ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2012-ის მეოთხედფინალური შეხვედრის წინ ამ გუნდების 6 წლის წინანდელი დაპირისპირება გაიხსენა
ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2012-ის მეოთხედფინალური შეხვედრის წინ ამ გუნდების 6 წლის წინანდელი დაპირისპირება გაიხსენა.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე გუნდები ერთმანეთს ფლეი ოფის პირველ რაუნდში დაუპირისპირდნენ და მაშინ "ფურია როხამ", რომელიც ფავორიტად მიიჩნეოდა, 1:3 მარცხი იწვნია; ფრანგებმა კი ზინედინ ზიდანის ლიდერობით, ფინალში გააღწიეს.

"იმ დღეს საფრანგეთმა კარგი გაკვეთილი მოგვცა და ჩვენს გუნდს გაზრდაში დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროიდან ნაკრებს ცოტა ფეხბურთელიღა შემორჩა. იმედია, რომ ამჯერად გამოცდილება ჩვენს სასარგებლოდ იმოქმედებს", - განაცხადა ტორესმა.

ევრო 2012-ის მეოთხედფინალში საფრანგეთი ესპანეთს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შვედეთთან მოულოდნელად 0:2 დამარცხდა.

"საფრანგეთი ბრწყინვალე გუნდია, რომელსაც შესაძლოა, უბრალოდ, იმ დღეს არ გაუმართლა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან შეხვედრაში ისინი თავიანთ საუკეთესო თამაშს არ ითამაშებენ, მაგრამ საწინააღმდეგო შემთხვევაშიც კი თამაშისთვის მზად ვიქნებით. ახლა ესპანეთი პიკზეა და მისი დამარცხება ძალიან რთულია", - განაცხადა ტორესმა.

ასევე იხილეთ:

ფლორენ მალუდა: ფერნანდო ტორესი ძალიან საშიშია

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო