ბაქოს "ინტერის" საუკეთესო თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე ევროლიგას იმედით ელის
ბაქოს "ინტერმა" სეზონისთვის მზადება დაიწყო. კახა ცხადაძესთან "ყარაბახიდან" გადასულმა გიორგი ადამიამ კი "ინტერის" შემადგენლობაში პირველივე შეხვედრა ჰეთ-თრიქით დაასრულა (ამ საკონტროლო მატჩში ასევე 3 გოლი გაიტანა ბაჩანა ცხადაძემ).

ახლა ბაქოელთა გუნდი სლოვენიაში ემზადება, გიორგის კი აზერბაიჯანულმა გაზეთმა ინტერვიუ ჩამოართვა. ადამია ამბობს, რომ ახალ გუნდთან ადაპტაცია სჭირდება:

"თანაგუნდელებთან შეგუება არ გამჭირვებია, მაგრამ "ინტერი" სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ჩემი ძველი კლუბი "ყარაბახი" და მის სტილთან შეჩვევა მჭირდება. მიმაჩნია, რომ ეს რთული არ იქნება.

...დიახ, ლენქორანის "ხაზარში" გადასვლაც შემეძლო. ეს კლუბი ჯერ კიდევ ბაქოს "ნეფთჩიში" თამაშის დროს მიწვევდა და "ნეფთჩიზე" ბევრად მეტ ხელფასს მთავაზობდა.

მაგრამ გადასვლა არ შემეძლო, რადგან ბაქოში ორი წარმატებული სეზონი ჩავატარე - ამ გუნდში აზერბაიჯანის ჩემპიონი და "თანამეგობრობის თასის" მფლობელი გავხდი. კონკურენტ გუნდში გადასვლა კი არ მსურდა".

"ინტერის" საუკეთესო თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე კი ამბობს, რომ ევროპის ლიგის მატჩებისთვის გუნდი კარგად ემზადება:

"მოედანზე გამოჩნდება, რეალურად როგორ მოვემზადეთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ შეკრება კარგად მიმდინარეობს და ევროპის ლიგის მატჩებს კლუბი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.

კენჭისყრაზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ყველაფერი მოედანზე წყდება და არა სახელითა და სტატისტიკით.

ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შევეცდებით, მაგრამ რა იქნება ეს მაქსიმუმი, ევროპალიგის მატჩები გვაჩვენებს".

ადამიამ ხაზარზე უარი თქვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა