45 წლის ჩეხი სპეციალისტი უკვე თბილისშია და გუნდის მზადებას 24 ივნისიდან შეუდგება
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, 45 წლის ჩეხი სპეციალისტი - დუშან უჰრინი-უმცროსი თბილისშია.

მისი ხელმძღვანელობით დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადებას 24 ივნისიდან დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეუდგებიან.

შეგახსენებთ, რომ უჰრინი წარმატებით მუშაობდა ჩეხურ და რუმინულ კლუბებში. მან ჩეხეთის გამბრინუს-ლიგიდან გავარდნის პირას მყოფი "მლადა ბოლესლავი" მომდევნო სეზონში ჩეხეთის ვიცე-ჩემპიონი გახადა.

რუმინულმა ტიმოშარას "პოლიტექნიკამ" მისი ხელმძღვანელობით 2009 წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა და პირველად გააღწია ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

დუშან უჰრინი "ტიმოშარას" 2011 წელს დაუბრუნდა და გუნდი კვლავ რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დუშან უჰრინი:

"მოხარული ვარ თბილისში ჩამოსვლით. აქ მშვენიერი გარემო დამხვდა ულამაზესი ბაზით. შემიძლია აღვნიშნო, რომ "მლადასა" და "პოლიტექნიკაში" ასეთი პირობები ნამდვილად არ ყოფილა.

"დინამო თბილისი" თავისი ისტორიით და ტრადიციით დიდი გუნდია. ბევრი რამ ამ გუნდის შესახებ მამაჩემისგან ვიცი, ვისი მწვრთნელობის დროსაც "დინამომ" ჩემპიონობა მოიპოვა.

პირველად მოხდა, რომ თბილისელები ევროთასების გარეშე დარჩნენ და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. ორ დღეში დავიწყებთ მზადებას და შევაფასებთ ფეხბურთელების მომზადების დონეს.

ჩვენი მთავარი მიზანი წარმატებული სეზონის ჩატარებაა და ამისთვის დიდი შრომა მოგვიწევს".

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

მამა-შვილი უჰრინები თბილისის "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთში ეძებენ

თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებით გაძლიერდება?

უცხოელი მწვრთნელები, რომლებიც რომან ფიფიამ თბილისის "დინამოსთვის" არ ისურვა

თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი

nika
ფეხბურთელები გამოცვალეთ მწვრტნელს რო ცვლით რა აზრი ფეხბურთელები ისევ ის არიან და :D
lasha
დინამოს სამწუხაროდ არაფერი არ ეშველება!
nuca
წარმატებებს ვუსურვებ ახალ მწვრთნელს! დინამოს გულშემატკივარი ვარ და ეროვნულ სამომავლო საფეხბურთო ფილოსოფიას დინამოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ვუსურვებ დინამოს ფეხბურთელებს მოინდომონ, რათა ახალ მწვრთნელს ქართული ფეხბურთი კარგი მხრიდან გააცნონ და მზადყოფნა აგრძნობინონ ევროპული საფეხბურთო გამოცდილების ქართულ ფეხბურთთან შერწყმის აუცილებლობაზე. იმედი მაქვს გუნდი ხელმძღვანელობა დაეხმარება და არ ჩაერევა მწვრთნელის წმინდა საფეხბურთო გადაწყვეტილებებში! ბუბა თუ კარგი მენეჯერია (რისიც მე არ მჯერა მისი სიხისტიდან გამომდინარე)თავის საქმეს მიხედოს!
temo
იმედია წარმატებული იქნება დინამოshi
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა