სამხრეთ აფრიკის ნაკრები ივნისის ტესტების ბოლო მატჩს ინგლისის ეროვნულ გუნდთან გამართავს
ივნისის ტესტების ბატალიები ამ უქმეებზე მთავრდება. სამხრეთ აფრიკის ნაკრები, ბოლო, მესამე მატჩს პორტ ელიზაბეტში ინგლისის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

წინა ორ შეხევდრაში "ბოკემ" გაიმარჯვა და, სავარაუდოდ, "პომებს" არც ახლა დაუთმობს რამეს.

ინგლისელებმა სამხრეთ აფრიკაში ბოლოს 12 წლის წინათ მოიგეს და მას შემდეგ, "ბოკეს" დამარცხებას ვერაფრით ახერხებენ. სტიუარტ ლანკასტერის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე დაპირისპირებაში მასპინძლებს სერიოზული პრობლემები კი შეუქმნა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთაფრიკელებმა ჰეინკე მეიერის ხელმძღვანელობით მხოლოდ მეორე მატჩი გამართეს.

ერთ რამეში ყველა თანხმდება, "ბოკე" დღესდღეობით გაცილებით უკეთესი ხარისხის რაგბის თამაშობს, ვიდრე შარშან შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში. ჰეინკე მეიერი კი ირწმუნება, რომ ეს მაქსიმუმი არ არის და მის გუნდს ბევრად უკეთ თამაში შეუძლია.

სამხრეთ აფრიკა-ინგლისი

სამხრეთ აფრიკა: 15. ხიო ეპლონი, 14. ჯი პი პიტერსენი, 13. იან დე ფილიერსი, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. ევან ეცბესი, 5. იუანდერ კრუხერი, 6. მარესლ კუცია, 7. იაკო პოტხიტერი, 8. პიერ სპისი.

16. ადრიან სტრაუსი, 17. ვერნერ კრუხერი, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. რაიან კანკოვსკი, 20. რუან პინარი, 21. ელტონ იანტისი, 22. ბიორნ ბესონი.

ინგლისი: 15. ალექს გუდი, 14. კრის ეშტონი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. მანუ ტუილაგი, 11. ბენ ფოდენი, 10. ტობი ფლუდი, 9. დენ კერი. 1. ჯო მარლერი, 2. დილან ჰართლი, 3. დენ კოლი, 4. ტომ პალმერი, 5. ჯო პერლინგი, 6. ტომ ჯონსონი, 7. ჯეიმზ ჰესკელი, 8. ტომას ვალდრომი.

16. ლი მეარსი, 17. პაულ დორან ჯოუნზი, 18. მორის ბოთა, 19. ფილი დოუსონი, 20. ლი დიქსონი, 21. ოუენ ფარელი, 22. ბრედ ბარიტი.

ახალი ზელანდიის ნაკრები ევროპის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ირლანდიის ეროვნულ გუნდს ჰამილთონში დაუპირისპირდება.

ერთი კვირის წინათ ქრაისთჩერჩში "ოლ ბლექს" გამარჯვების მიღწევა ძალიან გაუჭირდა. მაშინ მასპინძლებს მგეზავის დენ კარტერის ფეხჩუბინობამ უშველათ.

ახალზელანდიელები ეცდებიან, დაამტკიცონ, რომ თამაშის გაჭირვებით მოგება შემთხვევითობა იყო. ქომაგებს იმედი აქვთ, რომ მათი სათაყვანებელი გუნდი "სამყურებს" დამაჯერებლად დაამარცხებს.

"ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაქოა, რომელიც ნაკრებში 105-ე კეპს მოიხვეჭს, მისთვის უჩვეულო, რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს. დაშავდა და ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გუნდს დააკლდება მთავარი მექულე დენ კარტერი.

ახალი ზელანდია-ირლანდია

ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დაგი, 14. ბენ სმიტი, 13. კონრად სმიტი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჰოსე გეარი, 10. აარონ კრადენი, 9. აარონ სმიტი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. სემ კენი, 8. რიჩი მაქოა.

16. კევინ მეალამუ, 17. ბენ ფრენქსი, 18. ბრედლი რეტალეკი, 19. ადამ თომსონი, 20. პირი ვიპუ, 21. ბოდენ ბარეტი, 22. ტამატი ელისონი.

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ფერგუს მაკფოდენი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. პედი ვოლესი, 11. ქის ირლზი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დენ ტაუი, 5. დონჩა რაიანი, 6. კევინ მაგკუჰინი, 7. შონ ობრაიანი, 8. პიტერ ომაჰონი.

16. შონ კრონინი, 17. დიკლანი ფიცპატრიკი, 18. დონჩა ოკალაჰანი, 19. კრის ჰენრი, 20. ეუან რედანი, 21. რონან ოგარა, 22. ენდრიუ ტრიმბლი.

ავსტრალიის ნაკრები ორი კვირის წინათ შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ გონს მოეგო და "სკოტებზე" გაცილებით ძლიერი უელსის ნაკრები ორჯერ ზედიზედ სძლია. "წითელი ურჩხულები" ნარშავების გმირობის გამეორებას ბოლო, მესამე მატჩში სიდნეიში შეეცდებიან.

ავსტრალია-უელსი

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. რობ ჰორნი, 12. პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ბერიკ ბარნსი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა ნაუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. სტალეკი ტიმანი, 5. ნათან შარფი, 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ვიკლიფი პალუ.

16. სტივენ მური, 17. ბენ ალექსანდერი, 18. რობ საიმონსი, 19. დეივ დენისი. 20. მაიკლ ჰუპერი, 21. ნაის ვაითი, 22. ენტონი ფაინგაა.

უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ეშლი ბეკი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეტინგ ჯენკონსი, 2. მეთიუ რისი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. რაიან ჯოუნზი.

16. კენ ოუენსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ლუკ ჩარტერისი, 19. ჯასტინ ტიპურიჩი, 20. რის ვები, 21. ჯეიმზ ჰუკი, 22. სკოტ ვილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა