ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებაზე არ ფიქრობს
პორტუგალიის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩის წინ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ აღნიშნა, რომ კრიშტიანო რონალდოსთან ტურნირის საუკეთესო მოთამაშეობისთვის ბრძოლაზე არც კი ფიქრობს.

- მხოლოდ ჩემი გუნდის მიერ ჩემპიონის ტიტულის მოგება მაფიქრებს, ხოლო ვის გადასცემენ ინდივიდუალურ პრიზს, უმნიშვნელოა. გამარჯვებამდე მხოლოდ ორი მატჩი დაგვრჩა და მთლიანად მათზე უნდა გადავერთოთ.

27 ივნისს პორტუგალიასთან შეხვედრაში ვეცდებით, ჩემპიონის ტიტულისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგათ.

- არსებითია თუ არა, რომ პორტუგალიელები ორი დღით მეტს ისვენებენ?

- არ ვფიქრობ, რომ ამას ასეთ დონეზე მნიშვნელობა აქვს. საფრანგეთთან შეხვედრის წინ ჩვენ უფრო მეტი დავისვენეთ.

საჭიროა, ზუსტები და ეფექტურები ვიყოთ. ტურნირის დასრულების შემდეგ კი ვნახავთ, რამდენად დაღლილები ვიქნებით.

- როგორ შეაფასებდით ესპანეთის ნაკრების კრიტიკას მოსაწყენი თამაშის გამო? ეს პატივისცემის ნაკლებობაა თუ თავხედობა?

- გემოვნებები განსხვავდება, განსხვავებული აზრი კი ფეხბურთის თავისებურებაა. ჩვენ გვაქვს სტილი, მაგრამ როდესაც მეტოქის წინააღმდეგ ვმოქმედებთ, რომელიც თავისუფალ სივრცეს არ გვიტოვებს, თამაში არცთუ მიმზიდველი გამოდის.

- რა უნდა გაკეთდეს, რათა 0:4 წაგება არ განმეორდეს? (ასეთი ანგარიშით დამარცხდა ესპანეთი პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩში 2010 წლის 17 ნოემბერს)

- ის მატჩი ევრო 2012-ის ნახევარფინალს არ უკავშირდება.

მაგრამ მეტოქის თამაში უნდა გავაანალიზოთ, რომელშიც დიდი ოსტატები თამაშობენ. მათ ბრძოლის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ასევე იხილეთ:

ანდრეს ინიესტა: "ბოროტი ენები" ჩვენამდეც აღწევს, მაგრამ მშვიდად ვართ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად