე საკონტროლო შეხვედრა რუმინეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან ბუქარესტის "სტიაუასთან" ჩაატარა.

მატჩი რუმინელთა უპირატესობით დაიწყო. 32-ე წუთზე "ტორპედო" აშკარა გოლს გადაურჩა - რუმინელი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილს ვერც მან აჯობა და ვერც მისმა თანაგუნდელმა, რომლის დამატებაზეც "ტორპედოს" მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.

რუმინელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს: რაულ რუსესკუს დარტყმის შემდეგ ბურთი ქუთაისელთა მცველს, ლექსო კვახაძეს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მიგინეიშვილმა რეაგირება ვეღარ მოახერხა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდმა შემადგენლობა შეცვალა. რუმინელებმა კვლავ კარგად დაიწყეს, მაგრამ ტორპედოელები გამოცოცხლდნენ და კონტრშეტევების განხორციელება დაიწყეს.

55-ე წუთზე გრიგოლ დოლიძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი რუმინელთა მცველმა ხელით შეაჩერა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა "სტიაუას" კარში პენალტი არ დანიშნა.

ქუთაისელებმა ანგარიში 58-ე წუთზე გაათანაბრეს: გიორგი გურულის ფლანგური გადაცემის შემდეგ "სტიაუას" მეკარე შეცდა და ბურთი ხელიდან გაუვარდა, რითაც "ტორპედოს" გამოცდილმა თავდამსხმელმა რევაზ გოცირიძემ ისარგებლა.

78-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა გიორგი კუხიანიძემ, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. 83-ე წუთზე კუხიანიძემ გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

"ტორპედო": მიგინეიშვილი - რიგვავა (იოსელიანი, 60), კვახაძე (გამეზარდაშვილი, 60), ზ. ჭელიძე (ფარულავა, 72), გ. გურული (შერგელაშვილი, 60) - გიგაური (დიღმელაშვილი, 46), ფირცხალავა (დოლიძე, 46), სიჭინავა (კუხიანიძე, 46), ვ. ბოლქვაძე (გ. დათუნაიშვილი, 46), ე. გრიგალაშვილი (საბანაძე, 46) - ტუღუში (გოცირიძე, 46).

ქუთაისელები შემდეგ საკონტროლო შეხვედრას 25 ივნისს დაბა გოინგში დონეცკის "შახტართან" გამართავენ. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ტორპედო სტიაუას დაუზავდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო

გია გეგუჩაძე: ყოველ წელს უკეთესი შედეგის მიღწევის პრეტენზია გამაჩნია

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!