ინგლისელებთან დაპირისპირებაზე თავისი აზრი ლეონარდო ბონუჩიმ და ანდრეა ბარძალიმ გამოთქვეს

იტალიის ნაკრები ინგლისთან მეოთხედფინალური მატჩისთვის ემზადება და ეს პროცესი ღიაა, ყველასთვის გახსნილი და არა დაკეტილი, როგორც ეს ხშირად ხდება... შესაბამისად, ფეხბურთელები ჟურნალისტებს თავისუფლად ელაპარაკებიან და კომენტარებსაც უხვად არიგებენ.

"კორიერე დელო სპორტს" ლეონარდო ბონუჩი გაესაუბრა და ინგლისთან მოახლოებულ პაექრობაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება - მოვუსმიოთ 25 წლის მცველს:

"ინგლისის ნაკრები ჩვენსავით დაცვიდან თამაშობს, თუმცა ამავდროულად, ძალიან სახიფათოდ უტევს და მომენტებსაც უხვად ქმნის.

უეინ რუნის სახით, ბრიტალებებს სუპერ-ფორვარდი ჰყავთ, დაცვაში კი მსოფლიო მასშტაბის ოთხეული ირჯება: გლენ ჯონსონი, ჯონ ტერი, ჯოლეონ ლესკოტი და ეშლი კოული.

ჩემი პირადი აზრით, ინგლისელთა ყველაზე სუსტი რგოლი ნაევარდაცვაა და აი, აქ კი მეტოქეს აშკარად დავჯაბნით. ამიტომ, ფავორიტად "სკუადრა აძურას" მივიჩნევ და მგონია, რომ ინგლისს აუცილებლად გავცდებით.

თუმცა, გამარჯვება მხოლოდ მაქსიმალური კონცენტრაციით მოვა და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს".

ლეონარდო ბონუჩი ძირითად შემადგენლობაში იქნება და დაცვის ცენტრში ანდრეა ბარძალის შეუწყვილდება, რადგან ჯორჯო კიელინის ტრავმა აქვს და თამაშამდე მომჯობინებას ვერ ახერხებს.

ბონუჩის მასგავსად, პრესას ანდრეა ბარძალიც გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"რუნის თამაში სულ დეტალებში შევისწავლეთ, რაც მის განეტრალებაში ნამდვილად დაგვეხმარება. ჩეზარე პრანდელი ამით ანტონიო კონტეს ჰგავს, მეტოქე გუნდიდან ყველაზე სახიფათო მოთამაშეების ვიდეო-ფირებს გვაყურებინებს და გვიხსნის, ვის როგორ უნდა დავუპირისპირდეთ.

მოკლედ, ინგლისთან და კერძოდ, რუნისთან სათამაშოთ 100%-ით მზად ვართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ჯანლუიჯი ბუფონი: იტალიას და ინგლისს ნახევარფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთ

ჯო ჰარტი: შესაძლო პენალტების სერიისთვის მზად ვარ

დომენიკო კრიშიტო: იტალია ინგლისს 3:1 მოუგებს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიმარჯვებს

ინგლისელები იტალიასთან მატჩის წინ პენალტების დარტყმაში ვარჯიშობენ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს