საქართველოს ნაკრები ჩვენი დროით 24 ივნისს, ღამის პირველ საათზე, კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრები ვანკუვერთან ახლოს, ქალაქ ბარნაბიში, ჩვენი დროით 24 ივნისს ღამის პირველ საათზე კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" ბრიტანულ კოლუმბიაში ექვსი დღეა იმყოფებიან და გასულ უქმეებზე აშშ-ს ნაკრებთან მარცხის შემდეგ "ნეკერჩხლის ფოთლებთან" წარმატებით თამაშისთვის ინტენსიურად ემზადებიან.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. შერკინებაში გიორგი ჩხაიძე მეორე ხაზში გადაიყვანა, მესამე ხაზში რვა ნომრის პოზიცია კი ახალგაზრდა ბექა ბიწაძემ დაიკავა.

"ბორჯღალოსნებს" საფრანგეთიდან დაემატა "მასის" მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი, რომელიც ჰეიგმა თადარიგში დააყენა.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს "არმიას" მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი, მის პოზიციაზე მოასპარეზე გივი ბერიშვილმა კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

ცვლილებებია უკანა ხაზშიც. 20-წლამდელთა ნაკრებს დაუბრუნდა შუამარბი მერაბ შარიქაძე, მის ნაცვლად კანადელების წინააღმდეგ გამოცდილი თედო ზიბზიბაძე ითამაშებს.

სათადარიგოთა შორის იქნება "ლელოს" გარემარბი ალექსანდრე თოდუა, რომელსაც თანაკლუბელი ლექსო გუგავა შეცვლის. ასევე ლელოელები არიან ფულ ბეკი ირაკლი ყიასაშვილი და ლაშა ხმალაძე. ყიასაშვილი, რომელიც აშშ-სთან მატჩში სათადარიგო იყო, ამჯერად ძირითად შემადგენლობაშია. ხმალაძე კი განაცხადში არ არის.

იტალიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, რამდენიმე ცვლილება მოხდა კანადის ნაკრებშიც. ტრავმირებული პირველხაზელის იუბერ ბუდენსის ნაცვლად ტომ დოლეზელი ითამაშებს.

ადგილები გაცვალეს შერკინების კვაჭებმა - ენდრიუ ტიდმანი თადარიგში გადაინაცვლებს, მის ადგილს კი მაიკ პიტჩი დაიკავებს.

ივნისის ტესტები

კანადა-საქართველო

კანადა: 15. ჯეიმზ პიტჩარდი, 14. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, 13. კონორ ტრაინორი, 12. ფილ მაკენზი, 11. შონ დუკი, 10. მეთ ევანსი, 9. ედვარდ ფაირჰორსტი. 1. ტომ დოლეზელი, 2. ენდრიუ ტიდმანი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯო სინკლერი, 5. ტაილერ ჰოტსონი, 6. ტაილერ არდრონი, 7. ჩონსი ოტული, 8. აარონ კარპენტერი.

16. მაიკ პიტჩი, 17. დაგ ვილდრიჯი, 18. ბრეტ ბუკებუმი, 19. ნანიაკ დალა, 20. სონ ვაითი, 21. ჯო ჰესლერი, 22. კირან ჰირნი.

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. რევაზ ბელქანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გია ლაბაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა. 18. შალვა სუთიაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. ალექსანდრე თოდუა.

ასევე იხილეთ

მილტონ ჰეიგი: კანადის ნაკრებთან ისე ვითამაშებთ, რომ ჩვენით იამაყებთ

"ბორჯღალოსნები" ივნისის ბოლო ტესტისთვის ემზადებიან

"ბორჯღალოსნები" უკეთესის იმედით - დენვერიდან ბარნაბიში!

აშშ-საქართველო 36:20 - ამერიკამ რევანში აიღო

NIKA
Tornike თორნიკე მართალი ხარ ჩვენს ნაკრებს აქვს ძალიან მოკლე სათადარიგოთა სკამი რაც დიდი პრობლემაა.საჭიროა ბავშვთა რაგბის განვითარება.ამის გარეშე წინსვლა და გრანდებთან მიახლოვება ძალიან ძნელია პრინციპში წარმოუდგენელიც კი.იმედია სწორად წავა ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარება და გავერევით გრანდების მარაქაში.
Tornike
ჩემი აზრით საგანგაშო არაფერია, უბრალოდ როგორც კი ჩვენს ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდება, ძალიან სუსტდება. ასეთი შემადგენლობით ესპანეთთანაც წავაგეთ. ასე რომ, უნდა იმუშავონ ახალგაზრდებთან რაც შეიძლება ბევრი
beka
არ გადაგვიარეს ჩრ. ამერიკამ :X ესე არ გაოვა რაგაც უნდა შევცვალოთ :X
irma
მართლა წავაგეთ? ე.ი. ბორჯღალიდან დაუტოვებიათ მხოლოდ დისკო?
Khaka
ფოთოლი არა და ბანჯგვალიმ კიმ გააცალეს... წავაგეთ ბატონო, ისევ წავაგეთ!
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს