საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "მსოფლიოს ახალგზრდულ ალაფზე" ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში ზიმბაბვეს ნაკრები დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "მსოფლიოს ახალგზრდულ ალაფზე" ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში ზიმბაბვეს ნაკრები დაამარცხა - 43:7.

ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ერთი პრემიალური ქულაც ირგუნეს.

თამაში საკმაოდ მძიმედ დაიწყო. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველივე წუთზე დაჯარიმდნენ, თუმცა მეტოქემ 40 მეტრიდან კარში ზუსტად ვერ დაარტყა. სამაგიეროდ სამ წუთში ზუსტი იყო ჩვენი ფულბეკი საბა ნიკოლავა. ანგარიში საჯარიმოთი სწორედ მან გახსნა - 3:0.

ზიმბაბვეს ნაკრები, ცხადია, დანებებას არ აპირებდა. რამდენჯერმე მოგვეძალა, მაგრამ ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონაში შეღწევაც ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა თამაშის დალაგებას დაახლოებით 15 წუთი მოანდომა. ამ დროის განმავლობაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" რაკში თამაშისას ხშირად ჯარიმდებოდნენ, იმდენად, რომ არბიტრმა ჩვენი გუნდი კაპიტანი მერაბ შარიქაძე ორჯერ იხმო და სიტყვიერად გააფრთხილა.

პირველი ლელო ჩვენმა ბიჭებმა 23-ე წუთზე გაიტანეს. მათ მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დერეფანი მოიგეს, მოლი შეკრეს, 15 მეტრი იარეს, მერე თამაში რაკში გადავიდა, იქიდან გამოტანილი ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა მარცხნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბ ლევან გოგოლაშვილს გადააწოდა, რომელიც მეტოქის ლელოში სწრაფად შეიჭრა. ნიკოლავამ გარდასახა - 10:0.

მორიგი ლელოს გასატანას ჩვენს გუნდს რვა წუთი დასჭირდა. მოედნიც ცენტრთან ახლოს ბურთი შერკიენბის მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ მიიღო, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და 22-მეტრიან ზონამდე იარა. მერე შეტევა მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა, იქ მორკინალთა ორი მოკლე დარტყმის შემდეგ, ხუციშვილმა ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა, აქ შუამარბმა მერაბ შარიქაძემ იყოჩაღა, მეტოქეს ცრუ მოძრაობით ხელიდან დაუსხლტა და ჩათვლის მოედანში შეაღწია.

ნიკოლავამ ესეც გარდასახა - 17:0.

მესამე ლელო, რომელიც ხუთ წუთში გავიტანეთ, ისევ შარიქაძის ანგარიშზეა. მარჯვენა ფრთაზე გარემარბმა ზურაბ ძნელაძემ მეტოქის დაცვას აჯობა და მოდენის საკუთარი ნახევრიდან ზომბაბველთა 22-მეტრიან ზონამდე ირბინა. ძნელაძე სწორედ იქ შებოჭეს. შეტევა მარცხენა, გრძელ ფრთაზე ლომიძემ განაგრძო, ისიც მალევე შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან ხუციშვილმა კიდევ უფრო მარცხნივ შარიქაძეს გაუტანა ბურთი. მისი შეჩერება კი მოწინააღმდეგემ ვეღარ მოახერხა.

ნიკოლავამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 24:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და ორ წუთში, მეოთხე, საპრემიო ქულის მომტანი ლელო მიითვალეს. ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შერკინება მოიგეს და ხუციშვილმა ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულს გაუტანა, ამან მოსხეპით კიდისკენ, გოგოლაშვილს გადააწოდა, რომელმაც მეორე ლელო მიითვალა.

ნიკოლავამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა გარდასხვა - 31:0.

გოგოლაშვილმა 63-ე წუთზე ჰეთრიკი შეასრულა. თუმცა მანამდე, როცა არბიტრმა მეორხაზელი მინდია ელგუჯაური გაასინბინა და როცა კაცნაკლული ვიყავით, ზიმბავემ ლელო გაგვიტანა, რომელიც გარდასახეს კიდეც. გოგოლაშვილის ლელო კი, რომელიც ჩვენი მორაგბეების მრავალფაზიან, კარგ შეტევას მოჰყვა, შეცვლაზე შესულმა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გარდასახა - 38:7.

თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეექვსე ლელოც გაიტანეს, რომელიც კიდევ ერთი უკანახაზელის ზურაბ ძნელაძის ანგარიშზეა.

ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 26 ივნისს იაპონიის ნაკრებთან გამართავს. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ფინალში გავა.

მსოფლიოს ახალგზრდული ალაფი

საქართველო-ზიმბაბვე 43:7

საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. ვაჟა ხუციშვილი. 1. არჩილ ბეჟაშვილი, 2. ვაჟა თაგაური, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. მინდია ელგუჯაური, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

16. გიორგი თეთრაშვილი, 17. დავით ხიდეშელი, 18. ვახტანგ ახობაძე, 19. გურამ შენგელია, 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გიორგი ბასილაია, 22. ბახვა კობახიძე.

3ლ: შარიქაძე (2), გოგოლაშვილი (3), ძნელაძე. 5გ: ნიკოლავა (4), კობახიძე. ს: ნოკოლავა.

სინბინი: ელგუჯაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NIKA
otari rugby.ge-ზე შედი იქ არის ხოლმე ლინკები საიდანაც თამაშების ლაივში ნახვაა შესაძლებელი.
GAGA
გაიხარეთ ბიჭებო
otari
აბსოლიტურად ვეტანხმები zvidev-ს...... ულოცავ ამ გამარჯბებას რაგბის გულსშემატკივარს..ჩანაწერის ნახვა მაინც სად შეიძლება
zvidev
აუ რა რეპორტაჟები გაქვთ! :((( მარტო ფეხბურთი ხომ არ არის?? ახალგაზრდები მსოფლიო ალაფზე არიან!!! ჩვენი გუნდის გარდა სხვებიც ხომ თამაშობენ? რა გუნდია იაპონია? წაიყვანეთ რა რეპორტაჟები ისე, რომ დაინტერესებულ გულშემატკივარს მეტი წარმოდგენ აჰქონდეს გუნდებში არსებულ მდგომარეობაზე. იაპონიამ გაჭირვებით მოიგო თუ ძალების დაზოგვით ჩვენთან შესახვედრად? ვის განიხილავდა ჯგუფში მთავარ მეტოქედ? მოკლედ სრული სურათი მაინტერესებს! ახალგაზრდა ჯიგრიანი (ფეხბურთისგან განსხვავებით) გუნდი თავის ტოლ-სწორებში მსოფლიო ალაფზეა ბოლოსდაბოლოს!
mirza
გაიხარეთ ბიჭებო, ნაბიჯ ნაბიჯ და ლელო ლელო გევლოთ დიდი გამარჯვებებისკენ!!!
datiko48
თქვენს გამარჯვებას გაუმარჯოს დათვის ბელებო,სულ გამარჯვებით გევლოთ ამ ქვეყანაზე!!!
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | იტალიასთან ქუთაისში
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში