მსოფლიოს მეორე ჩოგანი კრიტიკით გამოვიდა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წინააღმდეგ

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი კრიტიკით გამოვიდა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის მატჩებში გამარჯვებული არა ხუთ, არამედ სამსეტიან მატჩებში გამოვლინდება.

"ძალიან კარგია, რომ ოლიმპიადა უიმბლდონის კორტებზე გაიმართება, მაგრამ მამაკაცთა ტურნირში გამარჯვებულის სამ პარტიაში გამოვლენა ძალიან ართულებს ტურნირის მოგებას. ასეთ შემთხვევაში ბალახის საფარზე გამარჯვებული ნებისმიერი ჩოგბურთელი შეიძლება გახდეს.

ამის გამო ტურნირი ცოტათი უცნაურ სახეს მიიღებს. ბალახზე ყველა ჩოგბურთელს აქვს ცალკეულ მატჩში წარმატების უფრო მეტი შანსი, ვიდრე ჰარდსა თუ გრუნტზე.

სამსეტიანი მატჩის ბედს რამდენიმე გათამაშება წყვეტს. შესაძლოა, ეს ნეგატიური მომენტი იყოს - ყოველ მატჩში შენ შეზღუდული ხარ შესაძლებლობებში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ბოლომდე ცუდი იდეაა, მაგრამ ახლა უფრო რთულია ოლიმპიური ტურნირის შედეგის წინასწარმეტყველება", - ამბობს ნადალი სააგენტო AP-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა