ევრო 2012-იდან გამოვარდნის შემდეგ ჩეხეთის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ გუნდში გზა ახალგაზრდებს დაუთმო
ევრო 2012-იდან გამოვარდნის შემდეგ ჩეხეთის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელმა მილან ბაროშმა დაასრულა საერთაშორისო კარიერა და გზა ეროვნულ გუნდში ახალგაზრდებს დაუთმო.

ამის შესახებ Sport.cz-ს ნახევარმცველმა დანიელ კოლარჟმა განუცხადა:

"პორტუგალიასთან შეხვედრის შემდეგ ყველანი გასახდელში ვიყავით, როცა მილანმა ყველას გასაგონად თქვა, რომ ნაკრებიდან მიდის.

ეს იმდენად ემოციური მომენტი იყო, რომ ყველას ტირილი გვინდოდა. ფეხზე წამომდგრები მას ტაშს ხუთი წუთის განმავლობაში ვუკრავდით".

ბაროშს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2001 წელს ჰქონდა. მას მერე ფეხბურთელმა 92 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა. მასზე, როგორც უნიჭიერეს თავდამსხმელზე 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყეს წერა, როცა მილანი 5 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ტომაშ როსიცკის პორტუგალიასთან ტრავმის გამო არ უთამაშია. ინტერვიუ მან იმავე Sport.cz-ს მისცა.

- რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, რომ გამოვვარდით და თანაც გუნდს ვერაფრით დავეხმარე ვერც ახლა და ვერც წინა მატჩში პოლონეთთან.

- იყო პორტუგალიასთან მოგების შანსი?

- მიმაჩნია, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. ამ გუნდმა, ბრწყინვალე კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, გზა აბსოლუტურად ლოგიკურად განაგრძო. მარცხის მიუხედავად ყურები არც ჩვენ უნდა ჩამოვყაროთ. ჯგუფიდან გასვლა უკვე დიდი მიღწევა იყო.

- რას იტყვით ამ ნაკრების მომავალსა და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მის შანსებზე?

- პირადად მე ჯერ არ გადამიწყვეტია, განვაგრძობ თუ არა ნაკრებში თამაშს. ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მომხიბლავი პერსპექტივაა, მაგრამ ჩემი ასაკის ბევრი ფეხბურთელი უკვე აღარ თამაშობს ნაკრებში.

მეც სერიოზულად მომიწევს ამ საკითხზე დაფიქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად