ევრო 2012-მა ესპანური ლა ლიგა მეორე პლანზე გადასწია, თუმცა სიახლეები მაინც არის
ევრო 2012-მა ესპანური ლა ლიგა მეორე პლანზე გადასწია, მით უფრო, რომ "ფურია როხა" წარმატებით აგრძელებს ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას. და მაინც, სიახლეები ლა ლიგაში არის და მათზე ქვემოთ შევაჩერებთ ყურადღებას.

ჯერჯერობით ოთხი ახალი ცოცხი

18 აგვისტოს რიგით 82-ე ჩემპიონატი აიღებს სტარტს და გუნდების მეხუთედს ახალი დამრიგებელი ეყოლება.

მეორეადგილოსანი "ბარსელონა" ჩემპიონობის დასაბრუნებლად "რეალს" ბრძოლას ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით გაუმართავს.

მესამეადგილოსანი "ვალენსია" კი ახლა არგენტინელი მაურისიო პელეგრინოს გუნდია. 14 ივნისს დაინიშნა ახალი მწვრთნელი "რაიო ვალეკანოში" - პაკო ხემესი. 42 წლის ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც 21 მატჩი გაუმართავს ეროვნულ ნაკრებში.

ხემესი "კორდობას" ხელმძღვანელობდა, ახლა კი ხოსე რამონ სანდოვალს შეცვლის მადრიდულ კლუბში, რომელსაც "ელვებმა" აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი. ოთხი დღის შემდეგ "გრანადამაც" გამოაცხადა აბელ რესინოს შემცვლელი, ხუან ანტონიო ანკელა, "ალკორკონის" 54 წლის ყოფილი თავკაცი.

არგენტინელთა ოქროს თაობის წევრი ესპანიოლში

სიახლეა ბარსელონურ "ესპანიოლში", მაურისიო პოჩეტინიომ გუნდში კიდევ ერთი თანამემამულე აიყვანა - 31 წლის ცენტრალური მცველი დიეგო კოლოტო.

"მოვედი აქ, რათა გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი, გავიღო ყველაფერი გუნდისთვის და გავიტანო გოლები", - ამბობს ვეტერანი მცველი, რომელსაც მართლა ეხერხება გოლების გატანა. კოლოტო "ესპანიოლის" პირველი შენაძენია. მას იტალიური პასპორტი აქვს. ასე რომ, არაევროკავშირელად არ ითვლება.

"ესპანიოლთან" ხელშეკრულება არგენტინელმა 3 წლით გააფორმა. "ესპანიოლი" ბოლო დღეებში დიდად იყო დაინტერესებული ჩემი აყვანით. მას მერე, რაც კარგად შევისწავლე მათი პროექტი, შესაძლებლობას სიხარულით დავთანხმდი", - განაცხადა კოლოტომ "ესპანიოლის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

დიეგო კოლოტო 2008 წლიდან "დეპორტივოში" თამაშობდა. მან გუნდს სეგუნდაშიც უერთგულა, თუმცა ახლა "ესპანიოლში" გადასვლა გადაწყვიტა, გალისიურ კლუბთან კი მას ხელშეკრულება აღარ აკავშირებდა:

"დეპორტივო" ჩემს გულში მარად რჩება. ამ გუნდმა მომცა შანსი, ევროპულ ტურნირებზე გამოვსულიყავი.

ძალიან ძნელი იყო "დეპორის" დატოვება, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მივიღე", - აცხადებს არგენტინელი. შეგახსენებთ, რომ სწორედ დიეგო კოლოტო იყო 2001 წლის 20-წლამდელთა მუნდიალის არგენტინის ნაკრების უცვლელი წევრი და ფინალში ხავიერ სავიოლასთან და მაქსი როდრიგესთან ერთად გოლი განელთა კარში მანაც გაიტანა (ანგარიში გახსნა).

მაინსიც და შერისხული ბენიტესიც

"გრანადას" კიდევ ერთხელ ვახსენებთ - დიეგო მაინსი ისევ "გრანადაში" ითამაშებს. კლუბმა-პარტნიორებმა, "გრანადამ" და იტალიურმა "უდინეზემ" მიაღწიეს შეთანხმებას და მაინსმა 2013 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება ანდალუსიურ კლუბთან.

ოთხი წელიწადია, 29 წლის მაინსი "უდინეზეს" ეკუთვნის, მაგრამ ცენტრალური მცველი იჯარით "გრანადაში" თამაშობს. შარშან მან ტრავმების გამო სეზონის ნახევარი გამოტოვა, თუმცა თავი "კამპ ნოუზე" გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

ამასობაში "უდინეზე" და "გრანადა" შეთანხმდნენ, რომ დანი ბენიტესი კიდევ ერთ სეზონს გაატარებს იჯარით ანდალუსიაში. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ბენიტესი "რეალთან" მატჩში კარლოს კლოს გომესისთვის სახეში ბოთლის გარტყმისთვის 3 თვით არის დისკვალიფიცირებული.

მიუხედავად ამისა, ბენიტესი იმდენად ერთგულია გუნდის (ჯერ კიდევ რანგით მესამე დივიზიონიდან მოყვება "გრანადას"), რომ მას კვლავ ენდნენ.

სხვადასხვა

სხვა სიახლეებზე მოკლედ ვიტყვით: "ლევანტემ" თავისუფალი აგენტების ბაზრიდან აიყვანა "ლეჩეს" ყოფილი ფეხბურთელი ანხელ როდრიგესი. გასულ სეზონში ანხელმა სეგუნდაში 39 თამაშში 13 გოლი გაიტანა.

"ოსასუნას" ფეხბურთელი სერხიო ფერნანდესი სეგუნდაში გავარდნილ "სპორტინგს" დაუბრუნდა.

სამაგიეროდ, "ოსასუნას" ფეხბურთელი სისინიო გონსალეს მარტინესი, მოკლედ კი სისი, გახდა, რომელიც "ვალიადოლიდში" თამაშობდა.

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

15 ივნისი ლუის პერეა (კოლ) ატლეტიკო კრუს ასული თავ. აგენტი

15 ივნისი ანხელ როდრიგესი ელჩე ლევანტე თავ. აგენტი

15 ივნისი კატა დიასი (არგ) ხეტაფე ატლეტიკო 1 მლნ. ევრო

16 ივნისი ანხელ დეალბერტი ვალენსია ყუბანი თავ. აგენტი

16 ივნისი ჯეფერსონ მონტერო (კოლ) ვილიარეალი მორელია 3 მლნ ევრო

18 ივნისი ნეუსეტ ელამენი ვალიადოლ. ლას პალმასი თავ. აგენტი

20 ივნისი ალან ნიომი (საფრ) უდინეზე გრანადა იჯარა

20 ივნისი სერხიო ფერნანდესი ოსასუნა სპორტინგი თავ. აგენტი

20 ივნისი სისი ვალიადოლიდი ოსასუნა თავ. აგენტი

20 ივნისი დიეგო მაინსი უდინეზე გრანადა იჯარა

20 ივნისი დანი ბენიტესი უდინეზე გრანადა იჯარა

22 ივნისი იოან მოლო (საფრ) გრანადა ნანსი 2 მლნ ევრო

22 ივნისი დიეგო კოლოტო (არგ) დეპორტივო ესპანიოლი თავ. აგენტი

23 ივნისი მარვინ ოგუნჯიმი (ბელგ) მალიორკა სტანდარდი იჯარა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა