"პისტონზმა" მცველი ბენ გორდონი და 2013 წლის დრაფტის პირველი რაუნდში არჩევანის უფლება დათმო ფორვარდ კორი მაგეტის სანაცვლოდ
"დეტროიტმა" და "შარლოტმა" გაცვლა განახორციელეს. გარიგების მიხედვით, "პისტონზმა" მცველი ბენ გორდონი და 2013 წლის დრაფტის პირველი რაუნდში არჩევანის უფლება დათმო ფორვარდ კორი მაგეტის სანაცვლოდ.

გასულ სეზონში გორდონმა 52 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 12.5 ქულით, 2.4 შედეგიანი პასითა და 2.3 მოხსნით დაეხმარა თავის გუნდს. მაგეტის სტატისტიკა 32 მატჩში 15.0 ქულას, 3.9 მოხსნასა და 1.2 შედეგიან გადაცემას უდრიდა.

ამ გაცვლის შედეგად, "შარლოტმა" მიიღო სნაიპერი, რასაც დაჟინებით ითხოვდა ახალი მთავარი მწვრთნელი მაიკ დანლეპი.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ინდიანა პეისერსის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა ლეგენდარულმა ლარი ბერდმა.

"ასი პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ ვტოვებ გუნდის პრეზიდენტის პოსტს", - განაცხადა ბერდმა.

ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იმოქმედა.

სავარაუდოდ, ბერდის შემცვლელი გახდება დონი უოლში, რომელიც ადრე მუშაობდა ამ თანამდებობაზე და ახლა კლუბში დაბრუნდა "ნიუ იორკში" რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ.

ბერდთან ერთად, "პეისერსიდან" წავიდა გენერალური მენეჯერი დევიდ მორუეი, რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლის აპრილიდან ეკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა