"სტრასბური" მისმა მესაკუთრე ფრედერიკ სიტერლემ სიმბოლურ ფასად - ერთ ევროდ გაყიდა
საფრანგეთის ჩემპიონი (1979), თასის გათამაშების სამგზის გამარჯვებული (1951, 1966, 2001), ლიგის თასის ორგზის მფლობელი (1997, 2005) "სტრასბური" მისმა მესაკუთრე ფრედერიკ სიტერლემ სიმბოლურ ფასად - ერთ ევროდ გაყიდა.

კლუბის პატრონაჟი თავის თავზე აიღეს "სტრასბურის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ კელერმა და მისმა მეგობარმა ბიზნესმენებმა.

კლუბი სულ რაღაც 4 წლის წინ ფრანგული ფეხბურთის ელიტური ლიგის მონაწილე გახლდათ, მაგრამ მას მერე ძალიან მძიმე დროება დაუდგა. უშუალოდ სპორტული წარუმატებლობების წინაპირობა უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა გახდა. კლუბი ქვედა ლიგებში დაეშვა და პროფესიული საფეხბურთო კლუბის სტატუსი დაკარგა.

გასული წლის შემოდგომაზე კი მას გაკოტრების რეალური საფრთხე დაემუქრა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მოლაპარაკებები "სტრასბურის" შესაძენად. პროცესი მოულოდენლად ძალიან გაიწელა და მისთვის საბოლოოდ ბეჭდის დასმა მხოლოდ 21 ივნისს გახდა შესაძლებელი.

ახალი მეპატრონეები კლუბის აღორძინებას ისახავენ მიზნად. პირველ ეტაპზე ისინი ვალების გასტუმრებას გეგმავენ, რის გამოც მეხუთე დივიზიონში გამარჯვების მიუხედავად საფეხბურთო ლიგა მას მეოთხეში აღზევების უფლებას არ აძლევს.

ამ ეტაპზე "სტასბურის" საერთო დავალიანება 1,5 მილიონ ევროს აღწევს. მას მერე, რაც კრედიტორები სრულად დაკმაყოფილდებიან, გუნდის მშენებლობისა და საკლუბო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ეტაპობრივად დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად