"დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონი მარია შარაპოვა გარდა ამისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, ათასგვარი საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე გახლავთ.

"დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონი მარია შარაპოვა გარდა ამისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, ათასგვარი საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე გახლავთ.

ასე მაგალითად, გასულ კვირას მარიამ საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიუძღვნა თავი. შარაპოვამ ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანთან და პოპულარულ მსახიობ ანტონიო ბანდერასთან ერთად მონაწილოება მიიღო გაერთიანებული ერების სესიაში, რომლის დღის წესრიგი იყო მთელს მსოფლიოში შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ ათწლიანი პროგრამა. ასევე განხილულ იქნა მესამე სამყაროს ქვეყნებში შობადობის გაზრდისა და უნივერსალური დაწყებითი განათლების საკითხები.

რამდენიმე დღით ადრე, მარიამ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში, რომლის მიზანი იყო ცენტრ Golden Heart Ranch-ის მშენებლობისთვის თანხის შეგროვება. ამ სახლში ის ბავშვები იცხოვრებენ, რომლებსაც სპეციალური დახმარება სჭირდებათ. ღონისძიების მონაწილეები, რომელთა შორის იყო მარიას ბოიფრენდი, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი საშა ვუიაჩიჩი, ორ გუნდად გაიყვნენ. მათ ბანქოსა და მინიშნებების დახმარებით დამალული პრიზი უნდა ეპოვნათ. შარაპოვას გუნდი დამარცხდა. საბოლოოდ, ბავშვთა ცენტრისთვის მარიამ და სხვა ცნობილმა მონაწილეებმა 40 ათასი დოლარი შეაგროვეს.

შარაპოვას არ ჩამორჩა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, სკანდინავიელი გარკვეული ხანი ნიუ იორკში დარჩა. ამის მიზეზი გახდა რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა.

მაგალითად, დანიელის შრომის იარაღი - Babolat-ის ფირმის ჩოგანი უახლოეს ხანში აუქციონზე გაიყიდება. მისგან შემოსული თანხა მსახიობ შონ პენის მიერ დაარსებულ ფონდში გადაირიცხება და ჰაიტიში მიწისძვრით დაზარალებულებს მოხმარდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე