სერია A-ს გასული ტურის ცენტრალური შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც "ლაციომ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური, საყაიმო შედეგით დასრულდა.

სერია A-ს გასული ტურის ცენტრალური შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც "ლაციომ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური, საყაიმო შედეგით დასრულდა. ნამატჩევს, მასპინძელთა თავკაცი ედუარდო რეია შეგირდთა ასპარეზობით მეტად კმაყოფილი გახლდათ, რაც ჟურნალისტებთან საუბარში არ დაუმალავს:

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფრეზე ვთამაშობდით, ძალიან ცდება. ჩვენი მიზანი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება იყო, თუმცა რას ვიზამთ, ყოველთვის ვერ მიაღწევ დასახულ მიზანს. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს, რადგან ჩემმა შეგირდებმა მთლიანობაში მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშეს. ვფიქრობ, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო, თუმცა შეგვეძლო მოგვეგო კიდეც. "მილანი" ძალიან ძლიერი გუნდია, უდიდესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და მიუხედავად იმისა, რომ მიზნად გამარჯვება გვქონდა დასახული, აღებული ქულა მაინც აქტივში უნდა ჩავიწეროთ. განვლილ შეხვედრაზე კი უფრო დეტალურად საუბარი გამიჭირდება - გამახარა იმან, რომ გაშვებული გოლის შემდეგ არ გავტყდით და მეტოქეს დიდი ძალებით შევუტიეთ".

საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოხატა "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმაც - ვერ გეტყვით რამდენად გულწრფელი იყო, როდესაც ამას ამბობდა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ასეთი პოზიცია დააფიქსირა: "მართალია, მორიგი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ბოლო წუთზე რომ შანსი გამოგვეყენებინა და გოლი გაგვეტანა, დღეს იმაზე ვისაუბრებდით, რომ "მილანმა" თავისი თავი იპოვა და აღმასვლა დაიწყო. ეს ყველაფერი ძალიან პირობითია და არ შეიძლება ერთი კონკრეტული თამაში წყვეტდეს კრიზისშია გუნდი და პროგრესის გზას ადგას. მთლიანობაში, შეგირდთა ასპარეზობით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან გუნდურმა მექანიზმმა კარგად იმუშავა. მოედნის ცენტრი ჩვენ გვეკავა და მეტოქეს კონტრშეტევების განხორციელების საშუალებას არ ვაძლევდით. სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ და გამარჯვებები აუცილებლად მოვა. იმედი მაქვს, უკვე მომდევნო ტურში მოვიპოვებთ სამ ქულას და კრიზისზე საუბარი ამით მორჩება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა