ჯგუფური ეტაპის 24 შეხვედრაში ჩათვლილი 302 თამაშგარედან მხოლოდ 13 დაფიქსირდა შეცდომით
მსაჯობა ყველა დიდ საფეხბურთო ფორუმზე აქტუალური თემა და განხილვის საგანია - გამონაკლისი არც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატია, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია შესული.

ვერ ვიტყვით, რომ უკრაინა-პოლონეთის მინდვრებზე არბიტრები უშეცდომოდ მოქმედებენ, მაგრამ მთლიანობაში, რომ საკმაოდ კარგად მუშაობენ, ამაზე ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება.

თუმცა, მაგალითად უკრაინელებს სულ სხვა მოსაზრებები აქვთ, რადგან მათი ნაკრები ამ მხრივ ყველაზე მეტად დაიჩაგრა.

უეფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელ პიერლუიჯი კოლინას სწორედ უკრაინელი ჟურნალისტი გაესაუბრა და რა გასაკვირია, რომ მწვავე კითხვებიც დაუსვა - გავეცნოთ, ამ საინტერესო ინტერვიუს, რომელიც ლაინსმენებზე და ოფსაიდებზე საუბრით დაიწყო...

- თუ გგონიათ, რომ ოფსაიდის დაფიქსირება იოლი საქმეა, ძალიან ცდებით. ცადეთ აბა, ყველაფერი იდეალურად განჭვრიტოთ, როდესაც ბურთი 50 მეტრიდან მოფრინავს, თქვენ წინ კი ათობით ფეხბურთელი დარბის... არც ისე ადვილი საქმეა, როგორც ეს ბევრს ჰგონია და კარგი იქნება თუ ამას ყველა მიხვდება.

გასაგებია, რომ ეს ლაინსმენების უშუალო მოვალეობაა და ამაში იღებენ ფულს, მაგრამ როგორც ყველა საქმეში, შეცდომა აქაც შეიძლება გაიპაროს.

- როგორ აუხსნით უკრაინელებს, რომ უბრალო შეცდომის გამო, მათ ეროვნულ გუნდს 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს?

- ძალიან საწყენია, რომ ასე მოხდა და უკრაინა დაიჩაგრა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ყველაფერი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია...

ცდებიან მოთამაშეები, მწვრთნელები და მათ შორის, მსაჯები, ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაც მთავარია, ამ ევროპის ჩემპიონატზე შეცდომათა რაოდენობამ მკვეთრად იკლო და ფაქტობრივად, სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია.

მაგალითად, ჯგუფური ეტაპის 24 შეხვედრაში 302 თამაშგარე დაფიქსირდა და აქედან მხოლოდ 13 იყო მცდარი; ანუ, ლაინსმენებმა 95.7%-იანი სიზუსტე აჩვენეს და ეს მაშინ, როდესაც ლაპარაკია საინტიმეტრებზე.

ჩემი პირადი აზრით, შესანიშნავი მაჩვენებელია.

- შეცდომებში თუ შედის საბერძნეთის ნაკრების მიერ ჩეხებთან გატანილი გოლი, რომელიც არბიტრებმა გააუქმეს?

- არა, არ შედის, რადგან ის ეპიზოდი დღემდე საკამათოდ ითვლება. ათასჯერ ვნახეთ გამეორება, უახლესი ტექნოლოგიები ჩავრთეთ საქმეში, მაგრამ საბოლოო აზრი მაინც ვერ გამოვიტანეთ.

ასე რომ, ამ ეპიზოდს ასე ცალსახად შეცდომებში ვერ გავიყვანთ, თუმცა არც სწორ გადაწყვეტილებებში ჩაგვითვლია - უბრალოდ, ღიად დავტოვეთ და სტატისტიკიდან ამოვიღეთ.

- კამერებმა კიდევ არაერთხელ დაგვარწმუნეს მსაჯთა მცდარ გადაწყვეტილებებში: მაგალითად, ბერძენი კარაგუნისის გაძევება გავიხსენოთ პოლონელებთან, ან ხორვატ მანჯუკიჩზე სერხიო რამოსის უხეშობა საკუთარ საჯარიმოში, რომელიც რეფერიმ ვერ შენიშნა...

- კონკრეტულ ეპიზოდებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ჯობია, რომ არ მოვცდეთ. შეცდომები იყო და ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მთლიანობაში, ევრო 2012-ზე მსაჯობის დონე ძალიან მაღალია.

ამას არა მარტო მე, ყველა ექსპერტი ამბობს, მათ შორის, ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს წარმომადგენლები.

- უკრაინია-ინგლისის დაპირისპირებას მივუბრუნდეთ და დევიჩის გოლი გავიხსენოთ.: კარს უკან მდგომ მსაჯს ხომ სწორედ ასეთი ეპიზოდების განჭვრეტა ევალება და ფაქტია, რომ მოვალეობას თავი ვერ გაართვა; რა აზრი აქვს მაშინ ამ ექსპერეიმენტს?

- ექსპერიმენტი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ამ იდეის ავკარგიანობაში გვსურს დარწმუნება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღები გვაქვს. კარის ხაზის არბიტრებმა ოთხ რთულ ეპიზოდში მიიღეს გადაწყვეტილება და აქედან სამი, ზუსტი აღმოჩნდა.

თუნდაც იტალია-ირლანდიის მატჩი გავიხსენოთ, როდესაც არბიტრმა ანტონიო კასანოს გოლი ჩათვალა, არადა, ბურთმა სანტიმეტრებით გადაკვეთა კარის ხაზი.

პირადად მე, ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდი, ღირს თუ არა მსაჯთა რაოდენობის საბოლოოდ გაზრდა, მაგრამ ფაქტია, რომ სამ ეპიზოდში ამ ექსპერიმენტმა შესანიშნავად იმუშავა.

რაც მთავარია, ჩვენ კითხვები დავუსვით ამ სადავო ეპიზოდებში მომუშავე ლაინსმენებსა თუ მთავარ არბიტრებს და მათი თქმით, კარის ხაზის მსაჯების მითითება რომ არა, ისინი მცდარ გადაწყეტილებებს მიიღებდნენ.

- და მაინც, ვიდეო-გამეორების შემთხვევაში, ასეთი შეცდომები ხომ გამოირიცხება?

- საქმეც მაგაშია, რომ არ გამოირიცხება, რადგან ხშირად კამერითაც შეუძლებელია რეალური სურათის განჭვრეტა. ეგ კი არა, გარკვეულ სიტუაციებში თანამედროვე ტექნოლოგიებიც უძლურნი არიან და ამაზე ზემოთაც ვისაუბრე, როდესაც საბერძნეთი-ჩეხეთის მატჩი გავიხსენეთ.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ 1966 წლის მუნდიალის ფინალის ცნობილი ეპიზოდი დღესაც განხილვის საგანია და იყო თუ არა იმ ეპიზოდში გოლი, ჯერაც არ ვიცით.

რა ტექნოლოგიებით აღარ სცადეს რეალური სურათის მიღება, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა.

თუ თქვენ ამბობთ, რომ ბურთში სპეციალური ჩიპი უნდა ჩამაგრდეს, ეს საუბრები მხოლოდ იდეის დონეზეა და ჯერ კიდევ კაცმა არ იცის, რა ჩიპზეა ლაპარაკი და როგორ უნდა ჩამონტაჟდეს ბურთში.

- ვთქვათ და არის საშუალება ნებისმიერი ეპიზოდი ტექნოლოგიების მეშვეობით 100%-იანი სიზუსტით განისაზღროს, ამ შემთხვევაში რა პოზიციას დაიჭერდით?

- ტექნოლოგიების შემოღებას მაინც არ დავუჭერდი მხარს, რადგან ეს ფეხბურთის ფილოსოფიას ეწინააღმდეგება. შეცდომას ნებისმიერი პროფესიის ადამიანი უშვებს და გამონაკლისი არც მსაჯები არიან.

როდესაც ფორვარდები 95.7%-იანი სიზუსტით დაარტყავენ მეტოქის კარის მიმართულებით, აი შემდეგ შეიძლება დავფიქრდეთ კიდეც სიახლეების დანერგვაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

სპეციალისტის აზრი: მსაჯთა საკამათო გადაწყვეტილებები ევრო 2012-ზე

ვიქტორ კაშაი: მატჩის შემდეგ ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და მივხდით, რომ შევცდით

უკრაინა-ინგლისის მატჩის არბიტრს "ვიკიპედიაში" ყოველ 15 წუთში ერთხელ "კლავენ"

მიშელ პლატინი გოლის დაფიქსირების ტექნოლოგიის წინააღმდეგია

ფიფას პრეზიდენტი: ფეხბურთში "ელექტრონული" ბურთი გვჭირდება

irakli1805
ისე შეწნი კარგიც რაც დაიწყო სულ შცდობეი იყო მსაჯისსსსსსსსს
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!