აზერბაიჯანული საიტი ქალაქ ზესტაფონს ზესტაპონად მოიხსენიებს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს კი - დოდო აბაშიძისად
აზერბაიჯანულ პრესაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრით გამოწვეული აჟიოტაჟი არ ცხრება - სამეზობლოში კვლავ მიიჩნევენ, რომ ბაქოს "ნეფთჩის" გაუმართლა და "ზესტაფონთან" დაპირისპირებაში ფავორიტი სწორედ მათი კლუბია.

ასე ფიქრობს უკლებლივ ყველა აზერბაიჯანელი სპეციალისტი და მათ შორის "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელი ბუიუქაღა გაჯიევი.

შეგახსენებთ, 2006 წელს ჩემპიონთა ლიგაში მის მიერ გაწვრთნილი "ბაქი" ბოლნისის "სიონთან" დამარცხდა. ვერ გეტყვით, იმის გარდა, რომ ორივე ქართული კლუბია, რა აკავშირებს იმდროინდელ "სიონს" დღევანდელ "ზესტაფონთან", მაგრამ გაჯიევი აცხადებს, რომ თუ "ზესტაფონი" დაამარცხა, ეს "სიონზე" შურისძიება იქნება.

"ყველა ჩვენი სავარაუდო მეტოქე ძლიერი კლუბი იყო, "ზესტაფონი" კი მათ შორის ყველაზე სუსტია.

შევეცდებით, აზერბაიჯანი ღირსეულად წარმოვაჩინოთ და საქართველოს ჩემპიონს ვაჯობოთ.

ფაქტია, რომ "ზესტაფონი" არც ზაგრების "დინამოა" და არც - ბელგრადის "პარტიზანი". ახლა რევანშის დროა. "სიონთან" განცდილი მარცხის გამო შური "ზესტაფონზე" უნდა ვიძიო", - აცხადებს გაჯიევი.

წილისყრის თაობაზე კომენტარი გააკეთა "ნეფთჩის" სერბმა მეკარემ საშა სტამენკოვიჩმაც, რომელიც საქართველოს ჩემპიონზე უფრო პატივისცემით საუბრობს:

"წილისყრის შედეგები ჩვენთვის ხელსაყრელია. "ზესტაფონი" არცთუ უძლიერესი მეტოქეა, მაგრამ მისი დამარცხება იოლი ნამდვილად არ იქნება.

მეტოქეს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ და გვახსოვდეს, რომ დაახლოებით თანაბარი დონის გუნდების დაპირისპირებაში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.

ვიცით, რომ ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში წინ საინტერესო პერსპექტივები გადაგვეშლება და საამისოდ ყველაფერს ვიღონებთ".

თავდაჭერილია ბაქოური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ტაჰირ სულეიმანოვიც:

"ყოველგვარ ეიფორიაზე საუბარი ზედმეტია. მე სავარაუდო მეტოქეებს ძლიერებად და სუსტებად არ ვყოფდი. "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონია და პატივისცემას იმსახურებს. დღევანდელ ფეხბურთში ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება რთულია".

"ნეფთჩის" მზადების შესახებ ინფორმაციებს სისტემატურად მოგაწვდით, ბოლოს კი ერთ სახალისო ამბავზე შევჩერდებით:

"აზერისპორტმა" "ზესტაფონის" წარდგენისას დაწერა, რომ საქართველოს ჩემპიონის ქალაქს არა ზესტაფონი, არამედ ზესტაპონი ჰქვია; ხოლო მისი სტადიონი, აღნიშნული გამოცემის ვერსიით, ცნობილი ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის სახელობისა ყოფილა, რომელსაც კინოფილმ "პირველ მერცხალში" მეკარის (ესეც "აზერისპორტის" ცნობით) როლი უთამაშია...

გაჯიევს სიონზე შურისძიება ზესტაფონით სურს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!

რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?

ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს

ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს

tolo
მოიგებ არა.......... მიდი ზესტა ვაჩვენოთ ამ ...... როგორ უნდა მოგება.
dinamo`
ის იმდენ ილაპარაკებს აქ ჩამოსვლა სანანებელი გაუხდება :D ვაჩვენოტ ვინ არი ფავორიტი დინამოს ფანი ვარ მარა მთელი გულით თქვენთან ვარ ზესტა
hahaha
მაგათ რატო ავიწყდებათ, რომ ზესტაფონის ისტორიაში პირველად, ჩვენ გუნდს ევროტურნირზე დიდი რაოდენობით გავყვებით საზღვარგარეთ.... და ჩვენ ჩვენი წვლილი ყოველთვის შეგვაქვს ხოლმე ზესტაფონის გამარჯვებებში
Oto
კონკურსი - "ჩემპიონი გული". მოიგეთ 2 ბილეთი ზესტაფონი - ნეფთჩის თამაშზე და იმგზავრე უფასოდ საქართველოს ნებისმიერი ადგილიდან, თამაშზე დასასწრებად (50 ლარი მგზავრობის ხარჯი) https://www.facebook.com/fczestafoni/app_454913597861480
rosoneri_95
ეს კი ვერ ხვდება რო მსგავსი კომენტარებით ჩვენ წისქვილზე ასხამს წყალს და ბიჭებსაც და გულშემატკივრებსაც ასმაგად განაწყობს საბრძოლველად. ადმინ ეს ასე არ გაჩუმდება და კიდე რამდენი მსგავს რაღაცას იტყვის აუცილებლად გამოაქვეყნე ჩემი თხოვნა იქნება.
cudi
საქმე ისე მიდის ზესტაფონში ნავთს არწყევინებენ აზერებს.:DD ისე კაია საბრძოლო განწყობა რომაა..
beqa
ეს საზიზღარი ნახე იმენა ოდნოს კომენტარი გააკეთა გაზეთთან :))))
zid-ანი
ეს ხომ ჯანმრთელად არის? აუ მე დინამოს გულშემატკივარი ამის ჯინაზე მივდივარ სტადიონზე და ვაჩენოთ ერთი ყველამ, როგორ უნდა ფეხბურთი და გულშემატკივრობა. ტუტრუცანა ეს :))
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა