25 ივნისს 22 წლის ჩვენებურმა "დიდი სლემის" ტურნირების ძირითად ბადეში კარიერაში მეორე გამარჯვება იზეიმა

25 ივნისს 22 წლის ანა ტატიშვილმა "დიდი სლემის" ტურნირების ძირითად ბადეში კარიერაში მეორე გამარჯვება იზეიმა და ისევ უიმბლდონზე. ისევე, როგორც შარშან, მან წლეულსაც დაძლია ლონდონური ტურნირის პირველი ბარიერი.

ანას მეტოქე 35 წლის ტაილანდელი ტამარინ ტანასუგარნი (66) იყო. ქართველმა საათსა და ოც წუთში მოიგო ორ სეტში - 6:4, 6:2.

პირველი სეტი ჩვენებურის დიდი უპირატესობით დაიწყო. ის 4:0 გაიჭრა წინ, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორი გეიმი დათმო.

საბოლოოდ მან მაინც მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე. მეორეში, პირიქით, ანამ მძიმედ დაიწყო, მაგრამ 2:2-ზე მეტოქის მოწოდება მოიგო და შემდეგ გეიმიც არ დაუთმია.

მეორე წრეში ტატიშვილი იტალიელ კამილა ჯორჯის (145) ხვდება. 20 წლის იტალიელმა მე-16 ნომრად განთესილი თანამემამულე ფლავია პენეტა (17) ჩამოიცილა გზიდან - 6:4, 6:3.

25 ივნისს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც ტატიშვილმა ერთი საფეხურით დაიხია უკან. ანა 872 ქულით მსოფლიოს 73-ე ჩოგანია.

სხვები: 201 (-1) მაკა ჩახნაშვილი - 304 ქულა; 303 (+5) სოფიო შაფათავა - 170; 423 (-5) სოფიო ქვაცაბაია - 87; 441 (-1) ეკა გორგოძე - 81; 478 (-3) თათია მიქაძე - 69; 703 (-2) ნათია გეგია - 31; 778 (-2) ოქსანა კალაშნიკოვა - 23; 999 (-9) ანი გოგვაძე - 11. ვაჟები: 1 168 (-13) გიორგი ცივაძე - 4 ქულა; 1 487 (-8) ალექსანდრე მეტრეველი - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა