ამიერიდან მოდლოვურ "შერიფში" ქართველი ფეხბურთელის 5-ნომრიანი მაისურით ვერავინ ითამაშებს
ფეხბურთი ისეთი თამაშია, თითქმის შეუძლებელია, მოთამაშემ მხოლოდ ერთი კლუბის ფორმა მოირგოს. ჯანლუიჯი ბუფონის, პაოლო მალდინისა და ალესანდრო დელ პიეროს მსგავსი ერთგული ტიპები ამიტომაც ფასობენ - ისინი სხვაგან არაფრის დიდებით არ გადადიოდნენ.

ვაჟა თარხნიშვილის მაგალითიც მართლაც უნიკალურია - დუშეთის "არაგვის", გორის "ქართლის", "დილასა" და თბილისის "დინამოს" შემდეგ გორელი ფეხბურთელი მოლდოვაში "ზესტაფონის" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ილია კოკაიამ წაიყვანა და მას შემდეგ 13 წელი (?!) მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის კლუბის ღირსებას იცავდა.

11-გზის მოლდოვის ჩემპიონი, 7-ჯერ თასის, 4-ჯერ კი სუპერთასის მფლობელი თარხნიშვილი 2002, 2006, 2007, 2009 წლებში ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს. ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ორჯერ გახდა "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებული.

2003 წელს ტირასპოლელებმა "თანამეგობრობის თასი" მოიპოვეს. ამის აღსანიშნავად დნესტრისპირეთში საზეიმო მონეტა დაამზადეს, რომელზეც "შერიფის" უცვლელი კაპიტნის გამოსახულება აღბეჭდეს.

2012 წლის იანვარში უეფას ვებგვერდმაც დააფასა და ევროპის ყველაზე ცნობილ ასაკოვან მოთამაშეთა შორის დაასახელა.

თარხნიშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩისთვის "შერიფის" ხელმძღვანელობამ ავტობუსები დაიქირავა, ახლომდებარე დასახლებებიდან გულშემატკივრებს მატჩზე უფასოდ დასწრების საშუალება რომ ჰქონოდათ. ამიერიდან კი "შერიფში" ვაჟას 5-ნომრიანი მაისურით ვერავინ ითამაშებს.

"ცხადია, მალდინისა და დელ პიეროს დონის მოთამაშე არ იყო, მაგრამ ტირასპოლისთვის იყო ყველაფერი. მსგავსი მასშტაბის პიროვნება არც გვყოლია და მომავალშიც არ ჩანს.

ის "შერიფში" ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გამოჩნდა. გადიოდა წლები, მაგრამ მასთან ერთად, როგორც ქართული ღვინო, უფრო და უფრო უკეთესი ხდებოდა", - ამბობს "მოლდფუტბოლის" ჟურნალისტი.

ვაჟამ საქართველოს ნაკრებში 1998-99 წლებში მხოლოდ ორჯერ ითამაშა - ვლადიმერ გუცაევმა უკრაინისა და ესტონეთის ნაკრებებთან მიიწვია და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. პოზიციური თამაში ისედაც არ ეშლებოდა და ტანდაბლობის მიუხედავად (175 სმ არის), თავითაც მშვენივრად თამაშობდა.

სიმაღლის გამო მაინც დაიწუნეს - "ატლანტიდების" ფეხბურთის მიმდევრობამ თარხნიშვილის სანაკრებო კარიერას წერტილი დაუსვა. მერე ნაკრებში მის მიწვევაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მორიგი პრობლემა ასაკი გახდა. არადა, 41 წლამდე ითამაშა.

თუმცა პრობლემა სულ სხვა რამ იყო და არის - ჩვენს მოთამაშეებს თავად არ ვაფასებთ. ერთხელ არავის გასჩენია აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური კლუბის კაპიტნისა და ლიდერის საქართველოში ჩამოყვანის სურვილი. არადა, ტირასპოლში სულაც არ იღებდა მილიონებს.

მოლდოვური მედია და გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, თარხნიშვილი "ტირასპოლის" დონის გუნდთან კი არა, ევროპელი ვარსკვლავების ან მისი მეგობრების ნაკრებთან მატჩით უნდა გაგვეცილებინაო.

მაგრამ თარხნიშვილს "შერიფთან" სასაყვედურო არაფერი აქვს - სამშობლოსგან განსხვავებით, ტირასპოლში მაინც დააფასეს და კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის სტრუქტურაში დაასაქმეს.

მოლდოვური მედია: თარხნიშვილის მასშტაბის არავინ გვყოლია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან