ერაყელ ჩოგბურთელს ზაინაბ ჰადიმ ალვანს სურს გახდეს "ვენუს უილიამსი ინვალიდის სავარძელში". სპორტსმენი, რომელმაც ორივე ფეხი ამერიკელების მიერ ბაღდადის დაბომბვისას დაკარგა, დარწმუნებულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეძლებს ინვალიდებს შორის რომელიმე დიდი საერთაშორისო ტურნირის მოგებას.

ერაყელ ჩოგბურთელს ზაინაბ ჰადიმ ალვანს სურს გახდეს "ვენუს უილიამსი ინვალიდის სავარძელში". სპორტსმენი, რომელმაც ორივე ფეხი ამერიკელების მიერ ბაღდადის დაბომბვისას დაკარგა, დარწმუნებულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეძლებს ინვალიდებს შორის რომელიმე დიდი საერთაშორისო ტურნირის მოგებას.

ალვანი ასე აღწერს იმ დღეს, როცა ორივე ფეხი დაკარგა: "სულ რაღაც ერთ წუთში მთელი ცხოვრება შეიცვალა. რაკეტები თითქოს ყველგან დაგვდევდნენ. რამდენიმე წამში გონება დავკარგე, შემდეგ გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ ფეხები აღარ მქონდა. დიდხანს ვერ ვურიგდებოდი რეალობას და საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო".

დღეს სპორტსმენი კვირაში სამჯერ ვარჯიშობს და ზედიზედ ორი წელია არ ტოვებს სპეციალურ ერთჯერად ვარჯიშებს. ის ცხრა მამაკაცთან ერთად მეცადინეობს, რომლებმაც ასევე ამერიკული შეტევებისას დაკარგეს ქვედა კიდურები.

ალვანი ერთადერთი ქალია ინვალიდ ჩოგბურთელთა ეროვნულ ნაკრებში. მან ორჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, ამ წლის მაისში კი პირველ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია - თურქეთის ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

ერთ-ერთ პრობლემა, რომელიც ალვანს და მის თანამემამულეებს მაღალ დონეზე გამოსვლაში უშლის ხელს, ძლიერ მეტოქეებთან სატურნირო პრაქტიკის ნაკლებობაა. ეს კი სხვა ქვეყნებში ერაყელების მიმართ ზედმეტად ფრთხილი დამოკიდებულებით არის გამოწვეული. ასე მაგალითად, ალვანმა და სხვა ერაყელმა ჩოგბურთელებმა წელს ლონდონის ტურნირში ვერ მიიღეს მონაწილეობა, რადგან ბრიტანეთის მთავრობამ მათ ვიზები არ გამოუყო.

ანალოგიური სიტუაცია წარმოიშვა ფრენბურთში ინვალიდების ნაკრებთან დაკავშირებით - ამ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელსაც ამერიკა მასპინძლობდა. მაშინ ნაკრების მხოლოდ ექვმა წევრმა მიიღო ქვეყანაში შესვლის უფლება.

"საინტერესოა, კიდევ რამდენი ხანი უნდა მიიჩნიონ ერაყელი სპორტსმენები ტერორისტებად? სინამდვილეში, ტერორიზმის მსხვერპლნი ჩვენ ვართ", - ამბობს ერაყის ინვალიდ ჩოგბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი ქარიმ აბდელ ჰუსეინი.

2003 წელს ერაყში ინვალიდი სპორტსმენებისთვის სპეციალური კლუბი შეიქმნა, რომელსაც "ალ-ტური" ჰქვია. ახლა იქ ასზე მეტი სპორტსმენია გაერთიანებული, რომლებიც კალათბურთში, მძლეოსნობაში, ძალოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთში, ცურვასა და ფრენბურთში ვარჯიშობენ. ათლეტთა უმრავლესობა - ახალგაზარდა მამაკაცები არიან.

"ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ ცხოვრება არ დასრულებულა და მათთვისაც არსებობს პერსპექტივები, - ამბობს კლუბის პრეზიდენტი აჰმედ ფლაი აიაჯი. - ისინი ხვდებიან, რომ სპორტი ფიზიკური ძალის დაბრუნების, იზოლაციისგან თავის დაღწევისა და ახალი გამარჯვების მოპოვების საუკეთესო საშუალებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"