საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა კარიერას სლოვენიის "ოლიმპიაში" გააგრძელებს. ამის შესახებ სლოვენიურ გამოცემებს კლუბის ხელმძღვანელობამაც აცნობა და ბოისამაც დაუდასტურა...

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა კარიერას სლოვენიის "ოლიმპიაში" გააგრძელებს. ამის შესახებ სლოვენიურ გამოცემებს კლუბის ხელმძღვანელობამაც აცნობა და ბოისამაც დაუდასტურა.

სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის მოთხოვნით, ჩემპიონატში თითოეულ გუნდს მინიმუმ შვიდი სლოვენიელი უნდა ჰყავდეს. ვოვას სლოვენიის პასპორტი აქვს და მწვრთნელიც გახარებულია - ადგილობრივების ლიმიტი ასეთი მაღალი დონის კალათბურთელით შევავსეთო.

ქართველი ფორვარდის დამატებას სლოვენიური გაზეთებიც დადებით ფაქტად ასახელებენ: ბოისა 17 წლიდან სლოვენიაშია, დიდი ხნის განმავლობაში იცავდა "ოლიმპიას" ღირსებას, ორი წელი კაპიტანიც იყო და ახალ სეზონში გუნდს საგრძნობლად გააძლიერებსო. მის გარდა ლიუბლიანელებს არაერთი ძველი ოლიმპიელი დაუბრუნდა: ილიევსკი, მარკოტა, ოზბოლტი, ლორბეკი...

ახალ სეზონში "ოლიმპია" სამ ფრონტზე იბრძოლებს - ევროლიგაზე, ადრიატიკის თასსა და სლოვენიის ჩემპიონატში. ვოვა გუნდს ჯერ ვერ დაეხმარება, მას რეაბილიტაციისთვის კიდევ ორი თვე სჭირდება...

- მკურნალობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს. თუ ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართა, მოედანს დეკემბერში დავუბრუნდები. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თამაში 2011 წლის დამდეგსვე დავიწყო, - აცხადებს ბოისა.

206 სმ სიმაღლის ქართველმა თავდამსხმელმა "ოლიმპიაში" დაბრუნებას მცირე ისტორიული ექსკურსი წაუმძღვარა:

- ბოლო წლებში "ოლიმპიასთან" კონტრაქტის გაფორმებას არაერთხელ მივუახლოვდი, მაგრამ აქამდე სლოვენიაში დაბრუნება ვერ მოვახერხე. ლიუბლიანაში 17 წლისა გადმოვედი და მას მერე დიდი გამოცდილება შევიძინე. კარიერის კულმინაციისას მინდა, ჩემი გამოცდილება "ოლიმპიას" მოვახმარო. ლიუბლიანაში სახლი მაქვს, ოჯახი აქ ცხოვრობს. ასე რომ, შინ დავბრუნდი. იმედი მაქვს, აქ უფრო კარგად ვითამაშებ, ვიდრე ბოლო წლებში "ზადარში". შარშან ორი წინადადება მქონდა - ხორვატიის "ზადარიდან" და "ოლიმპიადან". მწვრთნელმა, ზმაგო საგადინმა ხორვატიაში სერიოზული გუნდი შექმნა, დიდი ამბიციებიც ჰქონდა და ამიტომ კარიერის "ზადარში" გაგრძელება გადავწყვიტე. მაშინვე ვთქვი, ადრე თუ გვიან სლოვენიაში აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი.

წლეულს ოლიმპიელებს გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავთ, ვიდრე შარშან. ამიტომ ბოისა, როგორც ყოველთვის, "ოლიმპიასთან" ერთად მაღალ მწვერვალებს შეეჭიდება.

- ევროპული დონის გუნდი გვყავს - ევროლიგაზე ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში გუნდი ჩვეული წარმატებებით ვერ გამოირჩა, სლოვენიაში მაინც პირველია. ხელმძღვანელობაცა და მწვრთნელებიც ბევრს შრომობენ და ვიმედოვნებ მათ კალათბურთელებიც სათანადოდ შევუწყობთ ხელს, - დასძენს ვლადიმერ ბოისა.

ბოლოს არანაკლებ საინტერესო თემაზე: სლოვენიური გამოცემა "სიოლის" ინფორმაციით, ბოისამ ესპანურ კლუბ "მენორკას" არბიტრაჟი მოუგო, რომლის მიხედვით გუნდმა კალათბურთელს 2008-09 წლების დავალიანება უნდა გადაუხადოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს