"რომამ" 21 წლის ფორვარდის გამოსყიდვა დაისახა მიზნად და თუ იტალიურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, მიზანს მიაღწია
გასული სეზონი ფაბიო ბორინიმ "რომას" შემადგენლობაში გაატარა, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებების ნახევარს "პარმა" ფლობდა.

დედაქალაქელებმა 21 წლის ფორვარდის გამოსყიდვა დაისახეს მიზნად და თუ იტალიურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, მიზანს მიაღწიეს. კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბორინი სრულფასოვანი რომაელია.

აპენინური პრესის ცნობით, ახალგაზრდა თავდამსხმელის სანაცვლოდ რომაული კლუბის მესვეურებმა 4.9 მილიონი ევრო გაიღეს და მასთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. აქვე გამცნობთ, რომ ფაბიომ "რომას" შემადგენლობაში 26 მატჩი გამართა და 10 გოლი გაიტანა, რაც სადებიუტო სეზონისთვის შესანიშნავი შედეგია; მისი კარგი გარჯა არც ჩეზარე პრანდელის დარჩენია შეუმჩნეველი და ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა.

ამასობაში, "ლაციოს" მესვეურები გააქტიურდნენ და ამ ზაფხულს, პირველი ნაბიჯი გადადგეს გაძლიერებისკენ. მიღწეულია შეთანხმება "ტრაბზონსფორთან" და გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან "ბიანკოჩელესტეს" ღირსებას ბურაქ ილმაზი დაიცავს.

26 წლის ფორვარდს "ტრაბზონსფორის" შემადგენლობაში 75 მატჩი აქვს ჩატარებული და 55 გოლი შეგდებული, რაც ფანტასტიკური შედეგია.

თურქი ფორვარდის გადაბირება არაერთ გუნდს სურდა, ყველაზე მეტად კი "ტოტენჰემი" და "ფულჰემი" აქტიურობდნენ, მაგრამ ყველას "ლაციომ" დაასწრო და ფორვარდს 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რა ფასად გადაიბირეს ილმაზი რომაელებმა, თუმცა ის უკვე ვიცით, რომ წლიურ გასამრჯელოდ ფეხბურთელი 2.5 მილიონ ევროს აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად