ბრიტანული ჯგუფის - Muse-ის ახალი სინგლი ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჰიმნი გახდება
ბრიტანული ჯგუფის - Muse-ის ახალი სინგლი ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჰიმნი გახდება (იხილეთ ვიდეო).

როგორც ბრიტანული პრესა წერს, კომპოზიცია, სახელწოდებით - Survival - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წლის თამაშების მთავარ თემად აირჩია. სიმღერის პრემიერა გუშინ შედგა.

საორგანიზაციო კომიტეტის ჩანაფიქრით, Survival გაიჟღერებს სტარტზე სპორტსმენების გამოსვლისა და მედლების გადაცემის დროს.

გარდა ამისა, Muse-ის ახალი ნამუშევრის მოსმენა შესაძლებელი იქნება იმ სატელევიზიო და რადიოპროგრამების დროს, რომლებიც ოლიმპიურ მოვლენებს მიეძღვნება.

ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ კომპოზიცია Survival სწორედ ოლიმპიადაზე ფიქრით იქმნებოდა. სიმღერა ეძღვნება გამარჯვებისკენ სწრაფვას. როგორც Muse-ის მუსიკოსებმა აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივია ის, რომ ოლიმპიური ჰიმნის ავტორებად გამოცხადდნენ.

Muse-ის ახალი სტუდიური ალბომი 2012 წლის სექტემბერში გამოვა. ეს მეექვსე ალბომი იქნება ჯგუფის დისკოგრაფიაში. წინა ალბომი - The Resistance 2009 წელს გამოვიდა და პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში.

ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე სხვებთან ერთად სერ პოლ მაკარტნიც იმღერებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!