ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

როსღა გვეღირსოს... ვინ იქნება ახალი უცხოელი საქართველოს ნაკრებში?

როსღა გვეღირსოს... ვინ იქნება ახალი უცხოელი საქართველოს ნაკრებში?

იგორ კოკოშკოვის გუნდი 1 ივნისს თბილისში არასრული შემადგენლობით იკრიბება
გაზაფხულიდან მოყოლებული ერთი და იგივე გვესმის: ჟურნალისტები სუსტები ხართ, კალათბურთის ფედერაცია რომ დაგპირდათ, ახალი სანაკრებო ლეგიონერის ვინაობას ერთ კვირაში გეტყვითო, სადაა?

ამას მოსდევს კრიტიკული კომენტარები, თავდახრილი ელით ფედერაცია როდის მოისურვებს და სანაკრებო სიას გაგაცნობთო.

სიმართლე გითხრათ, თავდახრილი არავინ ელის, ერთ-ერთი კანდიდატის, დორონ პერკინსის შესახებ რომ შევიტყვეთ, იტალიელ ჟურნალისტს დავუკავშირდით და მასთან დავაზუსტეთ. გაირკვა, რომ დორონი მართლაც მუშაობს ევროპული პასპორტის მიღებაზე, სავარაუდოდ საქართველოსაზე.

თბილისიდან არაერთმა ჟურნალისტმა დაურეკა პერკინსის თანაგუნდელებს, მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს, რომლებიც ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აი, რატომ: კალათბურთის ფედერაცია პერკინსთან ურთიერთობას არ ახმაურებს, ამ დროს შესაძლოა მანუმ და გიორგიმ ყველაფერი იციან (თუ მართლა დორონია, უნდა იცოდნენ).

გამოდის, ფედერაციის დაფარული კალათბურთელებმა უნდა გაამჟღავნონ?

თუნდაც ასეთი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად ფედერაციიდან შესაძლოა გამოსულიყო ცნობა - დორონი არა, სხვა ჩამოგვყავს. ან - პერკინსთან მოლაპარაკება მიდის, მაგრამ ცოტა დაგვაცადეთო...

ამასობაში რუსულ თუ ინგლისურენოვან საიტებს ყოველდღიურად ვქექავთ, იმ იმედით, რომ სადმე ნაკრების მომავალი წევრის ვინაობას გადავეყრებით, მაგრამ ამაოდ. ერთხელ კი გაგვიმართლა: 2006 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თურმე ჯეი ტრაიანო დანიშნულა, ჩვენ ეს ინტერნეტში აღმოვაჩინეთ და ჟურნალისტური ტერმინი რომ გამოვიყენოთ - ყველას დავასწარით.

ისიც გვესმის, რომ სასურველი ლეგიონერის მოძებნა რთული საქმეა, საჭიროა იმაზე უკეთესი იყოს, ვინც გასულ ეტაპზე გვყავდა, ხასიათიც კარგი უნდა ჰქონდეს, სამქულიანის სროლა იცოდეს.

მაგრამ ქართული ფილმის გმირისა არ იყოს: "შენ რო გყავ, იმაი რო ჰყავ?!" მაკედონიას ბო მაკალები ჰყავს, ბოსნიას ჰენრი დომარკანტი ჰყავდა, ბულგარელები ყოველწლიურად ერთმანეთზე უკეთეს ამერიკელებს იმატებენ.

შორს რად მივდივართ - აგერ აზერბაიჯანელებმა სწორედ იმ ტიპის და იმ დონის უცხოელი დაიმატეს, როგორიც ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებს სჭირდება - კარგი მსროლელი მადრიდის "რეალიდან", ჯეის ქეროლი. სამქულიანებში მანუჩარს ჯეისი რომ მიეხმარებოდა, რომელი მეტოქე დაგვიდგებოდა პერიმეტრზე?

მეორე საკითხია, გვინდა თუ არა ამერიკელი. თუმცა, ეს თემა დახურულია - გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებს ლეგიონერი სჭირდება. დავაზუსტებთ - კარგი ლეგიონერი.

უცხოელს თავი დავანებოთ, ჩენი გუნდი 1 ივნისს თბილისში არასრული შემადგენლობით იკრიბება. ნუთუ ნაკრებში ჯერ არავინ მიუწვევიათ? ხომ შეიძლება ქართული გვარები მაინც გამოცხადდეს, შემდეგ ლეგიონერზე ითქვას. ერთს ხომ ორი სჯობს. სად ერთხელ რომ დატრიალდება საკალათბურთო ამბები მედიაში და სად - ორჯერ. მეტი რეკლამა სპორტის ამ სახეობას თუ არ არგებს, ნამდვილად არ აწყენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

გიორგი შერმადინი: ნაკრებმა შარშანდელზე უკეთესად უნდა ითამაშოს

ინტერვიუ საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატ დორონ პერკინსთან

საქართველოს ნაკრებში იტალიური "კანტუს" მოთამაშე დერონ პერკინსი ჩამოჰყავთ?

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა

დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია

WU17 | საქართველო 2:3 უელსი

მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება

მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა

"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს

რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა

მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა

ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა

ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა

ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!

პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს

კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია

15-ქალას ელიტური მეტოქე

ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან