ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გერმანია VS იტალია - ტიტანების ჯახი

გერმანია VS იტალია - ტიტანების ჯახი

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ნახევარფინალის წინ
გერმანიისა და იტალიის დაპირისპირებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ტიტანების ბრძოლა, რადგან ერთმანეთის პირისპირ ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები წარსდგებიან.

ბუნდესგუნდი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამჯერ იყო - მართალია, იტალიელებს კონტინენტის პირველობა მხოლოდ ერთხელ აქვთ მოგებული, მაგრამ სამაგიეროდ, მუნდიალი 4-ჯერ მოიგეს და ამ მხრივ, მხოლოდ ბრაზილიელებს ჩამორჩებიან.

გერმანელებს და იტალიელებს ურთიერთდაპირისპირებათა უდიდესი ისტორია აქვთ, უპირატესობას კი აპენინელები ფლობენ - მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ ბუნდესგუნდს "სკუადრა აძურა" ოფიციალურ მატჩში ჯერ არ დაუმარცხებია.

28 ივნისს ობიექტური მიზეზების გამო უმეტესობა ფავორიტად გერმანიას მიიჩნევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანალოგიური ვითარება იყო 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალური მატჩის წინაც - გემახსოვრებათ, ის შეხვედრა იტალიელებმა დამატებით დროში, ორი უპასუხო გოლის წყალობით მოიგეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, წინ უაღრესად საინტერესო მატჩი გველოდება.

წარსული

ამ გუნდებს ურთიერთდაპირისპირებათა იმდენად დიდი ისტორია აქვთ, რომ ასე ორი სიტყვით ვერ შემოვიფარგლებით. გერმანიამ და იტალიამ რამდენიმე ეპოქალური მასშტაბის მატჩი გამართეს და შეგვიძლია, გავიხსენოთ ეს თამაშები...

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ოფიციალური მატჩი ბუნდესგუნდმა და "სკუადრა აძურამ" 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალურ ეტაპზე გამართეს; მატჩის წინ ფავორიტად გერმანია გახლდათ მიჩნეული, რადგან ეს გუნდი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა და თანაც, საკუთარ კედლებში იღებდა ნებისმიერ მეტოქეს.

მაშინ გერმანიის ნაკრებს იურგენ კლინსმანი წვრთნიდა, მისი ასისტენტი კი ბუნდესგუნდის დღევანდელი თავკაცი, იოახიმ ლიოვი იყო. იტალიას კი მაესტრო მარჩელო ლიპი ედგა სათავეში.

ყველასათვის მოულოდნელად, შეხვედრა აპენინელთა უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც გერმანელთა კართან გაცილებით მეტი შეიქმნა; გატანა შეეძლოთ ალბერტო ჯილარდინოს, ჯანლუკა ძამბროტას, ანდრეა პირლოს, სიმონე პეროტას...

მოკლედ, იტალიელებმა კარგად უბრახუნეს იენს ლემანის კარის მიმართულებით და საწადელს დამატებითი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მიაღწიეს - საბედისწერო დარტყმა ანდრეა პირლოს პასის შემდეგ ფაბიო გროსომ შეასრულა.

იქვე, იტალიელებმა მეორე გოლი შეაგდეს. თავი ალესანდრო დელ პიერომ გამოიჩინა და დასრულდა კიდეც ყველაფერი.

დაუვიწყარია 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, სადაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდი იტალიამ მიწასთან გაასწორა და ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაუტანა. "სკუადრა აძურამ" ის თამაში 3:1 მოიგო, გოლები კი როსიმ, ტარდელიმ და ალტობელიმ გაიტანეს - ტარდელის ფიესტა კი დღემდე დაუვიწყარია და თითქმის ყველა საფეხბურთო ვიდეორგოლში გვხვდება.

ცალკე სალაპარაკო თემაა 1970 წლის მუნდიალის ნახევარფინალური ჯახი, რომელშიც იტალიელებმა გერმანელები 4:3 დაამარცხეს - იმ შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დანარჩენი გოლები კი დამატებით ტაიმებში გავიდა.

ბევრის აზრით, ეს არის ყველა დროის საუკეთესო მატჩი და ამით ყველაფერია ნათქვამი.

დღეს

ტრავმირებული ფეხბურთელები ორივე მხარეს გამოჯანმრთელდნენ და ნახევარფინალური პაექრობისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. ეს ეხება როგორც ბასტიან შვაინშტაიგერს გერმანიიდან, ისე ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს იტალიიდან: დანიელე დე როსის, ინაციო აბატეს, ტიაგო მოტას და ჯორჯო კიელინის. ანუ, ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა და გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ერთი ეგაა, კრისტიან მაჯოს აქვს დისკვალიფიკაცია და ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს.

თუ გერმანულ პრესას დავუჯერებთ, იოახიმ ლიოვი მარიო გომესს კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვებს და ძირითად შემადგენლობაში მიროსლავ კლოზეს გაამწესებს.

ვეტერან ფორვარდს უკნიდან მესუთ იოზილი, თომას მიულერი და ლუკას პოდოლსკი დაეხმარებიან. ანუ საბერძნეთთან მატჩის ერთ-ერთი გმირი, მარკო როისი რეზერვს დაუბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, "კიკერი" ასე ვარაუდობს და არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავუჯეროთ.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, სავარაუდოდ, მეტოქეს 4-4-2 ტაქტიკით შეერკინება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ სქემად შეიძლება გადაკეთდეს; ჩეზარე პრანდელიმ, ამ მხრივ, ყველა სხვა მწვრთნელს აჯობა და 4-4-2-ის გარდა, კიდევ ორი ტაქტიკური მონახაზი გამოსცადა: 3-5-2 და 4-5-1.

მოკლედ, აპენინელები ჩვეულ სტიქიაში არიან და მათი ჩანაფიქრების გამოცნობა ერთობ რთული საქმეა.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, დაცვის ცენტრში კვლავაც ანდრეა ბარცალი და ლეონარდო ბონუჩი იმოქმედებენ, მარჯვნივ ისევ ინაციო აბატე გაირჯება. აი, მარცხნივ კი ჯორჯო კიელინი ითამაშებს და არა ფედერიკო ბალცარეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ტიაგო მოტა გამოჯანმრთელდა, ძირითადში მაინც რიკარდო მონტოლივო მოიაზრება, რომელიც დე როსის, მარკიზიოს და პირლოს დაუმშვენებს გვერდს.

შეტევაში ისევ ანტონიო კასანო და მარიო ბალოტელი გაირჯებიან და ვნახოთ, ამჯერად როგორ წარმოაჩენენ თავს.

მთავარი დუელი

ანდრეა პირლო VS მესუთ იოზილი

მესუთ იოზილს არ მოსწონს, როდესაც მას ანდრეა პირლოს ადარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცით მართლაც ჰგავს - მაგალითად, მოედნის შესანიშნავი ხედვით, ბურთთან ტექნიკური მოპყრობით და პასის კულტურით. რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, ორივე თავისი ნაკრების ლიდერად ითვლება და მთავარი იმედებიც მათზეა დამყარებული.

მესუთი უფრო გამთამაშებელია, ანდრეა უფრო საყრდენი და შესაბამისად, მათ ერთ ზონაში მოუწევთ მოქმედება.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირლოსა და იოზილის დუელი უდიდეს გავლენას იქონიებს შეხვედრის მიმდინარეობაზე და სასწორიც იქით, ანუ იმ გუნდისკენ გადაიხრება, რომლის ლიდერიც უკეთესად გაირჯება.

მოკლედ, მესუთსა და ანდრეაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და მათი დუელიც, წესით, ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

პრესკონფერენცია

იოახიმ ლიოვი

"გერმანიის ნაკრები ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რომელსაც ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეუძლია.

წინა შეხვედრებში ნათლად გამოჩნდა, რომ როტაციის საშუალება გვაქვს. ამიტომ სასტარტო შემადგენლობას თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დავასახელებ.

ჩვენ გუნდი ვართ და იტალიასთან ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ".

ჩეზარე პრანდელი

"გერმანიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ არა დაუმარცხებელი. საერთოდ, დაუმარცხებელი გუნდები არ არსებობენ და ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ.

მეტოქეს პატივს ვცემ, მაგრამ მჯერა, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. იტალიის ნაკრები მზად არის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის, რომელმაც ფინალის საგზური უნდა მოგვიტანოს".

ფრაზები

მესუთ იოზილი: "ძალიან მინდა, ისევე გამოვადგე ბუნდესგუნდს, როგორც ანდრეა პირლო ადგება "სკუადრა აძურას".

მარიო გომესი: "იმედია, აღარასოდეს ვიქნები ისეთი გაოცებული, როგორიც საბერძნეთთან თამაშის წინ".

დანიელე დე როსი: "შეტევით თამაშში მხოლოდ ესპანეთს ჩამოვრჩებით, სხვებს კი ვჯობივართ, მათ შორის, გერმანიას".

ანტონიო კასანო: "გერმანელებმა ორი დღით მეტი დაისვენეს. ეს მათი ერთადერთი უპირატესობაა".

ჯანლუიჯი ბუფონი: "შეგვიძლია თუ არა გერმანელების დამარცხება? - გადახედეთ ისტორიას".

იცით თუ არა, რომ...

* ფეხბურთელობის პერიოდში იოახიმ ლიოვი ორჯერ გადაეყარა იტალიურ გუნდს და ორივეჯერ დამარცხდა: 1998/99 წლების სეზონში მისმა "ფენერბაჰჩემ" ორი მატჩის ჯამში "პარმასთან" წააგო - 2:3; 2001/02 წლების სეზონში კი მისი "ინსბრუკი" "ფიორენტინასთან" დამარცხდა, ასევე ორი მატჩის ჯამში - 2:4.

* 2008/09 წლების სეზონში ჩეზარე პრანდელის "ფიორენტინა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნს" ორჯერ შეხვდა; გერმანიაში მიუნხენელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, რომლებიდანაც თითო მიროსლავ კლოზესა და ბასტიან შვაინშტაიგერის ანგარიშზეა; ფლორენციული შეხვედრა კი ფრედ დასრულდა, 1:1.

* "ბაიერნი" და "ფიორენტინა" მომდევნო სეზონშიც გადაეყარნენ ერთმანეთს და ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე - მიუნხენში "ბაიერნმა" კლოზეს გადამწყვეტი გოლით 2:1 მოიგო, ფლორენციაში კი იტალიელებმა გაიმარჯვეს (3:2), მაგრამ მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გერმანელები გავიდნენ.

* რიკარდო მონტოლივოს დედა გერმანელი ჰყავს და როგორც თავად განაცხადა, "სკუადრა აძურას" შემდეგ სწორედ ბუნდესგუნდს გულშემატკივრობს.

* 2009 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა ნახევარფინალში სწორედ იტალიას მოუგო, 1:0. იმ მატჩში მონაწილეობა მიიღეს მანუელ ნოიერმა, მესუთ იოზილმა, ბენედიკტ ჰიოვედესმა, ჟერომ ბოატენგმა, მატს ჰუმელსმა გერმანიიდან და ინაციო აბატემ, სებასტიან ჯოვინკომ და მარიო ბალოტელიმ იტალიიდან.

* 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდელთა შორის, გერმანელებმა იტალიას ფინალში მოუგეს, 3:1 - ერთ-ერთი გოლი ლარს ბენდერმა მიითვალა აქტივში.

* იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიასთან ბოლოს 1995 წელს წააგო, როდესაც ციურიხში გამართულ ამხანაგურ მატჩში ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

* იტალიისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ბოლო ორი ამხანაგური მატჩიდან ერთი "აძურამ" მოიგო, მეორე კი ფრედ დასრულდა - 2006 წლის მარტში იტალიამ ფლორენციაში მეტოქე 4:1 გაანადგურა, 2011 წელს კი დორტმუნდში 1:1 დაფიქსირდა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ნახევარფინალი

28 ივნისი. ვარშავა. ეროვნული სტადიონი. 22:45

გერმანია-იტალია

სავარაუდო შემადგენლობები

ნოიერი-ბუფონი

ბოატენგი-აბატე

ჰუმელსი-ბარცალი

ბადშტუბერი-ბონუჩი

ლამი-კიელინი

შვაინშტაიგერი-პირლო

ხედირა-დე როსი

მიულერი-მარკიზიო

იოზილი-მონტოლივო

პოდოლსკი-კასანო

კლოზე-ბალოტელი

ტრავმა

არავინ-არავინ

დისკვალიფიკაცია

არავინ-მაჯო

მსაჯი

სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

მიმდინარე სტატისტიკა

გერმანია

ჯგუფური ეტაპი

გერმანია VS პორტუგალია 1:0 (იხილეთ ვრცლად)

გერმანია VS ჰოლანდია 2:1 (იხილეთ ვრცლად)

გერმანია VS დანია 2:1 (იხილეთ ვრცლად)

1/4-ფინალი

გერმანია VS საბერძნეთი 4:2 (იხილეთ ვრცლად)

გუნდი

მეკარე: მანუელ ნოიერი (4 თამაში)

მცველები: ჰოლგერ ბადშტუბერი (4), ჟერომ ბოატენგი (3), მატს ჰუმელსი (4), ფილიპ ლამი (4, 1 გოლი).

ნახევარმცველები: ლარს ბენდერი (3, 1), მარიო გიოტცე (1), სამი ხედირა (4, 1), ტონი კროოსი (3), თომას მიულერი (4), ლუკას პოდოლსკი (3, 1),

მარკო როისი (1, 1), ანდრე შურლე (2), ბასტიან შვაინშტაიგერი (4).

თავდამსხმელები: მარიო გომესი (4, 3), მიროსლავ კლოზე (4, 1).

იტალია

ჯგუფური ეტაპი

იტალია VS ესპანეთი 1:1 (იხილეთ ვრცლად)

იტალია VS ხორვატია 1:1 (იხილეთ ვრცლად)

იტალია VS ირლანდია 2:0 (იხილეთ ვრცლად)

1/4-ფინალი

იტალია VS ინგლისი 0:0 პენ: 4:2 (იხილეთ ვრცლად)

გუნდი

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (4 თამაში)

მცველები: ინაციო აბატე (2), ფედერიკო ბალცარეტი (2), ანდრეა ბარცალი (2), ლეონარდო ბონუჩი (4), ჯორჯო კიელინი (3), კრისტიან მაჯო (3).

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (4), ალესანდრო დიამანტე (2), ემანუელე ჯაკერინი (2), კლაუდიო მარკიზიო (4), რიკარდო მონტოლივო (2), ტიაგო მოტა (3), ანტონიო ნოჩერინო (2), ანდრეა პირლო (4, 1 გოლი).

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (4, 1), ანტონიო კასანო (4, 1), ანტონიო დი ნატალე (3, 1), სებასტიან ჯოვინკო (2).

სტატისტიკური შედარება

გერმანია კატეგორია იტალია

9 გოლი 4

60 დარტყმა 87

33 ზუსტი 50

27 არაზუსტი 37

8 ბლოკი 9

1 ძელი 2

20 კუთხური 27

12 თამაშგარე 11

3 გაფრთხილება 11

0 გაძევება 0

36 ჯარიმა 60

45 ჯარიმა (მათზე) 68

ურთიერთშეხვედრები

30 თამაში

14 იტალია, 7 გერმანია, 9 ფრე, 45-34 (იტა.)

ბოლო ოფიციალური დაპირისპირება

04.07. 2006 გერმანია-იტალია 0:0 დ.დ. 0:2 მუნდიალი 2006

* დღევანდელ პაექრობაში გერმანელები შეეცდებიან, რომ თვით ისტორიის საწინააღმდეგოდ წავიდნენ და იტალიის ნაკრები პირველად დაამარცხონ ოფიციალურ შეხვედრაში.

* როგორც უკვე აღვნიშნეთ, იტალიელებს არცერთი ოფიციალური მატჩი არ წაუგიათ გერმანელებთან, გამარჯვებები კი არაერთი შეგვიძლია გავიხსენოთ - "სკუადრა აძურამ" ბუნდესგუნდი ორჯერ დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში: ერთხელ 1970 წელს, მეორეჯერ კი 2006 წელს. 1982 წლის მუნდიალზე ეს გუნდები ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ის მატჩიც იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა, 3:1.

* გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში აქამდე 6-ჯერ უთამაშია და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. იტალიის ნაკრები ამ სტადიაზე მხოლოდ სამჯერ იყო და იქიდან ორჯერ გავიდა ფინალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯორჯო კიელინი: ათი დღის წინ ვფქრობდი, რომ ევრო 2012 ჩემთვის დასრულებული იყო

მარიო გომესი: იმედი მაქვს, ნახევარფინალს სასტარტოში დავიწყებ

ბასტიან შვაინშტაიგერი მწყობრშია

ანდრეას მიოლერი: იტალიის ნაკრებმა სასიამოვნოდ გამაოცა

ალესანდრო დელ პიერო: იტალია მესუთ იოზილს, თომას მიულერს და მარიო გომესს უნდა უფრთხილდეს

ანდრეა პირლო: დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელებს იტალიის ნაკრების ეშინიათ

მესუთ იოზილი: ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონობაა

ჩეზარე პრანდელი: ყრუ დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთ

დინო ძოფი: გერმანელებს სულ ვუგებდით

მარკო როისი: ანდრეა პირლო თავისი საქმის ოსტატია

რობი ფაულერმა გერმანიის 2:0 გამარჯვება და მარიო გომესის გოლი იწინასწარმეტყველა

ანდრე შიურლე: იტალია ძლიერია, მაგრამ გერმანიას მისი დამარცხება შეუძლია

ჯენარო გატუზო: იტალიის ნაკრებს თავისი კოზირები აქვს და ფინალში გასვლა შეუძლია

კარლოს ტევესი: იტალიელებს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ

• zura

ეს იქნება პირველი ოფიც შეხვედრა, რომელსაც გერმანია მოიგებს.

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ