იტალიის ეროვნული ნაკრები ინგლისსთან მეოთხედფინალური პაექრობისთვის ორიგინალურად ემზადება
იტალიის ეროვნული ნაკრები ინგლისსთან მეოთხედფინალური პაექრობისთვის ორიგინალურად ემზადება - "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ შეგირდების აბსოლუტური უმრავლესობა დარაზმა და მოსალოცად კათოლიკურ მონასტერში წაიყვანა. მონასტერი პოლონეთში, იტალიელთა ბანაკიდან 21 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რაც ყველაზე საინტერესოა, მწვრთნელ-ფეხბურთელები ამ გზას ფეხით დაადგნენ.

აი, ასე გაატარა სენიორ ჩეზარემ დასვენების დღე და შეგირდები კარგა გვარიანად დატვირთა - თურმე, პრანდელის პადრე მასიმილიანოსთვის მიუცია პირობა, რომ მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, გუნდს მოსალოცად წაიყვანდა. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ პადრე მასიმილიანო ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ესტუმრა იტალიელთა საწვრთნელ ბაზას და გუნდს გზა დაულოცა.

იტალიელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონასტერში წასვლისგან თავი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელმა შეიკავა, მათ შორის, ჯანლუიჯი ბუფონმა - ჯიჯიმ ამ თემაზე კომენტარიც გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"სამწუხაროდ, მოსალოცად წასვლა ვერ მოვახერხე, თუმცა ამის დიდი სურვილი მქონდა. არა უშავს. თუ ჩემპიონები გავხდით, პირობას ვდებ, რომ ფეხით ჩავალ და უკანაც ფეხით დავბრუნდები. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ჩვენთან არის - ამის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია".

პრანდელის ბრიფინგი

მოლოცვამდე ჩეზარე პრანდელიმ პრესკონფერენცია გამართა და განვლილი ბატალიები კიდევ ერთხელ შეაფასა - მოვუსმინოთ მას: "ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ და მეოთხედფინალში სრულიად დამსახურებულად გავედით.

პირველ შეხვედრაში ესპანეთს ტოლ-სწორად ვეპაექრეთ, გუნდს, რომელიც ბოლო წლებში ყველასთან უპირობო ფავორიტია; ხორვატებთან დაახლოებით ერთი საათი შესანიშნავად გავისარჯეთ, შემდეგ კი ერთი პასი გაგვეპარა და უმნიშვნელოვანესი ქულები დავკარგეთ;

ირლანდიასთან პაექრობის პირველი 25 წუთი ყველაზე ცუდი იყო მიმდინარე ჩემპიონატზე, თუმცა შემდეგ გამოვასწორეთ თამაში და ორი უპასუხო გოლიც გავიტანეთ. რაც მთავარია, სამივე პაექრობა მაღალ ტემპში წარვმართეთ. ბურთის ფლობის მხრივ, თვით ესპანელებს არ დავუთმეთ ბევრი არაფერი და მომენტებიც სხვებზე მეტი შევქმენით.

10-ბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ, ჩემ გუნდს 7-ს დავუწერდი. იმედი მაქვს, მეოთხედფინალში კიდევ უკეთეს "აძურას" ვიხილავთ".

აძურა ფოკუსში

იტალიაში ფეხბურთი რომ ცხოვრების წესია, ახალი არავისთვისაა და ბუნებრივია, რომ ყველა დიდ ჩემპიონატზე მთელი ქვეყანა "სკუადრა აძურას" გარშემო ერთიანდება - თუმცა მიმდინარე ევროფორუმზე გულშემატკივართა ინტერესი განსაკუთრებულად დიდი და, თამამად შეიძლება ითქვას, სარეკორდოა.

ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში, პირდაპირი ეთერის მეშვეობით, "აძურას" თამაშს საშუალოდ ოცმა მილიონმა ადამიანმა მიადევნა თვალი; ქვეყნის მოსახლეობა 60 მილიონია - თუ გავითვალისწინებთ, რომ აქედან დაახლოებით ნახევარი ქალია, რომლებსაც ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებთ, გარკვეული ნაწილი კი ან ძალიან მოხუცი, ან ძალიან პატარა, ან სულაც ტომით უცხოელი, რომლისთვისაც იტალიის ნაკრების თამაში ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს, შედეგი მართლაც რომ განსაცვიფრებელია - ეს ყველაფერი ნაწილობრივ იმასაც ამტკიცებს, რომ აპენინელებს თავიანთი ნაკრების სჯერათ და ამ თემაზე პრანდელიმაც ისაუბრა:

"ოცი მილიონი მაყურებელი მართლაც ფანტასტიკური შედეგია და სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი სიამაყით მავსებს. როგორც ჩანს, იტალიელებმა ირწმუნეს გუნდის და სჯერათ, რომ ჩვენ დიდი გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხალხის მოლოდინი გავამართლოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა