ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი

ეს იყო მეოთხედფინალი, რომელსაც ყველა ელოდა და რა? ნეიტრალურ გულშემატკივრებს ეს შეხვედრა იმედს გაუცრუებდა, ფრანგებს სასოს წარკვეთდა, ხოლო სპეციალისტებს საღერღელს აუშლიდა.

თამაშს განსაკუთრებით ჩვენში უყურებდნენ დიდი ენთუზიაზმით, ესპანეთი და საფრანგეთი ხომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები არიან.

მოკლედ, სანახაობა არ შედგა და ამაში უპირობოდ და ლამის უსისხლოდ გამარჯვებული ესპანეთია დამნაშავე.

სახეშეცვლილი "ფურია როხა" კი აგრძელებს უცნაურ შტურმს მორიგი ტიტულისთვის. შემდეგი გაჩერება ისევ დონეცკი, 27 ივნისი, მეტოქედ კი კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია...

რეაქციები

ვისენტე დელ ბოსკე:

"არ მივიჩნევ, რომ დაუმსახურებლად მოვიგეთ - მეტოქემ ჩვენს კარში მხოლოდ ერთხელ შეძლო დარტყმა 90 წუთის განმავლობაში და ერთი საგოლე შანსიც არ ჰქონია.

ჩვენ მაინც ველოდით, რომ საფრანგეთი დაცვიდან ააწყობდა თამაშის სტრატეგიას. ეს ასეც აღმოჩნდა, თუმცა პირველმა გოლმა საქმე გაგვიიოლა. ამის შემდეგ მიზნის მიღწევა აღარ გაგვჭირვებია.

როცა ცენტრფორვარდით თამაშობ, უფრო ღრმად იჭრები მეტოქის ზურგში, მაგრამ ჩვენ გვსურდა მეტი ინტენსივობა, მეტი ბურთის ფლობა, დომინაცია, რათა მეტი შანსი შეგვექმნა. ეს არ იყო უფორვარდოდ თამაში, არამედ სამი შემტევით - ინიესტა, ფაბრეგასი და სილვა. რა თქმა უნდა, მათ მეტი დახმარება ესაჭიროებოდათ ზურგიდან. მარცხენა ფლანგზე ძლიერად ვითამაშეთ, რაც ალბას და ინიესტას დამსახურებაა.

ბოლოსკენ საფრანგეთს აღარ ჰქონდა შემორჩენილი ძალები, ერთიანი ფრონტით შემოეტია, მაგრამ მათ ჰყავდათ რიბერი და ბენზემა. ასე რომ, ერთი წუთითაც არ მოვდუნებულვართ".

ლორან ბლანი:

"წაგებული თამაშის შემდეგ ყოველთვის იმედგაცრუებული ხარ, მით უფრო, რომ ევროპის ჩემპიონატიდან გავვარდით.

ესპანელთა თამაშები რომ განვიხილეთ, დავრწმუნდით, რომ მარცხნიდან ძალიან უტევდნენ. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება შემადგენლობაში.

ყველაზე ცუდი, რაც დაგვემართა, მალე გაშვებული ბურთია და ისიც ამ ფრთიდან. სულ ერთხელ ჩავაწოდებინეთ მათ ამ ფლანგიდან და გაგვიტანეს. პირველ ტაიმში 0:0 რომ შეგვენარჩუნებინა, მეორე ტაიმში სულ სხვა თამაშს ნახავდით.

მეტოქე დიდებული გუნდია. სასირცხვილო არაფერია, უკეთესმა გუნდმა მოგვიგო. უბრალოდ, გული მწყდება, როგორ გავუშვით პირველი გოლი.

ვფიქრობ, მათ ჩვენი შიში ჰქონდათ, განსაკუთრებით - შემტევების. უახლოეს დღეებში მთელ მატჩს დეტალებში გავაანალიზებ".

ტაქტიკა/სტრატეგია

ბურთის და სიტუაციის კონტროლის პერსპექტივამ ვისენტე დელ ბოსკე ისე გაიტაცა, რომ შეძლებოდა, დაცვიდანაც მოხსნიდა ერთ კაცს და კიდევ ერთ კრეატიულ შუახაზელს შემოიყვანდა.

არ ვიცით, რისი ბრალია ეს? შესაძლოა, იმისი, რომ დავიდ ვილია არ არის, ფერნანდო ტორესი მოისუსტებს, ფერნანდო ლორენტე კი სულ სხვა ყაიდის ფეხბურთელია.

მოკლედ, ამ ტურნირზე მეორედ სასტარტო შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრებს ცენტრფორვარდი არ ჰყოლია.

ლორან ბლანმა თავადვე აღიარა, რომ ესპანელთა ძლიერი მარცხენა ფრთის (ალბა, ინიესტა) განეიტრალება სურდა. ამიტომაც დებიუშის უკან კიდევ ერთი მარჯვენა მცველი რევეიერი დაუყენა. საბოლოო ჯამში როგორ გაამართლა ამ ექსპერიმენტმა, იქიდანაც ჩანს, რომ ესპანელთა ერთადერთი გოლი ღია თამაშიდან, ამ ფლანგიდან მახვილგონივრულ ჩაწოდებას მოჰყვა.

ჩვენი აზრით, ბლანმა არა მხოლოდ ტაქტიკა და სტრატეგია, არამედ შემადგენლობაც ვერ გამოიცნო.

საუკეთესო ფეხბურთელი

ჩაბი ალონსო (ესპანეთი)

ბასკს დიდი დღე ჰქონდა, ის მე-100 მატჩს მართავდა ეროვნულ ნაკრებში და იუბილე "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა დუბლით აღნიშნა - ჯერ თავით ვარდნაში გაიტანა, ბოლო წუთზე კი პენალტიც აუღელვებლად შეასრულა.

გოლების გარდა, მან თამაშითაც უნაკლოდ იშრომა.

ფეხბურთელი-იმედგაცრუება

ანტონი რევეიერი (საფრანგეთი)

პირველად გამოჩნდა ევრო 2012-ზე. წინ ვერ ერთვებოდა შეტევებში, პენალტიც მან "აიკიდა".

მსაჯი

ნიკოლა რიცოლიმ ერთხელ ფაბრეგასთან ფრანგი მცველის ბრძოლისას არ დადო პენალტი და, ვფიქრობთ, მართალიც იყო.

მეორე ეპიზოდი პედროს შემთხვევაში უფრო დამაჯერებელი იყო და იტალიელმაც ნიშნულზე მიუთითა. სხვა მხრივ, მას ბევრი საქმე არც ჰქონია.

მწვრთნელების დუელი

ლორან ბლანმა ვისენტე დელ ბოსკესთან დუელი წააგო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ დელ ბოსკეს გუნდი ობიექტურად უკეთესი იყო. თუმცა ფეხბურთელთა იმ კატეგორიით, რაც ბლანს არსენალში ჰყავდა, უფრო კრეატიული იდეის მოფიქრება შეიძლებოდა, ვიდრე გაორებული მარჯვენა მცველი იყო.

ბლანმა ვერ შეძლო მთავარი - ფრანგთა გუნდში შემართება არ იგრძნობოდა, არ იყო ის თავდადება, რაც თუნდაც ხორვატებმა გამოავლინეს ესპანელთა მატჩში.

მოკლედ, ბლანმა სათანადოდ ვერ განაწყო გუნდი ესპანელებთან მატჩისთვის, რისთვისაც დაისაჯა კიდევაც.

რაც შეეხება დელ ბოსკეს, ის რაღაც სახიფათო პარტიას თამაშობს ამ ჩემპიონატში, მაგრამ ჯერჯერობით დუელს დუელზე იგებს.

ანალიზი

ესპანელთა 11-ეულმა დელ ბოსკეს მთავარი მითითება აასრულა, ბურთი და სიტუაცია აკონტროლა, მაქსიმალურად შეუზღუდა მეტოქეს საგოლე მომენტების შექმნის წინაპირობები, სიფრთხილით ითამაშა დაცვაში და დროულად გაიტანა გოლი.

და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, სწორედ ასე 10-იანზე შესრულებული დავალების გამო არ გამოვიდა თამაში თვალსასეირო.

ესპანეთის ნაკრები იმდენად ძლიერი გამოდგა მეტოქეზე, რომ ბურთის კონტროლით, მოკლე და გრძელი პასებით "მოკლა" თამაშის ტემპი და მეტოქის თვითრწმენაც და ეს "ფურია როხამ" გააკეთა მიზანმიმართულად!

ფლანგებს რაც შეეხება, კი ბატონო, ბლანის გეგმის ერთ-ერთი შედეგი ისიც იყო, რომ ინიესტა ისე ვერ აქტიურობდა იქიდან, მაგრამ ამას მოჰყვა ალბას კარგი თამაში - ვალენსიელი მარტოც გაუმკლავდა პრობლემას. სამაგიეროდ, ინიესტას ცენტრისკენ შეწევის და იქ რიცხობრივი უპირატესობის შანსი გაუჩნდა.

პირიქითა ფლანგზე კი თითქოს ფრანგებს უპირატესობა უნდა ჰქონოდათ, რიბერი იქით იყო და ბენზემასაც უყვარს მარცხნიდან შეტევა, მაგრამ რეალობაში ეს არ აისახა. ალვარო არბელოა დავალებას კარგად გაუმკლავდა. ცოტა შეტევებისთვის ვეღარ იცლიდა, თორემ საფრთხეს მოერია.

როდემდე გაგრძელდება ეს, ვერ ვიტყვით. არის პორტუგალია ის ნაკრები, რომ დელ ბოსკემ გეგმიდან გადაუხვიოს?

დასკვნა

ესპანეთის ნაკრების თამაშს სპეციალისტთა ნაწილმა მოსაწყენი უწოდა, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც მათ არ გაუთვალისწინებიათ: ვისენტე დელ ბოსკეს ბიჭების თამაშის ამ სტილის გაკრიტიკება იოლია, აი, მათი მოედანზე შეჩერება კი - ძალიან ძნელი...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი

23.06. დონეცკი. დონბას არენა

ესპანეთი-საფრანგეთი 2:0 (იხილეთ ვიდეო)

ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა (65. პედრო), ფაბრეგასი (67. ტორესი), ინიესტა (84. კასორლა).

საფრანგეთი (4-5-1): ლორისი - რევეიერი, რამი, კოშელნი, კლიში - დებიუში (64. მენეზი), კაბაი, მ'ვილა (79. ჟირუ), მალუდა (65. ნასრი), რიბერი - ბენზემა.

გოლები: 1:0 ჩაბი ალონსო (19), 2:0 ჩაბი ალონსო (90-პენ)

გაფრთხილება: სერხიო რამოსი - კაბაი, მენეზი

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 6-11; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 9-4 (5-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 47 000

რატომ უწოდეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდს მოსაწყენი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უშანგი
ესპანელების ამ სტილს თამაშს ნამდვილად ვერ ვუწოდებ - უფრო ფეხბურთის არტისტულ მკვლელობას. საერთოდ არტისტული მკვლელობა სწორედ ესპანელების მოგონილია - კორიდა გაიხსენეთ. თუმცა, ეს გუნდი უმაღლესი დონის ქილერია...
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"