"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში ჩვენს მორაგბეებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 22 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში ზიმბაბვეს ნაკრებს დაუპირისპირდება.

"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში, რომელიც თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება, ჩვენს მორაგბეებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კანადის ნაკრები დაამარცხეს 31:17. ზიმბაბვემ კი სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია იაპონიის გუნდს, თუმცა მაინც წააგო სამი ქულის სხვაობით - 36:39.

"ნეკერჩხლის ფოთლებთან" მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა იან სმიტმა ასე შეაფასა გუნდის თამაში:

"ამ შეჯიბრებისთვის კარგად ვემზადებოდით, ბევრს და მუყაითად ვშრომობდით, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ გვქონია. კანადელებთან მატჩი კონკურენტუნარიან გუნდთან პირველი შეხვედრა იყო.

ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა - ცუდად ვითამაშეთ ფეხით, ხშირად ვკარგავდით ბურთს და შეტევების მრავალფეროვნებითაც ვერ დავიკვეხნიდით.

მეორე ნახევარში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მორაგბეებმა შეძლეს ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციებისა და თამაშის სისტემის ამუშავება. შესაბამისად, გუნდი ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა.

ცხადია, ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის. საქართველოს ნაკრებს ბევრად უკეთ ასპარეზობა შეუძლია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სათამაშო პრაქტიკა გვაკლია. ივარჯიშეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ განვითარებისთვის თამაშზე უკეთესი არაფერია".

სამწუხაროდ, ზიმბაბვესთან მატჩში ორი წამყვანი მოთამაშე, უკანახაზელები თამაზ მჭედლიძე და გიორგი ბიწაძე დაგვაკლდება. მჭედლიძე ერთი თამაშითაა დისკვალიფიცირებული, ბიწაძე კი ორ მატჩს გამოტოვებს.

სამაგიეროდ, "უმცროს ბორჯღალოსნებს" ეროვნული ნაკრებიდან დაუბრუნდა შუამარბი მერაბ შარიქაძე, რომელმაც დენვერში კანადის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და ლელო გაიტანა.

მეორე ტურში კანადელები იაპონელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. ამ თამაშში ნათლად გამოჩნდება ამომავალი მზის ქვეყნის შვილების ნამდვილი ძალა.

A ჯგუფში დიდ ინტერესს იწვევს მასპინძელთა გუნდისა და ჩილეს ნაკრებების დაპირისპირება. ორივე მათგანმა პირველ ტურში გამარჯვებას მიაღწია.

ამერიკელებმა ყველასთვის მოულოდნელად ტურნირის ფავორიტს, ტონგას ნაკრებს სძლიეს და თუ ჩილელთა დამარცხებასაც შეძლებენ, ფინალში თამაში გარანტირებული ექნებათ.

საქართველოს ნაკრები, U-20

პირველი ხაზი: ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი (ორივე - ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი (ყოჩები), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ვაჟა თაგაური (არმაზი), გიორგი ლომთაძე (აია).

მეორე ხაზი: მინდია ელგუჯაური (ბრივი), სანდრო ქოიავა (ლელო), ლაშა ლომიძე (მონპელიე), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები).

მესამე ხაზი: საბა ბერაძე (ხულიგანა), გურამ შენგელია (ჯიქები), ელგუჯა სურგულაძე (ლელო), ბექა მამრიკიშვილი (ჯიქები).

#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).

#10: გიორგი ბასილაია (ხარები), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო).

#12-13: გიგა გაგოშვილი, თამაზ მჭედლიძე (ორივე - არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).

#11-14: ლევან გოგოლაშვილი (არმია), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი).

#15: ბახვა კობახიძე, საბა ნიკოლავა (ორივე - არმია).

A ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩილე - 5 ქულა, 2. აშშ - 4, 3. ტონგა - 0, 4. რუსეთი - 0.

B ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. იაპონია - 5 ქულა, 2. საქართველო - 4, 3. ზიმბაბვე - 1, 4. კანადა - 0.

22 ივნისი

საქართველო-ზიმბაბვე, იაპონია-კანადა, ტონგა-რუსეთი, აშშ-ჩილე.

26 ივნისი

საქართველო-იაპონია, ზიმბაბვე-კანადა, ჩილე-ტონგა, აშშ-რუსეთი.

30 ივნისი

ფინალი

ვარჯიშს თამაში ბევრად სჯობია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნეკერჩხალი დაბერტყეს

U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | იტალიასთან ქუთაისში
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია