"ლელოს" სტუმარი საქართველოს ნაკრების, თბილისის "დინამოს", "ტრაბზონსფორის", "ბრედას" და "კიოლნის" ყოფილი ფეხბურთელია
"ლელოს" ქართული ფეხბურთის რედაქციის სტუმარი ამჯერად არჩილ არველაძე გახლავთ, საქართველოს ნაკრების, თბილისის "დინამოს", "ტრაბზონსფორის", "ბრედას" და "კიოლნის" ყოფილი ფეხბურთელი.

ტყუპისცალ არველაძესთან საუბარი მინორული თემით დავიწყეთ, მერე კი აქეთურ-იქეთურზე გადავედით...

- რამაზ შენგელია მართლაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო, 21 წლისა უკვე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რამდენს ნიშნავდა ასეთი აღიარება, ქართველი სხვაზე ორი თავით მაღლა უნდა მდგარიყო, ასე რომ დაეფასებინათ.

უნაკლო საგოლე ალღო ჰქონდა, თავით ჩინებულად თამაშობდა, მოდრიბლინგე თავდამსხმელი არ ეთქმოდა, თუმცა ერთი მეტოქის მოტყუება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. დასწრებაზე თამაში მისი კოზირი იყო, ბოლო დარტყმას უნაკლოდ ასრულებდა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ასე უდროოდ დაიღუპა.

- ასეთი რანგის თავდამსხმელი ახლა ალბათ ყველაზე უფრო სჭირდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ფაქტია, ბოლო პერიოდში სანაკრებო დონის ცენტრფორვარდი საქართველოსთვის პრობლემატური პოზიციაა...

- ლადო დვალიშვილის თამაშს კლუბში რომ ვუყურებ, ყველაფერს კარგად ასრულებს, კარისკენ ზურგით მდგომი იღებს ბურთს, გოლები გააქვს, ნაკრებში კი რა ემართება, ვერ გეტყვით.

არიან ფეხბურთელები, კლუბში კარგად რომ თამაშობენ, ნაკრებში კი ეს არ გამოსდით.

დავით სირაძე არ არის ისეთი თავდამსხმელი, ბურთი რომ დაიჭიროს და ასე ვთქვათ, გუნდი ამოიყვანოს, სამაგიეროდ თავით ჩინებულად თამაშობს და სხვა კარგი თვისებებიც აქვს.

ლევან მჭედლიძე ლამის სულ ტრავმირებულია, თორემ დიდი სარგებლობის მოტანა რომ შეუძლია, თქმა რად უნდა.

კლუბში ყველაზე სტაბილურად მაინც დვალიშვილი თამაშობს და თემურ ქეცბაიაც მას ეყრდნობა.

- ქეცბაიამ ერთხელ ისიც კი თქვა, შემტევი ფეხბურთელების მხრივ პრობლემა გვაქვსო - ეთანხმებით ასეთ შეხედულებას?

- ზოგადად არის ფეხბურთელების პრობლემა. ადრე არჩევანი უფრო მეტი იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქეცბაია არ ეძებს ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელებს.

როცა ნაკრებს არ ჰყავს ანანიძე ან ყენია, ბურთის დაჭერა და გათამაშება ძნელდება, ამ საქმეს მხოლოდ სანდრო კობახიძე და დავით თარგამაძე არ ყოფნის. მწვრთნელი თავისებურ ჭრილში უყურებს ყველაფერს, მერწმუნეთ, მარტივი არ არის გუნდის შენება.

- "კაისერისფორიდან" გქონდა შეთავაზება - რა გადაწყვიტე?

- 26 ივნისს ჩავალ თურქეთში და ერთხელაც დაველაპარაკები კლუბის ხელმძღვანელობას. "კაისერი" ახალ აკადემიას აყალიბებს და ჩემი იქ შესაძლო მისვლაზეა ლაპარაკი.

- აკადემიის ხელმძღვანელობა ერთია, მწვრთნელობა კი სულ სხვაა - არ გიფიქრია ამაზე?

- A ლიცენზია მაქვს და ხანდახან ძალიან მომინდება ხოლმე მწვრთნელობა. ჩემს ძმას, შოთას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ არ მაქვს ყველა ის უნარი, რაც მწვრთნელისთვის აუცილებელია, მაგალითად, ძალიან ემოციური ვარ...

მიფიქრია იმაზე, შოთას ასისტენტობით ხომ არ დამეწყო-მეთქი მწვრთნელობა, მაგრამ იმაზეც დავფიქრებულვარ, შოთა ჯერ დამწყები მწვრთნელია და ხელი არ შევუშალო მეთქი.

ახლა ჩემი ტყუპისცალი მესამე სეზონს დაიწყებს მთავარი მწვრთნელის რანგში და დამწყები უკვე აღარ ეთქმის...

- შოთას რომ შესთავაზონ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა, რას ურჩევდი?

- ძალიან ძნელი სათქმელია... როცა ქეცბაიას შესთავაზეს ეს, მე, ჩემი უფროსი ძმა, ქეცბაია და ცხადაძე ერთად ვისხედით და ამ საკითხზე ვსაუბრობდით.

როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდები, რაღაც მინუსი ყოველთვის გაგიჩნდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ქეცბაიამ შეძლო და ეს ტვირთი აიღო, ეს მართლაც არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, თანაც ისეთი ემოციური კაცისთვის, როგორიც ქეცბაიაა.

მეორეს მხრივ, თუ მწვრთნელობაზე გაქვს პრეტენზია, ასეთი შემოთავაზებაზე უკან არ უნდა დაიხიო, გამოწვევა უნდა მიიღო.

ძმები არველაძეები ფეხბურთელობისას ასე მოვდიოდით - ან საუკეთესო უნდა იყო ამ საქმეში, ან სულ არ უნდა იყო.

შოთა "ალკმაარში" რომ მუშაობდა დიკ ადვოკაატის თანაშემწედ და "კაისერი" იწვვედა, ადვოკაატი ჩაერთო საუბარში და უთხრა, უნდა წახვიდე, "კაისერში" ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ მერე ვეღარ შეძლო წინ წასვლა, შენ ხომ უკვე შექმნილი გაქვს საკუთარი თავიო.

ერთი სიტყვით, თუ მწვრთნელი ხარ, სანაკრებო ამბიციაც უნდა გქონდეს.

- "დინამო" შენთვის განსაკუთრებულად ძვირფასია და რას გვეტყოდი იმაზე, რაც ბოლო დროს მოხდა ამ გუნდში?

- წინა სეზონი "დინამომ" კარგად დაიწყო და არ ჩანდა იმის საფუძველი, რომ ალექს გარსია ასე დაამთავრებდა "დინამოში" მუშაობას.

ჩემი აზრით, ჰოლანდიელი სპეციალისტის მოწვევა ჯობდა, რადგან ჰოლანდიელი მოწესრიგებულია და თან სამხრეთულთან მიახლოებულ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

ვფიქრობ, ზურაბ პოლოლიკაშვილი ძალიან კარგი მენეჯერია, ოღონდაც "დინამოს" მიმართ ყურადღება ყოველთვის მძაფრია...

გარსიას მერე გიორგი დევდარიანი გახდა "დინამოს" მწვრთნელი და თამაში არ წაუგია, მიმაჩნია, რომ შუა გზაზე დევდარიანის შეცვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო. ისე, შვიდი თამაშიდან ერთი მწვრთნელის გარეშეც უნდა მოიგონ ფეხბურთელებმა...

- ახლახან აქტუალური გახდა პრემიების საკითხი ეროვნულ ნაკრებში...

- უპრემიოდ არ ვითამაშებთ - ასეთი რამე საქართველოს ნაკრებში არასდროს ყოფილა, თუმცა ნაკრებში პრემიების სისტემა რომ იყოს, ამას მხარს ვუჭერ, მეტი სტიმული იქნება.

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე რამდენად ხშირად დადიხარ?

- რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო მატჩების პირდაპირი ტრანსლირება, უფრო ხშირად დავდივარ. ახლა სერიოზული პროექტი მზადდება და ვფიქრობ, საქმე წინ წავა.

- რაც წინა სეზონში მოხდა საქართველოს ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში, ამაზე რას იტყოდი?

- საქართველოს ჩემპიონატში არ არსებობს გუნდი, რომელსაც ჩაწყობილი თამაში არ უთამაშია და კლუბები სხვისკენ ხელს ნუ გაიშვერენ.

- ევროპის ჩემპიონატზე დაგვრჩა სიტყვა სათქმელი...

- ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ეს ევროპის ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ყურებადია.

ინტენსიური სეზონის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე თამაში სერიოზული დატვირთვაა, მაგრამ თუ დიდი ფეხბურთელი ხარ, ნაკრებშიც უნდა მიაღწიო წარმატებას.

მესის თურმე 15 საათი ძინავს დღეში, წინა სეზონი შეუცვლელად ითამაშა და თან სულ უხარია მოედანზე გასვლა და თამაში.

მესის და "ბარსელონას" მერე ძნელია სხვა თამაშების ყურება...

მესი და 15 საათი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რევაზ არველაძე: ხომ შეიძლება ევროპის ჩემპიონატი ერთხელ ჩვენთანაც ჩატარდეს

ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

fexburti
ნახა გამოსავალი. ეს თუ იცი და ქართულ ფეხბურთზე გული შეგტკივა, შენ არ უნდა თქვა პირველი? ეეჰ...
gio
დავაი რა არველაძე... შენ რო ყიდდი ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველა შენნაირია
irma
ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს უფლება განაცხადი შევიტანოთ ევროპის ჩემპიონატზე?
Phero
ამას რომ ამბობს,ავტორს არ უჩნდება დამატებითი კითხვა? რა სხვისკენ ნუ გავიშვერთ,მაშჳნ მიიღოს სფფ-მ ბრძანება და დაუშვან ჩაწყობილი თამაშები,რა პასუხია ეგ?
Phero
- საქართველოს ჩემპიონატში არ არსებობს გუნდი, რომელსაც ჩაწყობილი თამაში არ უთამაშია და კლუბები სხვისკენ ხელს ნუ გაიშვერენ.
dato
სამივე ძმებს რაგაუკეტებიათ ქართულუ ფეხბურთისტვის
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ