ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. არც ჩვენ ვაპირებთ ვინმეს გაკრიტიკებას, პირიქით, ძალიან გაგვიხარდა, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა ყაზახებს 3:1 მოუგო, მაგრამ...

ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. არც ჩვენ ვაპირებთ ვინმეს გაკრიტიკებას, პირიქით, ძალიან გაგვიხარდა, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა ყაზახებს 3:1 მოუგო, მაგრამ გული დაგვწყვიტა იმან, რომ ჩვენებმა გუშინ ქულა დათმეს აშკარად სუსტ გუნდთან. როცა მეტოქეს სამასი ან მეტი პუნქტით უსწრებ რეიტინგში, თუნდაც შავი ფიგურებით, მოგების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. მახსოვს, შარშან საქართველოს მანდილოსანთა ნაკრებმა აზერბაიჯანელებთან ფრედ დაამთავრა შეხვედრა, რაც ოქროს დაკარგვის ფასად დაგვიჯდა. ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი რამე ხანტი-მანსიისკშიც გამეორდეს.

მე-3 ტურში ნახევარ-ნახევარი ქულა ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა დათმეს. გაუწყებთ ჩვენებურთა შეხვედრების შედეგებს: ნანა ძაგნიძე (2534)-გულმირა დაულეტოვა (2235) 1:0, მადინა დავლეტბაიევა (2163)-ლელა ჯავახიშვილი (2451) 0,5:0,5, სალომე მელია (2439)-დინარა სადუაკასოვა (2142) 1:0, ელენა ანკუდინოვა (2124)-ბელა ხოტენაშვილი (2464) 0,5:0,5. ამ გამარჯვებით ქართველმა ქალებმა 6 ქულა (საერთო ჯამში 10,5 ქულა) მოუყარეს თავი და დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე გადანაცვლეს.

არადა, 6-6 ქულა 11-მა გუნდმა მოაგროვა: რუსეთი (1)-სლოვაკეთი 3,5:0,5, გერმანია-რუსეთი (2) 2:2, ჩეხეთი-სერბეთი 1,5:2,5, ჩინეთი-ლატვია 3:1, უკრაინა-აზერბაიჯანი 3:1, ინდოეთი-მოლდოვა 3:1, პოლონეთი-ბულგარეთი 1,5:2,5 აშშ-არგენტინა 3,5:0,5, სლოვენია-ჰოლანდია 2,5:1,5, უნგრეთი-იტალია 2,5:1,5, შვედეთი-კუბა 1:3.

დღეს მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები ტურნირის უმთავრეს ფავორიტსა და უპირველეს კონკურენტ რუსეთის პირველ გუნდს დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (2573), კონტინენტის მრავალგზის პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა (2565), მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (2524), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალისა გალიამოვა (2482) და ვალენტინა გუნინა (2465) იცავენ. რუსებს დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილი უკავიათ, პირველზე უკრაინელები არიან, რომლებიც კუბელებს შეხვდებიან. დანარჩენი ექვსქულიანები ასე დაწყვილდნენ: უნგრეთი-აშშ, ბულგარეთი-ინდოეთი, სერბეთი-ჩინეთი, გერმანია-სლოვენია.

გუშინ მესამე წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ბიჭებმაც, ამჯერად მოკრძალებული ანგარიშით სძლიეს თითქმის თანაბარი ძალის მექსიკელებს _ 2,5:1,5: მანუელ ლეონი (2579)-ბაადურ ჯობავა (2710) 1:0, მერაბ გაგუნაშვილი (2598)-ზამორა იუან კარლოს გონსალესი (2564) 0,5:0,5, გარსია ჟოზე გონსალესი (2543)-ლევან ფანცულაია (2599) 0:1, თამაზ გელაშვილი (2611)-გუერეს ჟილბერტო ჰერნანდესი (2540) 1:0. ლიდერთა ჯგუფში კიდევ ცამეტმა გუნდმა მიაღწია წარმატებას: პერუ-რუსეთი (2) 0,5:3:5, აშშ-ჩილე 3:1, ინდოეთი-კოლუმბია 2,5:1,5, რუსეთი (3)-კუბა 2,5:1,5, ესპანეთი-ლატვია 4:0, რუსეთი (5)-ნორვეგია 1:3, ვიეტნამი-უზბეკეთი 2,5:1,5, ბელგია-ესტონეთი 1:3, ჩეხეთი-უნგრეთი 1,5:2,5, იტალია-რუსეთი (1) 1:3, ჩინეთი-მოლდოვა 3,5:0,5, თურქეთი-სომხეთი 0,5:3,5, ჰოლანდია-სლოვაკეთი 2,5:1,5.

მეწინავეთაგან დღეს ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას საქართველო (10,5)-ნორვეგია (9,5), რუსეთი-2 (11)-ინდოეთი (10), უნგრეთი (8,5)-ჩინეთი (10), სომხეთი (10)-რუსეთი-3 (8,5), ჰოლანდია (8)-ესპანეთი (10), რუსეთი-1 (9,5)-აშშ (10,5), ესტონეთი (10,5)-ვიეტნამი (9).

kopala
წმინდა გიორგი გაგინათებთ დღეს გზას გამარჯვებისკენ
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა