მადრიდელები მზად არიან, 28 წლის სკანდალისტს ზუსტად ის ხელფასი გადაუხადონ, რასაც ის ინგლისში იღებს

როგორც ბრიტანული გამოცემა "სანი" იუწყება, მადრიდის "რეალი" უახლოეს დღეებში გეგმავს სენსაციური ტრანსფერის განხორციელებას და "მანჩესტერ სიტიდან" კარლოს ტევესის 20 მილიონ ფუნტად (24,9 მლნ ევრო) გადაბირებას.

წყარო ამტკიცებს, რომ "ქალაქელები" მოლაპარაკებას იოლად დათანხმდებიან, მაგრამ სატრანსფერო თანხის გაზრდას აუცილებლად შეეცდებიან.

მადრიდელები მზად არიან, 28 წლის სკანდალისტს ზუსტად ის ხელფასი გადაუხადონ, რასაც ის ინგლისში იღებს - კვირაში 200 ათასი ფუნტი (250 ათასი ევრო).

"დეილი მეილი" კი ირწმუნება, რომ ტევესში აღებულ ფულს კლუბი რობინ ვან პერსის ტრანსფერის დასაფინანსებლად მიმართავს. პირველ ეტაპზე "არსენალს" 15 მილიონის ნაცვლად 20 მილიონს შესთავაზებენ, რაც, წესით, საკმარისი უნდა იყოს ჰოლანდიელის შესაძენად.

"რეალი" "ქალაქელების" მეორე ვარსკვლავითაც არის დაინტერესებული - ლაპარაკია დავიდ სილვაზე. იმისთვის, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა სამშობლოში დაბრუნებაზე ნაკლებად იფიქროს, კლუბი მზადაა, მას ხელფასი კიდევ უფრო გაუზარდოს.

ამჟამად ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 11 მილიონი ევროა. "დეილი სტარის" მტკიცებით, "სიტი" ამ თანხას 12,9 მილიონამდე გაზრდის და სილვას ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად