გერმანიის ბუნდესლიგისთვის ემზადება ლაშა გამყრელიძის "გისენი", რომელსაც ქართველმა გამთამაშებელმა თვის დამდეგს მიაშურა და, გერმენელი მიმომხილველების თქმით, კარგადაც მოერგო...

გერმანიის ბუნდესლიგისთვის ემზადება ლაშა გამყრელიძის "გისენი", რომელსაც ქართველმა გამთამაშებელმა თვის დამდეგს მიაშურა და, გერმენელი მიმომხილველების თქმით, კარგადაც მოერგო. რაც მთავარია, აქამდე ჩატარებულ საკონტროლო მატჩებში ლაშამ "გისენის" სასტარტო ხუთეულში ითამაშა.

მეტსიც, ბოლო შეხვედრაში "ბრაუნშვაიგის" დამარცხება მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ბოგოიევიჩმა ლაშა გამყრელიძეს მიაწერა:

- მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ. ამ წარმატებით ხასიათი გამოვიკეთეთ. მინდა გამოვყო ქართველი გამყრელიძის თამაში, რომელიც გუნდს კარგად შეეწყო. იგი დაცვისას ძალიან სასარგებლო იყო, შეტევისას კი ტემპს კარგად აკონტროლებდა. როცა და როგორც საჭირო იყო, სიჩქარეს ისე უკლებდა და უმატებდა. იგი შეტევების კარგი ორგანიზატორია. სასიამოვნოა, რომ ასეთი სასარგებლო კალათბურთელი დავიმატეთ.

"გისენმა" "ბრაუნშვაიგს," ფაქტობრივად, 30 წუთში მოუგო - მეოთხე პერიოდის წინ 66:46 დაწინაურდა, თუმცა ბოლო რაუნდში მეტოქემ სხვაობის შემცირება მოახერხა _ 82:75 "გისენის" სასარგებლოდ.

გამყრელიძემ 25 წუთი ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო: 10 ქულა (ერთი სამქულიანი), 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა... ლაშაზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

უფრო ადრე ქართველი გამთამაშებლის გისენური დებიუტი მწვრთნელმა ასე შეაფასა:

- უკვე დავრწმუნდით, რა შეუძლია გამყრელიძეს. იგი გუნდისთვის ფასეული შენაძენია.

ახლა თავად კალათბურთელს მოვუსმინოთ, რომელსაც გისენში რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ახალი გუნდით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- თავს შესანიშნავად ვგრძნობ. "გისენში" კარგი სიტუაციაა და ახალ გარემოსთან შეგუება არ გამჭირვებია.

- ბოლო მატჩში 10 ქულა ჩააგდე...

- კარგი თამაში გამოგვივიდა. მანამდე რამდენიმე შეხვედრა წავაგეთ და "ბრაუნშვაიგის" ძლევა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც სასარგებლო იყო.

- სასტარტო ხუთეულში ითამაშე?

- აქამდე ყველა მატჩი ხუთეულში დავიწყე. ალბათ, რეგულარულ ჩემპიონატშიც ასე იქნება.

- შემადგენლობის მიხედვით, რა შეიძლება ითქვას სამომავლო პერსპექტივებზე?

- საჩემპიონო გუნდი ნამდვილად არ გვყავს. პლეი ოფში მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა იოლი არ იქნება.

- შარშან ამ დროს "მიტელდოიჩერთან" ერთად 2009-10 წლების სეზონისთვის ემზადებოდი. მაშინაც თითქმის იგივე მითხარი - ამ სეზონში გუნდისგან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ითხოვენ, პლეი ოფში გასვლა გაგვიჭირდებაო...

- ასე იყო. თუმცა, საბედნიეროდ, სეზონის დასაწყისში სხვა სურათი მივიღეთ - შესანიშნავად დავიწყეთ და პირველობის არაერთი ფავორიტი დავამარცხეთ. იმედია, წლეულსაც იგივე განმეორდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა