28 ივნისს დანიშნულ შეხვედრაზე ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების დებულებასა და მართვის პროექტს განიხილავენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგის კლუბებთან შეხვედრა 28 ივნისს დანიშნა დამდეგი ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების დებულებისა და მართვის პროექტის განსახილველად.

წინა კვირას "ლელოში" გამოქვეყნდა მართვის პროექტი (იხილეთ ვრცლად), ანუ თუ როგორ უნდა ჩატარდეს უმაღლესი ლიგა, როგორ დაინიშნებიან მსაჯები და დელეგატები, როგორ შეიქმნება კლუბთა საბჭო და ასე შემდეგ.

მართვის პროექტი აგრეთვე მოიცავს საპრიზო ფონდის, 2 000 000 ლარის გადანაწილების პრინციპს.

მართვის პროექტში მითითებული არ იყო სამონაწილეო თანხა. ახლა კი შევიტყვეთ, რომ ფედერაციამ კლუბებს უკვე დაუდგინა ოდენობა: 52 000 ლარი. ეს თანხა მოიცავს უმაღლეს ლიგას (40 000 ლარი) და დუბლების ჩემპიონატს (12 000 ლარი).

დებულების პროექტში მითითებულია ის წესი, რომლის მიხედვითაც უნდა გაირკვეს, თანაბარი ქულების შემთხვევაში რომელ გუნდს მიენიჭება უპირატესობა.

ფედერაციის სურვილია, რომ ასეთ დროს უპირატესობა მიენიჭოს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს.

და კიდევ, უცხოელი ფეხბურთელის აყვანის შემთხვევაში კლუბმა ფედერაციას 15 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

ერთი სიტყვით, ფედერაციამ პროექტი უკვე გაამზადა და ვნახოთ, როგორ მოიწონებენ მას კლუბები.

ფედერაციამ კლუბები 28 ივნისს დაიბარა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ. ეს სირცხვილია, მეტი არაფერი

დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა