ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) დაიწყო ბრძოლა იმ ქალი მოთამაშეების წინააღმდეგ, რომლებიც მატჩების დროს ხმამაღლა ყვირიან
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) დაიწყო ბრძოლა იმ ქალი მოთამაშეების წინააღმდეგ, რომლებიც მატჩების დროს ხმამაღლა ყვირიან. ამის შესახებ წერს გაზეთი USA Today.

საფრანგეთის ღია პირველობის დროს პარიზში გაიმართა მოლაპარაკებები WTA-ს, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITF) და "დიდი სლემის" ტურნირების წარმომადგენლებს შორის.

ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ უნდა შემოიღონ ხმაურის დასაშვები დონე, რომელიც შეიძლება ჩოგბურთელმა კორტზე გამოსცეს. ხმაურის დონის მაკონტროლებელი სპეციალური ხელსაწყო უახლოეს პერიოდში შეიქმნება.

სიახლის დანერგვას საბავშვო და იუნიორების ჩოგბურთში აპირებენ, მოქმედ ქალ ჩოგბურთელებზე კი ის არ გავრცელდება. ასევე, საჩოგბურთო აკადემიებისთვის შეიქმნება საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ამ პრობლემას უნდა ებრძოლოს.

პირველად კორტზე ყვირილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის WTA-ს 2012 წლის დასაწყისში მოუწოდეს. კერძოდ, კაროლინ ვოზნიაცკიმ და აგნიეშკა რადვანსკამ დაიჩივლეს მარია შარაპოვასა და ვიქტორია აზარენკას "ხმაურიანი" თამაშის სტილის გამო.

ვოზნიაცკის თქმით, ხმამაღალი ყვირილი არ აძლევს მეტოქის დარტყმის მომენტის დაფიქსირების საშუალებას, რაც ძალიან ართულებს საპასუხო დარტყმის მომზადებას. პასუხად აზარენკამ განაცხადა, რომ ბავშვობიდან ყვირის და არაფრის შეცვლას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად