"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა
ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრის შემდეგ აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა azerisport.com-მა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტთან, ილია კოკაიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ქართული კლუბის მფლობელს კითხვები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონისა" და ბაქოს "ნეფთჩის" მომავალ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაუსვეს.

- წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისთან" დაგაპირისპირათ...

- ბრწყინვალეა! ბაქო ახლოსაა - ჩამოვალთ, ვითამაშებთ და შინ დავბრუნდებით. არავითარი ხანგრძლივი ფრენა, გრაფიკი და სავიზო პრობლემა არ შეგვაწუხებს. ასე რომ, თან ვითამაშებთ და თან "გავისეირნებთ"!

- ანუ აზერბაიჯანის ჩემპიონთან დაპირისპირებამ გაგახარათ?

- ჩვენთვის მეტოქე გუნდების სახელები არაფერს ნიშნავს. ამ ეტაპზე სუსტი გუნდები ისედაც არ არის.

- რას იტყვით "ნეფთჩიზე"?

- ამ კლუბზე ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა ვიცი, რომ "ზესტაფონისგან" განსხვავებით, საბჭოთა კავშირის დროს "ნეფთჩი" სსრკ-ის ჩემპიონატში გამოდიოდა.

- გასულ სეზონში თქვენი გუნდი ახლოს იყო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან. ამჯერად "ნეფთჩისთან" "ზესტაფონის" შანსებს როგორ აფასებთ?

- შანსებს ყოველთვის ჩვენთვის სასარგებლოდ ვაფასებთ. შესაბამისად, "ზესტაფონი" ამ წყვილში ფავორიტია! ეს წილისყრამაც აჩვენა - ჩვენ ხომ განთესილთა კალათაში ვიყავით.

- ის, რომ პირველ მატჩს ბაქოში გამართავთ, თქვენთვის მომგებიანია?

- ამ შემთხვევაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ერთი ეგაა, "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელის სიტყვები არ მომეწონა, რომელმაც თქვა, რომ ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიგვიღებენ.

რატომ ხელოვნური საფარი - ჩემთვის გაუგებარია. ის ხომ ცუდია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ საერთოდ ფეხბურთისთვის.

წარმომიდგენია, რა იქნება სინთეტიკაზე 40-გრადუსიან სიცხეში თამაში.

- თქვენს გუნდს მიზნად რა დაუსახეთ?

- გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას ვაპირებთ, ჩვენ მიზანი კი - ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!

ასევე იხილეთ:

რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?

ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით

ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს

ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს

ika
glexuna ძალიან შორს ხარ ქართული ფეხბურთის რეალობისგან და პრობლემაა რაშია საერთოდ ვერ ხვდები. ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიხედონ თუ უნდა სახელმწიფოს ელემენტარული ჯგუფურ ეტაპზე მაინც რო ითამაშონ ხოლმე საკლუბოა თუ სანაკრებო დონეზე, მარა ფსიქოლოგია მიქოლობია სულ არაფერ შუაშია, როცა ელემენტარული პირობები არაა ფეხბურთელების გასაზდელად იქ არ გიშველის პრესინგი მამაცობა და შენ თავზე აღება. :D
glaxuna
რაგბი რომ საქართველოში იდეოლოგიის დონეზე უნდა ავიდეს,ეს თავისთავადია და მსოფლიო რაგბის ელიტაშიც მალე შევალთ!...ქართულ ფეხბურთში კი უპირატესად, მუდამ ფსიქოლოგიური პრობლემაა...როცა ბავშვიბიდან ასწავლიან,რომ ფეხბურთ უპირატესად პასია და სიტუაციის განმუხტვა...ამგვარმა მიდგომამ ქართული ფეხბურთი დაასამარა,ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქედან მოდის,საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და საკუთარ თავზე თამაშის აღებაც არ ძალუძთ,ნაკრების ხალხიც კი 10 მეტრში ვერ იგდებენ ბურთ იგივე დისტანციით...სანამ ბავშვობიდანვე არ გაუძლიერებენ ბავშვებს ინდივიდუალიზმს,მუდამ თავზე აიღონ თამაში,მუდამ აგრესიულად,შემტევი და ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის ,,სულთამხუთავი,,,თამაშს არ დაიწყებენ,რომ ვერ გუობდნენ ბურთს მოწინააღმდეგის ფეხებში,ბოლომდე იბრძოლეს თავისი დაკარგული ბურთისათვის და... საერთოდაც არ აუკრძალებენ კიდეც ბ ა ვ შ ვ ო ბ ა შ ი უკან პასს!!!....ქართული ფეხბურთი ვერ გაიღვიძებს!!! ამგვარი მიდგომა ფიზიკურადაც ძლიერ გააძლიერებს მოზარდს და რწმენაც საკუთარ ძალებში ბავშვობიდავე ექნებათ მტკიცე...სხვა შემთხვევაში ქართული ფეხბურთი ვერ გაიღვიძებს!... გავიგოთ ,ფეხბურთი ქართველისათვის არ არის და არასოდეს იქნება ,,სიტუაციის განმუხტვა,,(უპირატესი პასებით),არამედ მუდამ შემტევი,აგრესიული,(პრესინგებით)ინდივიდუალური და ამავე დროს ტექნიკური თამაშით..და კიდევ მუდამ განწყობით,რომ დავამარცხებთ ნებისმირ ნაკრებს და გუნდს...ინდივიდუალიზმი,აგრესია ,ფსიქოლოგიური სიმტკიცე და ფიზიკა,ტეხნიკა ბუნებითა გვაქვს ქართველობას რომ გერმანიისა,იტალიის და მისთანი გუნდები დავამარხოთ...ეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია!
odala
ჰოო, მოკვდებიან მართლა შურით.
cudi
"ჩვენ მიზანი კი - ჩემპიონთა ლიგის მოგებაა! " ---მოკვდებიან აზერები შურით... )) ოცნებას კაცი არ მოუკლავს, საღოლ კოკაია))
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
UEFA-მ FIFA-ს შემოღებულ წესზე უარი თქვა - მსაჯები ევროტურნირებზე მუნდიალისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ძალიან რთული მეტოქეა" - კაბო-ვერდე მესიმაც კი აღიარა
[VIDEO] კოლუმბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიას დაუპირისპირდება
[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით
ფავორიტებიდან ლუსაილამდე: საფრანგეთისა და არგენტინის 20-წლიანი საფეხბურთო ოდისეა
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
სამწუხარო ამბავი - ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა
"მესიმ მუნდიალზე გოლების ლიმიტი ამოწურა" - ირწმუნება განელი შამანი