გორელთა ცენტრალურ მცველ გიორგი ონიანს, რომელსაც ბოსნიურ "სარაევოსთან" მატჩში ცხვირი გაუტყდა, ოპერაცია სჭირდება
ავსტრიულ შეკრებაზე გორის "დილამ" მესამე შეხვედრაში პირველად გაიმარჯვა. პალაუს სტადიონზე გორელებმა ავსტრიის პირველი ლიგის "ჰარტბერგი" 3:1 დაამარცხეს.

"დილადან" თავი გამოიჩინეს მათე ვაწაძემ (2 გოლი) და გიორგი კახელიშვილმა.

შეგახსენებთ, მანამდე "დილა" ბოსნიურ "სარაევოს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. მაგრამ წაგებას ვინ ჩივის, გიორგი ონიანს "სარაევოს" ფეხბურთელმა ემირ ობუცამ იდაყვი ისე ძლიერად ჩასცხო, გორელთა ცენტრალურ მცველს ცხვირი გაუტყდა და სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს.

"დილას" პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძის თქმით, ონიანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა:

"მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ცხვირი აქვს გატეხილი და მძიმე მდგომარეობაა.

25 ივნისს ვენაში გამოკვლევებზე იყო და ექიმის თქმით, ცხვირის ოპერაცია დასჭირდება. მაგრამ ავსტრიაში არ გაიკეთა - "დილა" საქართველოში 28 ივნისს მოფრინავს, ოპერაციის შემთხვევაში კი გიორგის, მინიმუმ, ერთი კვირა საავადმყოფოში დარჩენა მოუწევდა. ამიტომ ორი დღის მოთმენა ამჯობინა და ოპერაციას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაუკეთებენ.

ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, დანიურ "ორჰუსთან" ითამაშებს თუ არა, მაგრამ ამის ალბათობა არსებობს.

არადა, გიორგი გამოცდილი მცველია და მისი დახმარება ძალიან გვჭირდებოდა".

ამავე დროს გავრცელდა ხმები, თითქოს გორის "დილაში" გააგრძელებს კარიერას "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი. მაგრამ ჯორბენაძის თქმით, ამ ტრანსფერზე "დილაში" ლაპარაკი არ ყოფილა.

ითამაშებს ონიანი ევროლიგაზე? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება

გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"

გორის "დილამ" უკრაინელებთან მარცხი იწვნია

გორის "დილა" ავსტრიულ შეკრებაზე კაცნაკლული გუნდით თამაშს ეუფლება

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად