ესპანეთის ნაკრების მეკარისთვის სულერთია, ევრო 2012-ის ფინალში მეტოქედ იტალია ეყოლებათ, თუ გერმანია
ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასმა პორტუგალიის ნაკრებთან ევრო 2012-ის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის სულერთია, ვინ იქნება (იტალია თუ გერმანია) მისი გუნდის მეტოქე ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში.

ესპანეთის ნაკრებმა შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დაასრულა, პენალტების სერიაში კი 4:2 გაიმარჯვა.

"გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა. ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ პასუხად გვსურდა, გულშემატკივრებისთვის სიხარული მიგვენიჭებინა.

და მართლაც, კვირამდე ისინი ბედნიერები ნამდვილად იქნებიან.

ახლა სულერთია, ვინ შეგვხვდება ფინალში. მთავარი ისაა, რომ ფინალში ესპანეთის ნაკრები ითამაშებს", - განუცხადა ესპანელთა კაპიტანმა უეფას ოფიციალურ საიტს.

კასილიასმა პენალტების სერიასა და ხაბი ალონსოს გაცუდებულ დარტყმაზეც ისაუბრა.

"როდესაც სერია გაცუდებული პენალტით დავიწყეთ, პირველ რიგში, ანგარიშის გათანაბრება გვმართებდა და საბედნიეროდ, ეს შევძელით. საბოლოოდ ფორტუნამ სწორედ ჩვენ გაგვიღიმა.

ერთი თვის წინ პენალტების სერიაში დამარცხება ვიგემე, ახლა კი საპირისპირო ემოციები მაქვს და ეს ძალიან მახარებს. თითქოს ასეთ დროს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გამოიცნობ თუ არა დარტყმის მიმართულებას, მაგრამ თურმე მხოლოდ ეს საკმარისი არაა", - თქვა კასილიასმა.

ასევე იხილეთ:

პორტუგალია-ესპანეთი 0:0 (პენ. 2:4) - იკერ კასილიასმა ხელთათმანი ისროლა [+VIDEO]

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...