ეროვნული ჩემპიონატის VII ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართება, სადაც "ვიტ ჯორჯია" "ტორპედოს" უმასპინძლებს. ქუთაისური კლუბი დღემდე მოუგებელია და მისი წევრები ნავსის გატეხას დღეს აპირებენ. თავის მხრივ, მხოლოდ გამარჯვებას ისახავენ მიზნად ჯორჯიელებიც, რომლებიც ბოლო ტურებში შედეგიანად თამაშობენ. "ლელო" ტურის მატჩის წინ ვეტერინართა ფორვარდ ბესიკ ჩიმაკაძეს გაესაუბრა.

- გასული სეზონისგან განსხვავებით, ახლა უკვე "ვიტ ჯორჯიას" ძირითადი ფეხბურთელი ხართ...

- გუნდიდან ორი თავდამსხმელი წავიდა და ძირითადი შემადგენლობისკენ გზა გამეხსნა... თუმცა გუნდში სხვა ძლიერი ფორვარდებიც არიან და მოედანზე გასვლის უფლება უპირველეს ყოვლისა, დიდი შრომის ფასად მოვიპოვე. თუმცა მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელობით კმაყოფილი ვერ ვიქნები. თავდამსხმელის მთავარი მოვალეობა გოლია, ამ სეზონში კი ჯერ არ გამიტანია. ვიმედოვნებ, რომ ნავსს "ტორპედოსთან" მატჩში გავტეხავ. ბუნებრივია, მთავარი გუნდის გამარჯვებაა, მაგრამ თუ ამაში წვლილს ჩემი გოლითაც შევიტან, ორმაგად ბედნიერი ვიქნები.

- საგოლე ანგარიშის გახსნა გასულ ტურში, "სპარტაკთან" შეხვედრაშიც შეგეძლოთ.

- სამწუხაროდ, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გავიტანე. კიდევ კარგი, ჩვენმა უპირატესობამ შედეგი მაინც გამოიღო და "სპარტაკთან" დამსახურებულად გავიმარჯვეთ. იმედი მაქვს, ჩემი უიღბლობაც მალე დასრულდება. მთავარია, რომ თავს ჯანმრთელად ვგრძნობ და ოპტიმალურ ფორმაშიც მალე შევალ. მოხარული ვარ, რომ "ვიტ ჯორჯიაში" გადასვლით ჩემი ხანგრძლივი უიღბლო პერიოდი დასრულდა.

- როგორი ტაქტიკით აპირებს "ვიტ ჯორჯია" "ტორპედოს" წინააღმდეგ თამაშს?

- ჩვენს ჩვეულ სტილში, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და აქცენტს სწრაფ გოლზე გავაკეთებთ. თუ ეს შევძელით, გამარჯვების დიდი შანსიც გვექნება. ისიც უდავოა, რომ მძიმე მატჩი გველის. "ტორპედოს" ჩემპიონატში ჯერ თამაში არ მოუგია და უდიდესი შემართებით ითამაშებს, მაგრამ ჩემი გუნდის წარმატებაში დარწმუნებული ვარ.

- შედეგებითაც და თამაშის ხარისხითაც, "ვიტ ჯორჯიას" პროგრესი აშკარაა...

- ნამდვილად ასეა, ბევრს ვშრომობთ და მზად ვართ, ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. მჯერა, მალე კიდევ უფრო შედეგიანად და ხარისხიანად ავთამაშდებით. ევროთასების საგზურის მოპოვების ძალა რეალურად შეგვწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"