ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი... ძლევამოსილი "დინამოს" შემადგენლობას რამაზ შენგელიაც გამოაკლდა
ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი... ძლევამოსილი "დინამოს" შემადგენლობას რამაზ შენგელიაც გამოაკლდა.

მე თუ მკითხავთ, ყველაზე ლამაზი, ვარსკვლავური მსოფლიოს ჩემპიონატი 1982 წელს იყო. შენგელია ალან რაფის წინააღმდეგ, გაბითურებული მეკარე და ბურთი ბადეში. შენგელიას ის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, შოტლანიასთან ნათამაშევი 2:2-ით საბჭოთა კავშირის ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ასეთი მეგოლეები იშვიათად იბადებიან, ის, რაც შენგელიას ჰქონდა, ან გაქვს, ან არ გაქვს, ამის ვარჯიშით მიღწევა შეუძლებელია.

ყველაზე დიდი საბჭოთა ვარსკვლავი ალბათ ოლეგ ბლოხინი იყო, შენგელიასაც იმ პერიოდში მოუწია ფეხბურთელობა და იყო არაერთი სეზონი, ბლოხინზე მეტი გოლი რომ გაჰქონდა.

გოლის გატანა შენგელიას ხელობა იყო, ოღონდაც ამ საქმეში მაშინ ძალიან ცოტა ფულს უხდიდნენ საბჭოთა ფეხბურთელებს, უცხოურ კლუბებშიც არ უშვებდნენ.

1987 წელს შენგელიამ ოტო რეჰაგელის "ვერდერს" გოლი ბრემენში გაუტანა. ეს შენგელიას ბოლო მნიშვნელოვანი გოლი იყო, ოღონდაც არ ვიცი, სად შეიძლება ამ გოლის კიდევ ერთხელ ნახვა. არადა ასეთი გოლები ყველა თაობას უნდა ჰქონდეს ნანახი.

შენგელიას შეეძლო, წინა ძელთან გასულიყო და თავით ბურთი კარში უცნაურად ჩაეჭრა. ეს მისი ერთ-ერთი საფირმო ილეთი იყო. წლები გავიდა, მაგრამ იგივეს გამკეთებელი ქართველი თავდამსხმელი არ გამოჩნდა.

შენგელიამ კარგად იცოდა, როგორ გახსნილიყო და როგორ ექცია გოლად ყიფიანის ფილიგრანული პასი.

შენგელიამ დიუსელდორფში ვლადიმერ გუცაევს გაატანინა გამთანაბრებელი გოლი. 1982 წელს ბრაზილიასთან საჯარიმო მოედანში წააქციეს და პენალტი არ დანიშნეს...

ის არ იყო ახმახი და არც ძალიან სწრაფი, მაგრამ თავს არავის არ დააჩაგვრინებდა, საგოლე ალღოსა და გოლის გატანის ტექნიკაში ბადალი ძნელად მოეძებნებოდა.

ზოგი ტელეარხის საინფორმაციო გამოშვებისთვის შენგელიას გარდაცვალება არ ყოფილა მთავარი ამბავი, ალბათ იმიტომ, რომ დღეს სხვანაირ გმირებს ეძებენ...

შენგელია კი თხემით ტერფამდე ნამდვილი იყო.

ძალაუფლება საბჭოებს!

საქართველოს ჩემპიონატს პროფლიგა ჩაატარებსო, ასე გამოგვიცხადეს ქართული ფეხბურთის მესვეურებმა და ჩვენც დავუჯერეთ.

გულუბრყვილობა იმათაც გამოუვიდათ, პროფლიგის პრეზიდენტის არჩევნებისთვის რომ დაიწყეს მზადება. მერე კი გვითხრეს - არა, ჩემპიონატი ისევ ფედერაციამ უნდა ჩაატაროსო.

ქართულმა საფეხბურთო ელიტამ კიდევ ერთხელ ჩააყენა საკუთარი თავი სასაცილო მდგომარეობაში. კი ბატონო, ამ ყველაფერს უკვე შეჩვეულები ვართ, მაგრამ ამდენი სისულელე უკვალოდ რომ არ ჩაივლის, წყალი არ გაუვა.

პროფლიგის შექმნის იდეა ამჯერადაც არ მოდიოდა კლუბებიდან, წინა სეზონი სამარცხვინო რომ გამოდგა, პროფლიგის თემა თითქოს სიტუაციის დასაშოშმინებლად შემოაგდეს. უარყოფითი მუხტიც თითქოს განელდა და აჰა, ჩემპიონატი ისევ ფედერაციის იქნებაო.

კლუბებს საპრიზო ფონდს პირდებიან - ორი მილიონი ლარი ქუჩაში არ ყრია და ფედერაცია ამ თანხას სავარაუდოდ სახელმწიფოსგან მოინაგრებსო. ორი მილიონი თავისუფლების ნაცვლად, ორი მილიონი და მართვის ისევ მონოპოლიური სტილი.

ბიუჯეტი მსაჯებსაც გამოუყვეს - ერთი მილიონი ლარი, არც ესაა პატარა საქმე.

ასეა თუ ისე, ფული რომ მოდის, წარმატებაც თან უნდა მოჰყვეს. ამ სამი მილიონის შოვნა პროფლიგასაც შეეძლო თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პროფლიგის მიმართაც იქნებოდა გულუხვი.

ეს მილიონები ტელეტრანსლაციებიდან და სპონსორული შემოსავლებიდან რომ მოდიოდეს, მყის გააპიარებდნენ. ეს რომ კერძო ინვესტიცია იყოს, კლუბებს ჯერ პროფლიგისკენ არ უბიძგებდნენ და მერე ისევ აქეთ არ წამოიყვანდნენ. კლუბებს აქეთ-იქეთ სულ სხვა ხელი ათამაშებს და ჩნდება კითხვა, სად გაქრა თავმოყვარეობა?

ჰო, მართლა - უმაღლესი ლიგის კლუბების საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება და კარგადაც მოუხდებოდა დროში გამობრძმედილი სლოგანი: ძალაუფლება საბჭოებს!

სხვა რა გითხრათ, რუსეთი ევროპის ჩემპიონატიდან კი გავარდა, მაგრამ იქაური მედია არ შერცხვა, "მოსკოვკი კომსომოლეცმა" პირველ გვერდზე ნაკრებელთა ფოტოს მყვირალა სათაურიც უთავაზა: Уроды!!!

და, საითკენ მივდივართ ჩვენ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რამაზ შენგელიას გოლები

რამაზ შენგელიას გარდაცვალებას რუსული მედია ეხმაურება

vasiko basiladze
თანაუგრძნობ რამაზის ოჯახს,ესეთი ფორვარდი სადღაა დღეს არამარტო საქართველოში მსოფლიოშიც თითზე ჩამოსათვლელია,მას თავისებური ნიჭი ქონდა და ისეთი ალღო რომელიც არ ისწავლება,ღმერთით და ბუნებით იყო ნაღდი თავდამსხმელი,ჩვენ ეხლანდელ ფედერაციას რაც შეეხება სულ ვამბობდი და ეხლაც ვიტყვი ესენი დროზე უნდა წავიდნენ ამათმა ფეხბურთი არ იციან
mimino
ბლოხინზე მეტი ერთ რომელიმე სეზონში ბევრს აქვს გატანილი,მაგრამ არასტაბილურად.ბლოხინზე ძლიერი გოლეადორი სსრკ-ს არჰყოლია
გოგებაშვილი
დევიდ! წერა-კითხვა ისწავლე! ,იზავ, კი არა 'იზამ'!
ig
თანავუგრძნობ ქართულ სპორტს
დევიდ აირონს
ყოჩაღ ბატონო დავით! კარგი სტატიაა... მაგრამ ვინ გვისმენს? ასეთი უმსგავსობა, არც "მხედრიონის" მიერ კარის ძელებთან დაყენებული "БТР"-ების დროს არ იყო... ახლა ჩემპიონ(ებ)ს "არიოლ-რეშკათი" ვავლენთ, დებულებას კი "SMS"-ებით ვცვლით... ტექნიკა წინ წავიდა, რას იზავ... ვაი ჩვენს დღეს!!! მკვდარია ქართული ფეხბურთი...მკვდარი! იცით რა საერთო აქვთ ძვირფას მანქანებს და ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებს? საჭეს იქაც და აქაც წევრები მართავენ!... (სიტყვა "წევრები" რუსულად!)...
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა