ნახევარფინალური მატჩის ძირითად და დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი ესპანელებმა 4:2 გაიმარჯვეს
ევრო 2012-ის ნახევარფინალური მატჩი ესპანეთის და პორტუგალიის ნაკრებებმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს და თითო სახიფათო მომენტი შექმნეს. ჯერ მე-9 წუთზე არბელოას ჰქონდა შანსი, შემდეგ კი კუენტრაო გრძელ გადაცემას რონალდო ვერ გამოეხმაურა. ამის შემდეგ თამაში დამშვიდდა - გუნდები ბურთს მოედნის ცენტრში ათამაშებდნენ.

თამაში 29-ე წუთზე გამწვავდა: პორტუგალიელები დაცვაში შეცდნენ და ინიესტამ შორეულ ცხრიანში დაარტყა - ბურთი კარს ასცდა! მომდევნო შეტევაში რონალდოს ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა საჯარიმოს ხაზიდან მისი დარტყმა კარის ბადეს გარედან მოხვდა. ამის შემდეგ გუნდებმა პირველი ტაიმი მშვიდად ჩაამთავრეს.

შესვენების შემდეგ მოედანზე ძალიან ფრთხილი თამაში გაჩაღდა - გოლის გაშვება არცერთ გუნდს არ სურდა. თამაში საჯარიმო მოედანში რონალდოს წაქცევამ გამოაფხიზლა - მსაჯმა პენალტი სამართლიანად არ დანიშნა. ეს მეორე ტაიმის ერთადერთი სახიფათო ეპიზოდი იყო, დანარჩენ დროში იყო დაუსრულებელი შორეული დარტყმები, შეცვლები, ჯარიმები და გაფრთხილებები. გუნდებმა ძირითადი დრო 0:0 ჩაამთავრეს, ისე, რომ 90 წუთის მანძილზე კარში სულ ორჯერ დაარტყეს.

დამატებით დროში გოლები არ გასულა. პენალტების სერიაში უფრო ზუსტები ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები აღმოჩნდნენ - 4:2.

პირველი დარტყმები ორივე გუნდის ფეხბურთელებმა გააცუდეს. იკერ კასილიასმა და რუი პატრისიუმ ჩაბი ალონსოს და ჟოაო მოუტინიუს აჯობეს. შემდეგ ინიესტამ, პეპემ, ნანიმ და რამოსმა დარტყმები ზუსტად შეასრულეს, რასაც ბრუნო ალვეშის მიერ კარის ზედა ძელს მოხვედრილი დარტყმა მოჰყვა. სესკ ფაბრეგასმა კი ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გაიყვანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის