ბიჭების გუნდი არასრულადაა დაკომპლექტებული - მწვრთნელებმა 66 კილოგრამში მხოლოდ ერთი კვოტა გამოიყენეს
22 ივნისს ჩერნოგორიის ქალაქ ბარში ევროპის ჩემპიონატი იწყება ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის.

საქართველო იქ, ძირითადად, ბიჭების გუნდით იქნება წარმოდგენილი, თორემ გოგოებში მხოლოდ ორი მონაწილე გვეყოლება.

ბიჭების გუნდი არასრულადაა დაკომპლექტებული - მწვრთნელებმა 66 კილოგრამში მხოლოდ ერთი კვოტა გამოიყენეს, სხვა წონებში კი ორ-ორი მონაწილე გვეყოლება.

ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ და მისმა თანაშემწე გიორგი რევაზიშვილმა ბარში ირაკლი კუპატაძე, ერეკლე არხოზაშვილი (ორივე - 50), გიორგი კაციაშვილი, ბექა ნათათრალიშვილი (55), კობა მჭედლიშვილი, ბექა უდესიანი (60), ბაჩანა ბოლქვაძე (66), თამაზ კირაკოზაშვილი, ზურაბ ლომიძე (73), ბექა შერაზადიშვილი, ნიკა მოველიძე (81), დავით რამაზაშვილი, გიორგი გველესიანი (90), გიორგი ძებისაშვილი, ზაზა გოჯიაშვილი (+90) შეარჩიეს. ისინი შიდა თუ უცხოური ტურნირების შედეგებს დაეყრდნენ.

მათთვის ყველაზე მძიმე 55-ში შემადგენლობის გარკვევა იყო, რადგან იქ ზემოხსენებულ დუეტთან ერთად პრეტენზიას არხოზაშვილიც აცხადებდა - ეს სამეული შინ თუ გარეთ მუდმივად ადიოდა კვარცხლბეკზე, ადგილებს თუ შეიცვლიდნენ მხოლოდ.

საბოლოოდ მწვრთნელებმა დილემა იმით გადაჭრეს, რომ არხოზაშვილი 50-ში დასწიეს. ასევე ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება 81-შიც, სადაც ადგილობრივ დუეტს - მოველიძესა და გიორგი ქურდიანს კონკურენციას ესპანეთში მცხოვრები შერაზადიშვილიც უწევდა.

ბოლო საკონტროლო შეჯიბრებაზე პოლონეთში შერაზადიშვილმა ვერცხლი მოიპოვა და კონკურენტებს გაუსწრო, მოველიძესა და ქურდიანს შორის კი მწვრთნელებს საკონტროლო შეხვედრის გამართვა დასჭირდათ. ტრავმების გამო ამჯერად გუნდში ვერ მოხვდნენ ზაზა მეგრელიშვილი (66) და ვანო ჩურჩხელაშვილი (73).

ამ გუნდმა ევროპის შარშანდელ პირველობაზე 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

ჩემპიონები ვანო მამისაშვილი (55) და ბექა ღვინიაშვილი (81) გახდნენ; ვერცხლის მედლები კირაკოზაშვილმა, შალვა ჩოჩელმა (90) და გიორგი ლაზუაშვილმა (+90) მოიპოვეს; მესამე ადგილზე კი ლევან გუგავა (73) და გურამ თუშიშვილი (90) გავიდნენ. ოღონდ შარშან კირაკოზაშვილი 60 კილოგრამში გამოდიოდა. შარშანდელი გუნდიდან შემორჩნენ კაციაშვილი და ბოლქვაძეც, ოღონდ მაშინ ისინიც სხვა წონებში ჭიდაობდნენ - პირველი - 50-ში, მეორე - 55-ში.

გოგოების ტურნირში, გია თენაძისა და კახა მოცრაძის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ორი მონაწილე გვეყოლება და ორივე ერთსა და იმავე წონაში - მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე.

ევროპის ჩემპიონატი სამ დღეს გაგრძელდება და 24 ივნისს დასრულდება. დღეს ჩვენებიდან 50, 55 და 60-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, ხვალ ბიჭებიდან 66-73-ის ფალავნები და გოგოების დუეტი იასპარეზებს, დანარჩენები კი 24-ში გამოვლენ ტატამზე.

ძიუდოისტთა არასრული გუნდი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tamazi
ბექა შერაზადიშვილი არა ნიკოლოზ შერაზადიშვილია :)))
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს