ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვისი თავი დაგორდება პირველი ესპანეთში?

ვისი თავი დაგორდება პირველი ესპანეთში?

ესპანური პირველობა სულ 4 ტურის დაწყებულია, მაგრამ უკვე აქტუალური გახდა კითხვა - რომელი მწვრთნელის თავი დაგორდება პირველი? ესპანური მედია, კერძოდ კი "დიარიო AS" მიიჩნევს, რომ ყველას, შესაძლოა...

მწვრთნელთა დოღში ხუანმა ლილო დაწინაურდა

ესპანური პირველობა სულ 4 ტურის დაწყებულია, მაგრამ უკვე აქტუალური გახდა კითხვა - რომელი მწვრთნელის თავი დაგორდება პირველი? ესპანური მედია, კერძოდ კი "დიარიო AS" მიიჩნევს, რომ ყველას, შესაძლოა, "ალმერიას" თავკაცმა ხუან მანუელ ლილო დიესმა "დაასწროს". გუნდის სტარტით უკმაყოფილო ხელმძღვანელობა გუშინ შეიკრიბა მწვრთნელის მომავლის სამსჯელოდ. კლუბის პრეზიდენტი ალფონსო გარსია ძალზე უკმაყოფილოა შედეგებით, ასევე თამაშის იმ სტილით, რასაც ანდალუსიური გუნდი სთავაზობს გულშემატკივრებს. პრეზიდენტი ეჭვქვეშ აყენებს ლილოს სავარჯიშო მეთოდების მართებულობასაც. საბოლოოდ კი "ალმერიას" ბოსები შეთანხმდნენ, რომ ხუანმა ლილოს ერთი შანსი კიდევ მისცენ, მაგრამ, თუკი "ალმერია" სტუმრადაც წააგებს ამ უქმეებზე "დეპორტივოს" წინააღმდეგ, მწვრთნელს თანამდებობას დაატოვებინებენ.

"ალმერიას" 4 ტურის შემდეგ სულ რაღაც 2 ქულა აქვს და მხოლოდ "სარაგოსასთან" გოლთა ბალანსის უკეთესი მაჩვენებლით არ არის ბოლო ადგილზე. ხუანმა ლილო სულ რამდენიმე თვეა "ალმერიას" თავკაცი, მან ანდალუსიური გუნდი დეკემბერში ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც მექსიკელი უგო სანჩესი მოხსნეს. ახლა 44 წლის სპეციალისტის ბედი კვირას "რიასორზე" გადაწყდება.

ხუანმა ლილო სხვა სპეციალისტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მას არასოდეს უთამაშია ფეხბურთი, ხოლო მწვრთნელობას ხელი... თინეიჯერობის ასაკში მოკიდა! ის 16 წლის იყო, როცა მშობლიური ქალაქის, ტოლოსას "ამაროზის" მთავარი მწვრთნელი გახდა და საქმეს ისე კარგად გაუძღვა, რომ 20 წლის ასაკში ტერსერა დივიზიონის კლუბ "ტოლოსაში" გადაიყვანეს.

ბასკი სპეციალისტი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პრიმერა დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი გახდა - ის ჯერ 30 წლისაც არ იყო, როცა "სალამანკას" წვრთნიდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლილოს იმდენად მდიდარი სამწვრთნელო კარიერა აქვს, რომ უკვე ორჯერ მოასწრო მწვრთნელობის დანებება (ხან კომენტატორობდა, ხან პრესაში სვეტებს წერდა) და ისევ დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...