ხანტი-მანსიისკის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის პრესცენტრში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა სალომე მელიამ და მწვრთნელმა დავით არუთინიანმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს...

ხანტი-მანსიისკის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის პრესცენტრში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა სალომე მელიამ და მწვრთნელმა დავით არუთინიანმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს. გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით.

- დავით, თქვენ აქ გასამარჯვებლად ჩამოხვედით?

- დიახ, ჩვენ 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონები ვართ და აქაც უნდა გავიმარჯვოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ 2009 წელს საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. კარგად მოვემზადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ეს ტურნირიც მოვიგოთ.

- ხანტი-მანსიისკში ლეგენდარული მაია ჩიბურდანიძე რატომ არ გვეწვია?

- მაია ძალიან ძლიერი მოთამაშეა და გუნდში ძალიან გვაკლია. 2008 წელს იგი დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის გმირი გახდა - პირველ დაფაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ყველა ძლიერი მეტოქე დაამარცხა. Иან წლეულს ობიექტური მიზეზებით ოლიმპიადაში მონაწილეობა ვერ შეძლო. ჩვენ მაინც ვეცდებით, ისე კარგად ვითამაშოთ, როგორც ორი წლის წინათ...

- სალომე, თქვენ ვის მიიჩნევთ ძირითად კონკურენტებად?

- როგორც ყოველთვის, რუსეთს და უკრაინას. თამაში ახლა დავიწყეთ და ტურნირის განმავლობაში გაირკვევა, ვინ უკეთეს ფორმაშია და მომავალში ჩვენი კონკურენტი ვინ იქნება.

- ჩინეთის ნაკრები ხომ არ დაგავიწყდა?

- არა, არ დამვიწყებია, მე მხოლოდ სამი ფავორიტი დავასახელე. ესენი არიან - საქართველო, რუსეთი და უკრაინა.

- დავით, იქნებ გვითხრათ საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონთა მომზადების საიდუმლოება?

- საიდუმლო იმისაა, რომ ის ასეთად უნდა დარჩეს.

სალომე: ყველა საიდუმლოს ტურნირის შემდეგ გავხსნით.

- დავით, ვაჟთა ნაკრების პერსპექტივაზე რას იტყვით?

- როგორც მოქმედმა მოჭადრაკემ და ნაკრების ყოფილმა წევრმა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს გუნდს კარგი პოტენციალი და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლის ჩინებული შესაძლებლობა აქვს. ცხადია, კონკურენცია უზარმაზარია - ოლიმპიადაზე ბევრი ძლიერი გუნდი და მოთამაშე ჩამოვიდა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ჩვენს ნაკრებს ყველაფერი შეუძლია, თუკი ძალიან მოინდომებს.

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა