ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

U20. საქართველო VS იაპონია - "მსოფლიოს ალაფის" ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს

U20. საქართველო VS იაპონია -  "მსოფლიოს ალაფის" ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 26 ივნისს გადამწყვეტ მატჩში იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 26 ივნისს, თბილისის დროით 24 საათზე, სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" ჯგუფური ტურნირის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენმა გუნდმა, იაპონელთა მსგავსად, სტარტზე ორი თამაშიდან ორივე მოიგო, თუმცა ამომავალი მზის ქვეყნის შვილებისგან განსხვავებით, ეს ძალზედ დამაჯერებლად გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ შეხვედრაში კანადელი თანატოლები 31:17 დაამარცხეს. მერე კი ზიმბაბვეს 43:7 სძლიეს.

ჩვენს მომავალ მეტოქეს კი იგივე მოწინააღმდეგეებთან ძალიან გაუჭირდა. იაპონელებმა ორივე მათგანს მხოლოდ სამი ქულის სხვაობით მოუგეს და თანაც ისე, რომ მატჩის ბოლო წუთებამდე გამარჯვებულის ვინაობა გაურკვეველი იყო.

საერთაშორისო რაგბის საბჭოს (IRB) ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" მიმდინარეობას ძალზედ ცუდად აშუქებს, ჯგუფური ტურნირის მომავალ, გადამწყვეტ ბატალიებს სპეციალური წერილი მიუძღვნა სათაურით "გულადი ბიჭები საქართველოს არ ივიწყებენ".

ამ სტატიის მიხედვით, თურმე "გულად ბიჭებად" სოლტ ლეიკ სიტიში იაპონიის ნაკრების მორაგბეები მოუნათლავთ. აი, რას წერს სტატიის ავტორი:

"სწრაფმა და ენერგიულმა იაპონელებმა გამარჯვებას ორივე მატჩში ბოლომდე შეუპოვარი ბრძოლით ბოლო წუთებზე მიაღწიეს. სწორედ ამიტომ ისინი ტურნირზე "გულად ბიჭებად" მონათლეს. ძნელი სათქმელია, რა გავლენას მოახდენს მათზე ეს მძიმე ბრძოლები - ხასიათს უფრო გამოუწრთობს თუ პირიქით, ფიზიკურად გამოფიტავს და ფსიქოლოგიურად გადაღლის. ამას, ცხადია, დრო გვიჩვენებს.

თუმცა იაპონიის ნაკრების მწვრთნელი რუძი აკატაკე, რომლის ნერვებიც იმ ორი შეხვედრისას ყველაზე მეტად დაზარალდა, აცხადებს, რომ ასე რთულად წარმატების მიღწევა მის გუნდს მხოლოდ სარგებლობას მოუტანს.

ვფიქრობ, რომ ამ თამაშებში მიღებული გამოცდილება ფსიქოლოგიურად უფრო გაგვაძლიერებს. მათ უკვე ორჯერ გამოამჟღავნეს მორალური მდგრადობა, მაგრამ იმავდროულად, თუ ეს ყველაფერი მოთამაშეებისთვის კარგი იყო, ჩემი გულისთვის სასარგებლო სულაც არ ყოფილა.

ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ მეტოქეებს ძალიან იოლად ვაძლევდით ჩვენი ჩათვლის მოედანში შეღწევის უფლებას. როგორც ჩანს, მეტი უნდა ვიმუშავოთ დაცვაში თამაშის დახვეწასა და ბოჭვების ხარისხზე. ჩვენი თამაშის ინტენსივობა მთელი მატჩის განმავლობაში უნდა იყოს ასი პროცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება გაგვიჭირდება - თქვა მან.

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელებს კი იმედი აქვთ, რომ მათი გუნდი ტურნირის განმავლობაში სულ უფრო დაიხვეწება. ამ შეჯიბრების დაწყებამდე მათ სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ. ამიტომ პირველ მატჩში გარკვეული ხარვეზები და გადაწყვეტილებების არამრავალფეროვნება შეინიშნებოდა.

ქართველთა შოტლანდიელ თავკაცს, იან სმიტს, უბრალოდ, სურს, რომ მისმა მორაგბეებმა საკუთარ თამაშზე გააკეთონ კონცენტრირება:

სინამდვილეში რა მანერითაც ჩვენი გუნდი ამჟამად თამაშობს, მხოლოდ მოდელია იმისა, რისი მიღწევაც გვსურს. რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებთ, მატჩის მსვლელობისას სრულყოფილად არ გამოგვდის. იმედი მაქვს, რომ ეს მომდევნო თამაშებში გამოსწორდება.

რა არის ჩვენი პრობლემა? ეს სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა. პირველი მატჩთან შედარებით, მეორეში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს ახლოსაც არ არის იმასთან, რასაც თამაშის წინ ვგეგმავთ.

ვფიქრობ, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს. დაცვაში ბიჭები კარგად ირჯებიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მორაგბეები უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ, რაც, ცხადია, ბუნებრივია. ისინი მიხვდნენ, რომ სწორი თამაშით გამარჯვების მიღწევა უფრო იოლია, ვიდრე ეს მანამდე ეგონათ.

ამასობაში მეორე ჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, გარკვეულია. ეს მასპინძელთა, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებია, რომელმაც ორი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ტონგასა და ჩილეს ნაკრებებთან.

ამერიკელებმა ჩილელებს 54:25 მოუგეს და აქედან 34 ქულა ფულბეკმა მედისონ ჰიუზმა მიითვალა. მის ანგარიშზე სამი ლელო, ორი გარდასახვა და ხუთი საჯარიმოა.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ბოლო შეხვედრას აუტსაიდერ რუსეთის გუნდთან გამართავს და, სავარაუდოდ, დაამარცხებს კიდეც. ტონგას ნაკრები კი, რომელიც ტურნირის დაწყებამდე უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა, ჩილეს გუნდს დაუპირისპირდება და საკითხავია, შეძლებს თუ ვერა სამხრეთამერიკული გუნდის ძლევას.

საქართველოს ნაკრები, U-20

პირველი ხაზი: ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი (ორივე-ალბი), არჩილ ბეჟიაშვილი (ყოჩები), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ვაჟა თაგაური (არმაზი), გიორგი ლომთაძე (აია).

მეორე ხაზი: მინდია ელგუჯაური (ბრივი), სანდრო ქოიავა (ლელო), ლაშა ლომიძე (მონპელიე), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები).

მესამე ხაზი: საბა ბერაძე (ხულიგანა), გურამ შენგელია (ჯიქები), ელგუჯა სურგულაძე (ლელო), ბექა მამრიკიშვილი (ჯიქები).

#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).

#10: გიორგი ბასილაია (ხარები), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო).

#12-13: გიგა გაგოშვილი, თამაზ მჭედლიძე (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართპური).

#11-14: ლევან გოგოლაშვილი (არმია), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი).

#15: ბახვა კობახიძე, საბა ნიკოლავა (ორივე-არმია).

A ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. აშშ - 9 ქულა, 2. ტონგა - 5, 3. ჩილე - 5, 4. რუსეთი - 0

B ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1.იაპონია - 10 ქულა, 2. საქართველო - 9, 3. კანადა - 2, 4. ზიმბაბვე - 2.

30 ივნისი

საქართველო-იაპონია, ზიმბაბვე-კანადა, აშშ-რუსეთი, ტონგა-რუსეთი

ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U20. საქართველო-ზიმბაბვე 43:7 - ერთი ნაბიჯი ფინალამდე

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნეკერჩხალი დაბერტყეს

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...