25 ივნისს ქალების ბადეშიც მოიძებნებოდა ერთი ცენტრალური შეხვედრა

25 ივნისს ქალების ბადეშიც მოიძებნებოდა ერთი ცენტრალური შეხვედრა - მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი უპირისპირდებოდა ერთმანეთს: ელენა იანკოვიჩი კიმ კლაისტერსის წინააღმდეგ.

ბელგიელი ბოლო ექვს წელიწადში მხოლოდ მეორედ თამაშობს უიმბლდონზე. წლევანდელი გამოსვლა კიმისთვის განსაკუთრებულია, რადგან ის ბოლოჯერ თამაშობს ამ ტურნირზე. ცნობილია, რომ კლაისტერსი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ საბოლოოდ მიდის დიდი სპორტიდან.

იმასაც შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჰერტოგენბოშის ტურნირზე, ბელგიელმა მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო და უიმბლდონზე მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ მან მოასწრო გამოჯანმრთელება და გუშინ პრობლემა არ შექმნია იანკოვიჩის წინააღმდეგ. პრინციპში, ეს არც იყო გასაკვირი - ურთიერთშეხვედრებში ბელგიელი სერბს 7:1-ს უგებდა.

პირველი სეტის 6:2 მოგების შემდეგ, მეორე პარტიაში ელენამ ბრძოლა შესთავაზა მეტოქეს. იანკოვიჩს საქმე ტაი-ბრეიკამდე მიჰყავდა, მაგრამ 4:5-ზე საკუთარი გეიმი ნულზე წააგო და ორ სეტში დამარცხდა.

საათსა და 21 წუთში ბელგიელმა ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი მხოლოდ ერთი საკუთარი გეიმი დათმო. ასევე, მის ანგარიშზე იყო ორი ეისი, ექვსი ორმაგი შეცდომა, 20 "ვინერსი", 12 უნებლიე შეცდომა.

როლან გაროსზე ტრიუმფის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ. ჩვენ ტურნირისწინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ, რომ მარიას ავსტრალიელი ანასტასია როდიონოვას სახით სერიოზული მეტოქე ერგო. ეს დამტკიცდა კიდეც, როცა როდიონოვამ თითო სეტში თითო გეიმი აიღო, მაგრამ შარაპოვამ ხუთი ბრეიკი გააკეთა და 6:2, 6:3 მოიგო. მას უფრო დამაჯერებელი ანგარიშის დაფიქსირებაც შეეძლო, მაგრამ 5:1-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა და ავსტრალიელს ზედიზედ ორი გეიმი მოაგებინა.

სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკელი ვენუს უილიამსის კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. ვენუსმა თავის საყვარელ ტურნირზე, რომელიც კარიერაში ხუთჯერ აქვს მოგებული, პირწმინდად წააგო პირველი წრის შეხვედრა რუს ელენა ვესნინასთან - 1:6, 3:6.

უფროს უილიამსს 15 წლის წინ ჰქონდა დებიუტი ამ ტურნირზე და პირველად მოხდა, როცა აქ საწყისი რაუნდი წააგო. სხვათა შორის, ასევე პირველად შეხვდა ის უიმბლდონს განთესვის ნომრის გარეშე. გარდა ამისა, ვენუსს "დიდი სლემის" ტურნირებზე 2006 წლის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული პირველი წრე.

ის, რომ მსოფლიოს 58-ე ჩოგანს ამ მატჩში შანსი არ ჰქონდა, საწყისი ხუთი გეიმის წაგების შემდეგ გამოჩნდა.

ამერიკელმა მხოლოდ 0:5-ზე გაქვითა ანგარიში. მეორე სეტში თავიდან ბრძოლა იყო, მაგრამ 3:2-ზე ვესნინამ მორიგი ბრეიკი გააკეთა, ისევ დაამყარა შეხვედრაზე კონტროლი და აღარ გასჭირვებია მატჩის ლოგიკურ შედეგამდე მიყვანა.

ვენუსმა ბოლო 12 წლის განმავლობაში რვაჯერ ითამაშა უიმბლდონის ფინალი, ბოლო ტიტული კი აქ 2008 წელს მოიგო. სამჯერ ფინალი მან თავის უმცროს დასთან - სერენასთან დათმო.

უილიამსის კარიერის დაღმასვლა შარშან, აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ დაიწყო, როცა ვენუსს იშვიათი ავადმყოფობა დაუდგინეს, რაც ორგანიზმის მოდუნებას იწვევდა. მას შემდეგ ამერიკელმა ვერაფრით მოახერხა ოპტიმალური ფორმის დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა